დიახ, თქვენ სრული არარაობა ხართ


თქვენ ვისაც გგონიათ, რომ თქვენი წარმოსახვაში ჩამოყალიბებული და უკვე შეუმჩნევლად აყროლებული ავტორიტეტის ხაზგასმით სასურველ შედეგს მიიღებთ.
ვისაც გგონიათ, რომ თქვენი თავხედობა, უტაქტო საუბრის მანერა მოგცემთ მიზნის მიღწევის სრულ გარანტიას.
თქვენ ვისაც პრინციპის გამო შეგიძლიათ გულზე ხელი დაიკრიფოთ და უყუროთ როგორ განვითარდება მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ საქმე თქვენთვის ახლობელ ადამიანს ეხება.
თქვენ ვისაც მიგაჩნიათ, რომ შეურაცხმყოფელი გამოსვლებით კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს დაიპრყობთ და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პატივსაცემი ადამიანების კიბეზე სულ ზედა საფეხურისკენ გაიკვლევთ გზას.
თქვენ ვისაც გგონიათ, რომ თქვენი საუბრის მანერა მხოლოდ თქვენი ხელშეუხებელი და დიადი ავტორიტეტის გამოხატულებაა და გგონიათ, რომ რაც უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდება გულის რევის განცდა მით უფრო მნიშვნელოვანი გახდებით.
თქვენ ვისაც გგონიათ, რომ მუქარა რაიმე დადებითის მომტანი იქნება.
თქვენ ვისაც საკუთარ თავზე იმხელა წარმოდგენა გაქვთ, რომ ჰაერივით გჭირდებათ ეს სხვა ადამიანების ხარჯზე ყოველ დღიურად განიმტკიცოთ, თქვენ ვისაც საქმე არ გაქვთ, თუმცა ყველაზე დაკავებული ადამიანის იარლიყს იმშვენებთ ყოველ დილით სარკის წინ.
სინამდვილეში არაფერს წარმოადგენთ, აბსოლუტური არარაობა ბრძანდებით, ყოველ დღიურად ამაოდ ცდილობთ თუნდაც საკუთარი თავი დააჯეროთ საპირისპიროში, ცდილობთ როგორმე აღმოფხვრათ შეგრძნება, რომელიც ჩაგძახით რაოდენ უსუსური და გულის ამრევი ბრძანდებით. დიახ, თქვენ სრული არარაობა ხართ.

Advertisements

3 thoughts on “დიახ, თქვენ სრული არარაობა ხართ

  1. დიახაც!.. მართალი ხარ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამბობ შეურაცხმყოფელი გამოსვლებით დიდი სიმაღლეების დაპყრობაზე და გზის გაკვალვაზე.
    და საერთოდაც, გეთანხმები მთლიან ჩამონათვალში. არარაობა!.. დიახაც.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s