ისევ არაფერზე


წავიკითხე, თანაც ბოლომდე წავიკითხე უმისამართოდ და ადრესატის მიუთითებლად, უცნობი ადამიანის მიერ დაწერილი წერილი, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, თან ვფიქრობდი რა ნაცნობია მეთქი, გამეღიმა, ერთ მომენტში ისიც კი ვიფიქრე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ საოცრად ნაცნობი ტექტსი ამოვიკითხე მეთქი, თუმცა შემდეგ დავფიქრდი, მე ხომ სანამ რამეს გავაკეთებ, ვიტყვი ან დავწერ ძალიან დიდ ხანს ვფიქრობ და ვცდილობ ყველაფერი მოვხარშო და გადავხარშო, ჰოდა დავფიქრდი და აღმოვაჩინე, რომ წერილში წაკითხულს არაფერი ქონდა ჩემთან საერთო, აი ერთი სიტყვაც და ერთი წინადადებაც კი არ ემთხვეოდა იმას, რაც ახლა ხდება ან რაც მოხდა, უბრალოდ ნაცნობობობის გრძნობის ილუზია შემომეპარა ისე როგორც ხდება ხოლმე ჩემს ცხოვრებაში, ყველაფერს უკვე გავლილსა და კარგად შესწავლილს ვეძახი სინამდვილეში კი არც არაფერი გამივლია და არც შესწავლაზე მომიკლავს თავი.
თუნდაც გამოჩენილ 5 წუთიან უსაქმურობის შანსს მთელი მონდომებით ვკლავ იმისთვის, რომ არ დამრჩეს დრო ჯიუტად და დაჟინებით ამოტივტივებულ იდეებზე საფიქრად. ვცდილობ მაქსიმალურად გამოვიყენო ყოველი წუთი იმისთვის, რომ არ დავრჩე საკუთარ თავთან მარტო, იმისთვის, რომ ჩვენს შორის დიალოგი არ შედგეს, იმისთვის, რომ ისევ ნიშნის მოგებით არ მითხრას ვის ემალები, სად გარბიხარო.
ვფიქრობდი შემეძლო დაუსრულებლად მეწერა წერილები, რომლებსაც არასოდეს გავაგზავნიდი, რამდენიმე ტომის გამოცემაც კი შემეძლო, დარწმუნებული ვიყავი იმდენი მაქვს სათქმელი, იმდენი მაქვს სალაპარაკო, რომ მთელი ცხოვრებაც რომ ვწერო არ მეყოფა მეთქი, ან როგორ შეიძლება საწერი თემა ამოგეწუროს მაშინ როდესაც მუდმივად არაფერზე წერ, თუმცა ამ არაფერმაც დაკარგა აზრი, აღარ აღმაფრთოვანებს არც ადრესატი, არც თემა და არც აზრს მოკებული წერილების დაუსრულებელი წერა.
დიდი ხანია ჩემი ტელეფონი დუმს, მაშინ უყვარს ხოლმე რეკვა როდესაც არ მცალია საპასუხოდ, დაჟინებით მოითხოვს ხოლმე ყურადღებას, ახლა კი როდესაც რამდენიმე წუთიანი უმოქმედობისა და აზრს მოკლებული არსებობის პერიოდი დამიდგა, ის ჩუმადაა, თითქოს არც არსებობს.
სიგარეტიც ზედმეტად მალე იწვის, საკუთარი თავი კი ტელეფონზე აღარ მპასუხობს, ან თუ მპასუხობს ჩუმდება და ელოდება როდის წამოვჭრი სასაუბრო თემას, მე კი დაბნეული მხოლოდ ”ჰოს” ვიძახი რამდენიმე წამის განმავლობაში ბოლოს კი ვემშვიდობები, შემდეგ ცინიკურად დახედავს ხოლმე ტელეფონს და მეუბნება ”იმას მაინც თუ ხვდები, რომ ხმა არ ამომიღია და ეს შენი ”ჰოს” მოსმენა უკვე ძალიან ამოვიდა ყელშიო”, ამ დროს როგორც წესი ირგვლივ ხალხმრავლობაა და მე საკადრის პასუხს ვერასოდეს ვცემ, შემდეგ კი მავიწყდება და ისევ ვურეკავ ”ჰოს” სათქმელად.
ძალიან ერთფეროვანი გავხდი, ისეთივე ერთფეროვანი ვარ როგორც ყველაფერი ირგვლივ.
Advertisements

8 thoughts on “ისევ არაფერზე

  1. მდააა… დამაფიქრე ახლა შენ… უნდა მეთქვა მესმის-თქო, მაგრამ დავფიქრდი, მეც ხომ არ შემომეპარა ”ნაცნობობის გრძნობის ილუზია”… არ ვიცი, არ ვიცი… ერთი კი ნამდვილად ვიცი – მეც ყველაფერს გავლილს ვეძახი, მაგრამ საეჭვოა რეალურად გავიარე და შევისწავლე თუ არა…

    ტელეფონის დუმილი ზოგჯერ მართლა ძალიან ცუდია, მით უმეტეს, როცა თავისუფალი დრო გაქვს, სულ მცირე მაინც… ამასწინათ ვიხსენებდი, რამდენი ხანია არავისთან მქონია მიწერ-მოწერა,ფლირტის ელფერი რომ დაჰკრავს ისეთი 🙂 ეს მომენტი არც ადრე მომწონდა და არც ახლა, უბრალოდ ჩავიკეტე, რაღაცნაირი გავხდი და ადრე ვინც მწერდა შემომეფანტა ჩემი უკმეხი პასუხების გამო 🙂
    ხანდახან თავი ტიპიური მარტოხელა მგონია :-)იქნებ ვარ კიდეც… არ ვიცი…

    ერთფეროვნებას რაც შეეხება, ცუდია ნამდვილად, მაგრამ მალე გამრავალფეროვნდება 😉 შენ მეეჭვება ერთფეროვანი იყო, უბრალოდ გარემო შეიძლება იყოს ერთფროვანი, რომ უბრალოდ მიყვე დინებას…

    Like

    1. თავისებური ხიბლი აქვს ტიპიურ მარტოხელობასაც ალბათ 🙂 მეც ხშირად ვფიქრობ ასე, თუმცა ესეც ალბათ იქიდან გამომდინარე ხდება, რომ ცოხვრების გარკვეულ ეტაპზე გარკვეულ როლებს ვირგებთ, არ შეიძლება მთელი ცხოვრება ერთნაირი იყო, ჰოდა შესაბამისად ესეც გაივლის ან უკვე გაიარა 🙂
      რაც შეეხება ერთფეროვნებას, დღეს ყველაფერი სხვანაირად მეჩვენება 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s