მონოლოგი ანუ ჩემი დიადი პერსონა


ოჰ, არა, როგორ გეკადრება, ის, რომ ხვალინდელი დღე დამქანცველ დასვენებას გვიქადის განა შეიძლება სიხარულის მიზეზად მივიჩნიოთ?!
საკუთარ თავთან ტელეფონზე დაუსრულებელი საუბარიც დიდი ვეღარაფერი შვების მომტანია, მოსაყოლიც აღარაფერი მაქვს, უკვე კარაგდ იცის, რომ მუდმივად აღშფოთებული, დაღლილი, ზოგჯერ გადაღლილი და მეგობრებზე გულაცრულებული დავდივარ.
გეკადრება? რა თქმა უნდა ვიცი, რომ მსგავს შემთხვევებში დაუყოვნებლივ უნდა მივმართო თბილი სტაფილოსფერის დაბრუნების მცდელობას. რა თქმა უნდა ეს გავაკეთე კიდეც, თუმცა ეს ფანდიც გაცვდა როგორც სჩანს დიდი ხნის წინ, და არავითარი ეფექტი არ ქონია.
ეჰ, ვერაფრით შევაგნებინე საკუთარ თავს, რომ აუცილებელია ზოგჯერ მკაცრი და შეუბრალებელი იყო, ყოველი მცდელობის ბოლოს ვხვდები, რომ ბოდიში უნდა მოვიხადო და საბოლოოდ ვიმყარებ ხოლმე იდიოტის სტატუსს.
არა, იდიოტის სტატუსი კიდევ არაფერი, სასაცილო ისაა, რომ რიგ შემთხვევებში ამ უწყინარ სულიერ აშლილობას მანიაკლაურ სინდრომად თვლიან და ჩემი მიზეზით პარანოიითაც კი ავადდებიან ხოლმე, არადა უწყინარი იდიოტი ვარ მხოლოდ.
ჰო, მართალი ხარ, ეს სიმხდალეც ვერაფრით მოვიშორე, მუდმივად სხვებზე ჩამოკიდებული დავდივარ და პირში შევციცინებ, როდის მეტყვიან რა გავაკეთო. გამბედაობაც არასოდეს მყოფნის პირველი ნაბიჯის გადადგმის, ბრძოლაში დამარცხებული კი ყოველთვის შეუბრალებელი შურისძიების გეგმებს ვაწყობ, შემდეგ კი გეგმების სისრულეში მოყვანის დაწყებისთანავე საკუთარ თავზე გული მერევა.
გეთანხმები, რა თქმა უნდა ისევ სიმართლეს ღაღადებ, სრულიად შეუმდგარი ადამიანი ვარ, არც ადამიანების უემოციოდ ფეხქვეშ გათელვა შემიძლია და არც სიკეთის თესვა გაუთავებლად. მხოლოდ ეპიზოდური როლებით ვკმაყოფილდები და ტაშსაც არავინ მიკრავს.
როგორ გეკადრება, ტაშის კვრა არაფერში მჭირდება, მეგობრული მხარზე ხელის წამორტყმაც საკმარისი იქნებოდა.
ჰო ვიცი, რადენიმე ხნის წინ წარმატება იმდენად დამაბნეველი და დამღლელი აღმოჩნდა, რომ განუწყვეტლივ ვოცნებობდი წარუმატებლობაზე, ვფიქრობდი ვიტყვი ”ჩავფლავდი, მაგრამ კარგად გავერთე მეთქი”, მაგრამ შენ ხომ იცი, რომ ესეც მხოლოდ ჩემს მდიდარ ფანტაზიაში ჩამოყალიბებული რეალობასთან ყოველგვარ კავშირ დაკარგული ილუზია იყო, გავერთე მეთქი კი არა დავჯდებოდი და ნაზი მოძრაობით ვურტყამდი თავს კედელს.
სასაცილოა, ადრე სამუშაო დროს ზოოპარკში გასეირნებაზე მაინც ვოცნებობდი და მეთევზეების ყურება რაღაც შურნარევ ოპტიმიზმს მმატებდა, ახლა ცარიელი მტკვრის დანახვა დიდი ვერაფერი სტიმულია, მხოლოდ თავის დახრჩობისკენ თუ გიბიძგებს ადამიანს (ანუ როგორც მე მიყვარს ხოლმე ვთქვა პომპეზური თვითმკვლელობისკენ) და არც ზოოპარკის მიმართ განვიცდი განსაკუთრებით თბილ გრძნობებს. არადა, არც პომპეზურობა მიზიდავს და არც თვითმკვლელის მახასიათებლებს ვაკმაყოფილებ, ახლა არ ვამბობდი შუმდგარი ვარ მეთქი.
ახდენილი ოცნებებიც კი ვალდებულების იარლიყს ირგებენ მომენტალურად და შემდეგ სასჯელად მევლინებიან, გიჟი ვარ მეთქი ვიტყოდი, მაგრამ არ იქნება მომგებიანი, სამწუხაროდ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქმედუნარიანი მერქვას.
ოჰ, არა, როგორ გეკადრება, ის, რომ ხვალინდელი დღე დამქანცველ დასვენებას გვიქადის განა შეიძლება სიხარულის მიზეზად მივიჩნიოთ?!

Advertisements

3 thoughts on “მონოლოგი ანუ ჩემი დიადი პერსონა

  1. ”სრულიად შეუმდგარი ადამიანი ვარ, არც ადამიანების უემოციოდ ფეხქვეშ გათელვა შემიძლია და არც სიკეთის თესვა გაუთავებლად.”- მე ვიტყოდი პირიქით, ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ შემდგარი ადამიანი ხარ. ადამიანების გათელვა რომ შეგეძლოს ან გაუთავებლად სიკეთის თესვა, მაშინ იქნებოდი შეუმდგარი. იდეალური არავინაა…

    იყო მკაცრი და შეუბრალებელი საკმაოდ რთულია, მით უმეტეს თუ გინდა ხანდახან იყო ასეთი… ზოგადად თუ ასეთი ხარ სხვა საქმეა, მაგრამ ხანდახან ვერ შეძლებ და ამისთვის ბრძოლა უფრო დამღლელი და ნერვებისმომშლელია…

    ”მუდმივად სხვებზე ჩამოკიდებული დავდივარ და პირში შევციცინებ, როდის მეტყვიან რა გავაკეთო. გამბედაობაც არასოდეს მყოფნის პირველი ნაბიჯის გადადგმის, ბრძოლაში დამარცხებული კი ყოველთვის შეუბრალებელი შურისძიების გეგმებს ვაწყობ, შემდეგ კი გეგმების სისრულეში მოყვანის დაწყებისთანავე საკუთარ თავზე გული მერევა.” – увы!.. მესმის შენი…

    P.S. და ბოლოს, კაია რომ ბოლოსდაბოლოს დაწერე რამე, მომენატრა შენი პოსტები… იქნებ იმ თამაშშიც მიგეღო მონაწილეობა, ჰა?

    Like

    1. ჰო, ამ ბოლო ხანებში წერის არც სურვილი მქონდა, არც განწყობა, არც იდეა და საერთოდ არაფერი 😐
      რა ვიცი დავფიქრდები ჩემს ცხოვრებაში არსებულ პოზიტივზე და ვნახავ ღირს თუ არა ეს ყველაფერი წერილობით ფორმაში გადმოსაცემად 🙂

      Like

  2. უf, ძლივს არ ვიხილე პასუხი ჩემს კომენტარზე… ყოველ დღე შემოვდივარ, არაფერი ახალი 😦

    წერის სურვილი რომ არ გქონდა კი წავიკითხე ამ წამს ახალ პოსტში 😦

    დაფიქრდი რა, იქნებ ღირდეს 😉

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s