უაზროდ, მაგრამ ცოცხლად


არეულობა და ქაოსია ირგვლივ, ადამიანების ხმის გაგებაც კი მაღიზიანებს, ისინი კი ვერა და ვერ ხვდებიან, რომ დროა ცოტა ხნით მაინც გაჩუმდნენ და დააჭირონ ენას კბილი.
ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ამბობდა მეზობლის ქალი, არეულობა დაიწყებაო, ყავის ჭიქას უკირკიტებდა ჩუმად ნახევარი საათი, ალბათ სათქმელს ალაგებდა, ბოლოს კი ჩამოყალიბდა და მოკლედ მომიჭრა წინ ალიაქოთს ვხედავო. რაც ძაღლი მოუკვდათ მას შემდეგ მისი მეუღლე აღარ შემხვედრია, ალბათ ძალიან განიცადეს.
უდროოდ აცივდა, მერე რა, რომ დეკემბერია, მე მაინც მიმაჩნია, რომ აციებისთვის დიდი ვერაფერი დრო შეარჩია ბუნებამ, მეც რა თქმა უნდა ვცდილობ არ შევიმჩნიო სითბოს რადიკალური კლება.
სკამი ზედმეტად მოუხერხებელია და გამაღიზიანებელი ფიქრები ფეხაკრეფით დაიძურწებიან ტვინში, რაციონალური აზრები კი ნერვიულად სცემენ ბოლთას და ამრეზით უყურებენ ნერვებზე თამაშით გართულ ფიქრთა არეულ ნაკადს.
დრო აუტანლად მიიზლაზნება, საათზე ყოველი შეხედვისას მგონია, რომ ნამძინარევი სახით დგას და აუღელვებლად იზმორება, შემდეგ ამთქნარებს და ისევ საწოლისკენ მიეშურება.
კარების ჭეშმარიტი ფუნქციის გაგებაც ზედმეტად რთული ამოცანა აღმოჩნდა ირგვლივ საქმიანი სახით მოფუსფუსე ადამიანიებისთვის და გიჟებივით დაალაჯებენ ოთახიდან ოთახში.
ვიცი, რომ დღევანდელი დღეც გავა ადრე თუ გვიან, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ხვალინდელი დღეც დადგება, ნუ რა თქმა უნდა თუ ვიღაცამ სადღაც რაღაც ზეთი არ იყიდა და არ დაღვარა კიდეც.

Advertisements

4 thoughts on “უაზროდ, მაგრამ ცოცხლად

    1. რამ გამოიწვია ჩემი დაკარგვა კონკრეტულად არც კი ვიცი, უბრალოდ დიდი ვერაფერი იდეები მომდიოდა (ალბათ ამ პოსტის ჩათვლით). ეს პოსტი კი რას ეძღვნება და კონკრეტულად რაზეა ჩემთვისაც კი რთული სათქმელია, მოკლედ უაზროდ ვარ თუმცა ცოცხლად 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s