ოცნება ფსიქიატრიულ საავადმყოფოზე


19:07 სთ.-ია, კარგი ნიშანია, მიყვარს როდესაც საათში 7-იანი ურევია. მთელდღიანი შფოთვისა და ნერვიულობის შემდეგ დაღლილობამ თავისი გაიტანა და დაძაბულობის თავი აღარ მაქვს, უემოციოდ ვზივარ სავარძელში და ვოცნებობ წარმოუდგენლად იდეალურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოზე.
დეკემბერი ახალი დაწყებულია, პირველი დღეები ძალიან ნისლიანი აღმოჩნდა, მე უარი ვთქვი (ან ჩემმა ფსიქიკამ თქვა) ქალაქის საგიჟეთში (რა სიმბოლურია) ცხოვრებაზე და დაჟინებით მოვითხოვე ცოტა ხნით პროფესიონალების ზედამხედველობის ქვეშ მეცხოვრა. სასტუმროსავით ვარჩევდი ფსიქიატრიულ საავადმყოფოს, თავიდანვე ჩამოვყალიბდი, რომ ზღვის პირას უნდა ყოფილიყო, ფანჯრებიდან ზღვის ხმა უნდა შემოსულიყო და ნისლიან ამინდებში გამოყოფილი რამდენიმე საათიანი სერიონობის დრო ზღვის პირას ჯდომასა და სიგარეტის მოწევაში უნდა დამეხარჯა.
ჩემი პალატის ფანჯარა ზუსტად ზღვაზე გადიოდა, თუ ძალიან მოინდომებდი და დიდ ხანს იდგებოდი ღია ფანჯარასთან ზღვიდან მობერილ ჰაერსაც მკვეთრად იგრძნობდი და შეძლებდი სიამოვნება მიგეღო იოდისა და მარილის ნესტიანი ჰაერის ფილტვებში ჩაშვებით.
დილით გვიანობამდე მეძინა, არადა გამაფრთხილეს ადრე გაგაღვიძებენო, არავის გავხსენებივარ, თვალი გავახილე და მივხვდი, რომ ოთახში საშინელი უჰაერობა იყო, გარეთ ზამთრისთვის შეუფერებელი მზიანი ამინდი იდგა და სწრაფად ჩამოვაფარე ფარდები, ყურსასმენების ძებნა დავიწყე და ბალიშის ქვეშ ვიპოვნე, არც კი მახსოვდა, როდის მოვიხსენი, მტკიცედ მჯეროდა რომ მუსიკის სმენის დროს ჩამეძინა და მთელი ღამე არც გამომირთავს. მუსიკა ჩავრთე, თუმცა მივხვდი, რომ საამისო განწყობაზე არ ვიყავი და ჟაკეტი შემოვიცვი, კარები გამოვაღე და დერეფანში გავიხედე, სრული სიცარიელე იყო, ვინაიდან საათი არ მქონდა ისიც კი არ ვიცოდი რა დრო იყო. ფეხაკრეფით ჩავუყევი კიბეებს, პირველ სართულს რომ მივუახლოვდი ნაცნობი ხმაური შემომესმა, სანიტრებმა, რომ დამინახეს სახეზე გაოცება აღებეჭდათ, მივხვდი, რომ დავავიწყდი, გამოვრჩი მხედველობიდან, ამიტომაც არ გავუღვიძებივარ არავის და ამიტომაც არ მესიამოვნა მუსიკა, დამამშვიდებლის დოზა არ მქონდა მიღებული და ყველაფერი გამაღიზიანებლად მოქმედებდა ნერვებზე, ისევ აგრესია მომაწვა ყელში.
მოვიდნენ და მკაცრი სახით განმიცხადეს, რომ წამლის მიღების დრო იყო, მინდოდა მეთქვა უკვე დიდი ხანია დროა, თუმცა ვის გავახსენდი მეთქი, მაგრამ თავი შევიკავე, ცოტა ხანში წამალმა მოქმედება დაიწყო და მე ისევ ძველებური სიმშვიდე დამიბრუნდა, ვიგრძენი, რომ კვლავ მინდოდა მუსიკისთვის მომესმინა, 1 ჭიქა წვენი დავლიე და კვლავ ავბრუნდი ჩემს პალატაში, ყურსასმენები მოვირგე და რამდენიმე წუთის წინ დაწუნებული მუსიკის განცხრომით მოსმენას შევუდექი, პერიოდულად ფარდებიდან ვიჭყიტებოდი იმ იმედით, რომ ღრუბლიანი ამინდი შემრჩებოდა ხელში, ისე დაღამდა ცაზე ღრუბელი ვერ დავინახე და ჩემდა გასაკვირად მზესაც გაზაფხულური ფერი ქონდა, სულ არ გავდა ზამთრის მზეს, რაღაცნაირი მკვდრის ფერი რომ არის ხოლმე და ფანჯრიდანვე, რომ ეტყობა სითბოს ნატამალს არ შეიცავს.
თავი დავიიმედე ზამთარია და ამინდიც მალე გაფუჭდება მეთქი და კვლავ წამოვწექი, წიგნი, რომლის წაკითხვასაც ვაპირებდი ხელუხლებელი იდო იქვე სკამზე, გული ვერ დავუდე, ათასჯერ მაინც წავიკითხე პირველი აბზაცი, მაგრამ აი ნანატრი ინტერესი მაინც ვერ გამოიწვია, არადა აქებდნენ, თანაც დეპრესიასა და თვითმკვლელობაზე იყო დაწერილი (მიკვირს ეს წიგნი, როგორ დამატოვებინეს), წლების განმავლობაში ვეძებდი, საქართველოში არ იყიდებოდა, მე კი ჩემი XI საუკუნისთვის სრულიად შესაფერისი ცხოვრების მიუხედავად, ე.წ. ”ონლაინ გამოწერებში” არაფერი გამეგებოდა. თუმცა მოვახერხე და მეგობარს ვთხოვე ეყიდა ჩემთვის, ხელის კანკალით ამოვიღე პარკიდან, ერთი სული მქონდა როდის გადავშლიდი და წავიკითხავდი, თუმცა რატომღაც ვერა და ვერ ჩავუჯექი, ახლა კი გული ძალიან მქონდა აცრუებული.
აგერ უკვე მერამდენედ მიჩურჩულებდა ყურსასმენებიდან ედიტ პიაფი ne me quitte pas-ო, უკვე ათასჯერ (იქნებ მეტჯერაც) მქონდა ეს სიმღერა მოსმენილი, შეგრძნება კი ყოველი მოსმენისას ისეთი მქონდა თითქოს პირველად ვუსმენდი, ყოველთვის წითელი ღვინო და სიგარეტი მინდებოდა ხოლმე, არც ახლა იყო გამონაკლისი, თუმცა ვინაიდან ალკოჰოლი აკრძალული მქონდა მხოლოდ სიგარეტის მოწევა შემეძლო, ისიც თუ გარეთ გავიდოდი, შენობაში მოწევას მიკრძალავდნენ, სასაცილოა რა დეპრესიულ პაციენტს რომ მოწევას აუკრძალავ, მასხრად აგდებაა. გარეთ გასვლაზე კი ფიქრიც არ მინდოდა, მეგონა, რომ რაღაცნაირი თბილი საღამო შემრჩებოდა ხელში და ჩემს ზედმეტად ყინვისთვის მომზადებულ განწყობას ეს გაზაფხულური სითბო იმდენად მოშხამავდა, რომ ყელში მოწოლილ აგრესიას ვეღარც დამამშვიდებლები უშველიდნენ.
ტელეფონი არ მქონდა, არც მინდოდა, რომ მქონოდა, არც ის ვიცოდი რა დღე იყო, უბრალოდ არ ვინტერესდებოდი, თუმცა ზუსტად ვიცოდი, რომ დეკემბერი იყო, სანიტარს, რომელთანაც მეტნაკლებად ვმეგრობრობდი ვთხოვე ჩემთვის ზამთრის დადგომა ეცნობებინა.
მივხვდი, რომ გარეთ უკვე ბნელოდა და ფარდები გადავწიე, ფანჯარა გამოვაღე და ზღვას გავხედე, ზედმეტად მშვიდი იყო, ტალღებს ვერც კი შეამჩნევდი, ვიფიქრე ნამდვილად მატყუებენ ჯერ დეკემბერი არ დამდგარა მეთქი, ალბათ ჩემი გაგიჟება უნდოდათ, მე ხომ მათი შემოსავლის წყარო ვიყავი. ”ისევ პარანოიამ წამოყო თავი” – სევდიანად გავიფიქრე.

Advertisements

9 thoughts on “ოცნება ფსიქიატრიულ საავადმყოფოზე

  1. ხო… მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ეს ფსიაქიატრიულის იდეა არ მომეწონა, ისე საყვარლად აღწერ, მომინდა რამდენიმე დრე იქ… პოსტის კითხვისას ვფიქრობდი ერთი რაღაც აკლია სრულ ბედნიერებას, წიგნი-მეთქი და გამიხარდა ესეც რომ გეწერა 🙂

    Like

    1. პოსტის წერის მომენტში მეც ძალიან მომინდა თუნდაც რამდენიმე დღის გატარება ფსიქ. საავადმყოფოში, იქნებ იყოს სადმე მსგავს პირობებში მოთავსების საშუალება, შვებულებას გავატარებდი 🙂

      Like

  2. ღირს ნამდვილად ჩამოსვლა, ოღონდ მაინცდამაინც 31 დეკემბერს და 1-2 იანვარს ნუ დაამთხვევ, თუ არ გინდა თავი გაგისკდეს და დანაგვიანებული ბათუმი იხილო (შარშან ასე აღნიშნეს, რას არ ნახავდი ქუჩაში იმ კონცერტის შემდეგ…)

    Like

  3. ბოლოდროინდელი საშინელი გადაღლილობისა და დაძაბულობის ნიადაგზე ზუსტად ასეთ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოვხვდებოდი ერთი კვირით მაინც 🙂

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s