ყველაზე საზიზღარი დღე – უარესის მოლოდინში


ჯერ კიდევ გუშინ დილით ტელევიზორი რომ ჩავრთე და ბეარ გრილსის ნაცვლად სხვა გადაცემა შემრჩა ხელში მაშინ მივხვდი, რომ ყველაფერ აიწეწებოდა და უკუღმა წავიდოდა.
მართალი ვიყავი, ვზივარ ახლა ბნელ ოთახში, პირდაპირ ბოთლიდან ვსვამ “მარტინის” და ვოცნებობ 1 ღერ სიგარეტზე ან ცეცხლსასროლ იარაღზე.
მეძინება, თუმცა თავს ვაიძულებ გამოფხიზლდეს, ბოთლი გამოსცალოს და რაც შეიძლება მეტად გაწელოს დრო გათენებამდე, ხვალ კიდევ უარესი დღე იქნება.
მაღვიძარას არ დავაყენებ, არც ყავას დავლევ და არც შოკოლადს შევჭამ, დილის ჩვეულად მშვიდი განწყობით დაწყება ზედმეტად ყალბი და უარესად ნერვების მომშლელი იქნება, ხვალინდელ დილას არც თაფლიანი ყავის თბილი არომატი და არც შოკოლადი მოუხდება, თუმცა შესაძლებელია ერთი პორცია შხამის კოქტეილის ვარიანტის განხილვაც.
იქნებ ცოტა ალკოჰოლი დილისთვისაც შემომენახა, ვინაიდან სიტუაციის რეალურად შეფასების შემდეგ ნათელია, რომ ღამის განმავლობაში ვერც შხამის და მითუმეტეს ვერც მთელი კოქტილის მომზადებას შევძლებ.
იქნებ ერთხელ პრაქტიკაში უკვე გამოცდილ ხერხს მივმართო და ხვალ ნამძნარევი სახითა და შეშლილი თვალებით შევიდე პირველივე აფთიაქში და “ყველაზე ძლიერი დამამშვიდებელი, რომელიც ძილიანობას არ იწვევს რა გაქვთ?” მეთქი ვიკითხო, თუმცა ამან არც მაშინ გამოიღო დადებითი შედეგი (ლამის მთელი კოლოფი ერთ დღეში გამოვცალე და დამშვიდების ნაცვლად უარესად გავღიზიანდი იმით, რომ მთელი დღის განმავლობაში თავს ვაიძულებდი არ დამძინებოდა) და არც ახლა მგონია რაიმე ეფექტი მოახდინოს.
ჩემი საათით ჯერ მხოლოდ ცხრის ნახევარია (თუმცა ვეჭვობ, რომ 1 საათიანი ცდომილება აქვს) მე კი უკვე იმდენად მეძინება, რომ მგონია ცოტაც და ირიჟრაჟებს. ზუსტად დღეს არ უნდა მივცე თავს დაძინების უფლება, ხვალინდელ დღემდე დარჩენილი დრო მაქსიმალურად უნდა გამოვიყენო და ვიფიქრო იმაზე, რომ დილის ათის ნახევრამდე ჯერ კიდევ მთელი ცხოვრებაა დარჩენილი.

Advertisements

36 thoughts on “ყველაზე საზიზღარი დღე – უარესის მოლოდინში

    1. მიუხედავად იმისა, რომ მგონია ხვალ კიდევ უფრო უარესი დღე მექნება, იმედი მაქვს, რომ ვცდები 🙂
      წარმატებებს გისურვებ და ვიმედოვნებ, რომ ხვალ გაცილებით უკეთესი დღე გათენდება 🙂

      Like

  1. tako

    ბევრი ვიფიქრე რა კომენტარი დამეტოვებინაა და ერთ დასკვნამდე მივედი, ესე თუ გააგრძელე ძალიან გეჩხუბები….

    Like

    1. მთავარია ყველაფერი არ გაგრძელდეს ასე, მე კი არ მეხალისება ჩამპალ-გასაზიზღრებულ-გულის ამრევ სიტუაციაში ცხოვრება 🙂

      Like

    1. რაც შემიძლია დარწმუნებით ვთქვა არის ის, რომ დღევანდელი დღე ამ ეტაპზე მოულოდნელად საზიზღარი არ არის და არც ისეთი საშინელია პრინციპში როგორიც წარმომედგინა, იმედია მივალ ცოცხალი დღის ბოლომდე. საშინელი პერიოდი მაქვს 😐
      🙂

      Like

  2. მესმის შენი, მე მეტ-ნაკლებად მშველის უბრალოდ დაკიდება და არ ფიქრი მაგ თემაზე, რთულია, მაგრამ შეძლებ რა… მერე ნელ-ნელა დალაგდება ყველაფერი, ყოველ შემთხვევში, მე ამის იმედი მაქვს…
    ხოდა, წარმატებები და ხვალ ახალ და პოზიტიურ პოსტს ველოდები :-*

    Like

    1. დიდი მადლობა :):)
      კი ნელ-ნელა შეიძლება დაკიდება, მაგრამ უცებ რომ მოგეყრება ყველაფერი თან სასტიკად გადაღლილზე ემოციებს ვეღარ აკონტროლებ, თან აი ყველაფერი რომ ერთდროულად ფუჭდება და უარესდება. თუმცა დღეს საგრძნობლად უკეთესი დღეა და იმედი მაქვს გამოსწორების გზაზე წავა ყველაფერი.
      ხვალ (თუ მანამდე კიდევ რამე საშინელი არ მოხდა :D) დავწერ პოზიტიურ პოსტს

      Like

  3. კი, დღეს ორშაბათია და კიდევ ერთი დღე გათნდა, რა მნიშვნელობა აქვს როგორი, მთავარია რომ გათნდა 😉
    … და პოზიტიურ პოსტს დავწერო ”წამოვკარი ყური” და სადაა? 🙂

    Like

    1. მინდოდა დამეწერა, მაგრამ არაფერი გამოვიდა, დღეს ისეთ განწყობაზე ვარ, რომ დიდი წარმატებით შემიძლია ვწერო იმაზე თუ როგორი ზიზღით მეზიზღება ყველაფერი 😐

      Like

  4. მდაა… გასაგებია… ჩემი შემართებით და ოპტიმისტურად დაწყებული დღეც რაღა თქმა უნდა არ აღმოჩნდა ისეთი, როგორსაც ველოდი და ახლა ბლოგების თვალიერრებით და კომენტარების დატოვებით ვიკლავ წერის ჟინს, თორემ ისეთი მორიგი სისულელე შემომეპოსტებააააააააა 😦
    (არა რა, საიდან ამდენი დებილი დღე და თანაც ერთდროულად?!)

    Like

    1. მგონი რაღაც ძალიან ბნელი პერიოდი დაიწყო და მდგომარეობა უარესდება, მთავარია საგიჟეთში არ დამთავრდეს ეს ყველაფერი და ნუ ან ციხეში 😐

      Like

    1. მაშინ ფსიქიატრიული, კი დაწვებოდა ისე კაცი ფსიქიატრიულში ზღვის სანაპიროზე სეირნობის უფლებით 🙂
      ან რამე შელოცვა მოვიფიქროთ (რიტუალი) იქნებ გვეშველოს რამე 🙂

      Like

  5. ბათუმში რომ ფსიქიატრიულია, იქედან ზღვა შორსაა ცოტა 🙂
    ხო, რიტუალი მოვიფიქროთ, თეთრი გრძელი კაბები ჩავიცვათ და თმაგაშლილებმა ვიტრიალოთ 😀
    (ვაიმე, წარმოვიდგინე და მოვკვდი სიცილით 😀 )

    Like

    1. ეეეჰ რა ცუდია, არადა ეგრევე ოცნებებში გავიჭერი, ფსიქიატრიული, უდარდელი ცხოვრება, სანიტრები, დამამშვიდებლები, ხედი ზღვაზე, მზის ჩასვლისას სეირნობა.
      და ეგ კაბებში ტრიალი შელოცვის რიტუალია თუ გამოლოცვის, დავინტერესდი 😀 😀

      Like

  6. არ ვიცი, აზრზე არ ვარ, ფილმებში მინახია და ვითომ საშიში უნდა იყოს, მაგრამ მე სულ მეცინება ხოლმე 🙂

    სანიტრები და დამაშვიდებლები მაგარი უდარდელი ცხოვრებაა რა 🙂 ნუ, ზღვის ხედი და სეირნობა ხო…

    Like

    1. შეიძლება რამე კარგი რიტუალის მოფიქრება 🙂
      აუ დამამშვიდებლები, დილით 1 ღერი სიგარეტი, შემდეგ სანიტარი რომ შემოიხედავს და გეტყვის რომ სეირნობის დროა და ა.შ. მეტი რა შეიძლება ინატრო ადამიანმა, ცხოვრება მშვიდ დეპრესიულ განწყობაზე, წვიმების სეზონი, ფსიქიატრიული და ზღვის ხმა პალატაში 🙂

      Like

  7. ”მეტი რა შეიძლება ინატრო ადამიანმა, ცხოვრება მშვიდ დეპრესიულ განწყობაზე” 😀 ხოოო, რავი 🙂
    მოვიფიქროთ რიტუალი, აშკარად გამოგვადგება, დღეს თუ გვესველება რამე, ხვალ ან ზეგ მაინც დაგვჭირდება (შენი არ ვიცი, მაგრამ მე ნამდვილად, ცემი ამბავი რო ვიცი :-))

    ვაიმე, ზის ორი დეპრესია უარესი დეპრესიის მოლოდინში (სხვა თვალით დანახული კომენტარები :-))… არადა, ახალი წელი მოვა მალე 😉 (ახლა გულში საახალწლო მელოდია წაიღიღინე ;-))

    Like

    1. აუ როგორ მიყვარს იცი ახალი წელი, აი ძალიან, მიყვარს ქალაქს რომ ეტყობა წინა საახალწლო სამზადისი, ვიტრინებს რომ რთავენ და რაღაც საერთო მოლოდინის შეგრძნება რომაა. 🙂
      იცი რაშია საქმე, ამჟამინდელი მდგომარეობით თუ ვიმსჯელებთ ჩვენი მდგომარეობა არ არის მთლად დეპრესია, სიგიჟეს უფრო გავს, აგრესიაში, შფოთვაში გამოიხატება, აი მშვიდი დეპრესია კი სულ სხვა სიამოვნებაა, წვიმიანი დღეები, ფსიქიატრიულის ნაცრისფრად თეთრი პალატა, ხედი ზღვაზე, ზამთარი, ნისლი, წვიმა, თოვლი, დამამშვიდებლები და მუსიკაა 🙂 🙂 ვოცნებობ ცოტა ხნით ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნენაზე, თუმცა დარწმუნებული ვარ როგორც ყოველთვის ჩემი წარმოსახვა და რეალობა აცდება ერთმანეთს, თან მკვეთრად.

      Like

    1. ბოლო დღეების განმავლობაში რამდენჯერაც ვიფიქრე, რომ გაიარა ცუდმა პერიოდმა და ყველაფერი გამოსწორების გზაზეა, იმდენჯერ რაღაც მოხდა და სიტუაცია უარესობისკენ შეიცვალა, გამონაკლისი არც დღევანდელი დილაა, არადა ძალიან პოზიტიური განწყობით გავიღვიძე.

      Like

  8. შენი პოსტის იდეა და უკვე პოსტი ვნახე უკვე 🙂
    ახალ წელზე მეც იგივე შეგრძნება მაქვს, მაგრამ წელს ცოტა სხვანაირადაა ყველაფერი, შეგრძნებებიც და გარემოც… (მეც დამებადა ახალი პოსტის იდეა, წავალ, დავწერ ;-))

    Like

    1. მივხვდი 🙂 რატომღაც “you’ve got mail”-იდან გამახსენდა . “The odd thing about this form of communication is you’re more likely to talk about nothing than ssmething. But I just want to say that all this nothing has meant more to me than so many somethings.” ნუ ზოგჯერ ნაჯღაბნი არაფერზე, ძალიან მნიშვნელოვანია, პირადი ბლოგიც ამისთვის არსებობს ალბათ 🙂

      Like

  9. ეს ის ხოა, მეგ რაიანი და ტომ ჰენკსი რომ თამაშობენ? პირველად აქ აღვიქვი ტომ ჰენკსი ნორმალყურად, მანამდე არ მომწონდა რატომღაც… მეც ბევრჯერ მაქვს ნანახი, ნამდვილად ძალიან საყვარელი ფილმიაა 🙂

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s