კიდევ ერთი ჩვეულებრივი დღე


ჯიბეში ხელებჩაწყობილი მივუყვებოდი ქუჩას, საათისთვის არც დამიხედავს, საერთოდ არ მაინტერესებდა ვაგვიანებდი თუ არა, 25 იყო, ზოგჯერ შვებულების დაწყებისა და ზოგჯერ დამთავრების თარიღი. სრულ უსაქმურობაში გატარებული 18 დღის შემდეგ ზუსტად 3 თვე გადიოდა. იმდენად ბევრი მქონდა ნაფიქრი არსებულ პრობლემებზე და უკვე იმდენი ხნის განმავლობაში ვნერვიულობდი, რომ დილით სრული თავისუფლების შეგრძნებით მივუყვებოდი ქუჩას, დასაკარგი უკვე აღარაფერი იყო, ჩანთაშიც მხოლოდ ცარიელი ცელოფანი და ამინდიდან გამომდინარე ყველანაირ აზრს მოკლებული ქოლგა მედო, სამსახურის უჯრაში 7 ღერი სიგარეტი და 2 ნახევრად დაცლილი ასანთის კოლოფი მელოდებოდა.
ჯიბეში უაზროდ ხმაურობდა სიმცირიდან გამომდინარე სრულიად გამოუყენებელი ხურდა ფული, იქვე დიდი ხნის უნახავი მათხოვარი შევნიშნე (მათხოვარი რატომღაც ძალიან შეურაცხმყოფელად ჟღერს, ჰოდა დიდი ხნის უნახავი კიდევ იმიტომ, რომ ჩამოსახვევში მუდმივად მხვდებოდა ხოლმე და ბოლო პერიოდში, რატომღაც ვეღარ ვხედავდი), ჯიბიდან უაზროდ მოჩხარუნე ხურდაც მოვიშორე და სრულიად თავისუფლად 7 ღერი სიგარეტისა და ორი კოლოფი ასანთის ამარა დარჩენილმა განვაგრძე გზა, თან მეღიმებოდა, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ვთამაშობდი, დიდი ფსონი მქონდა დადებული და ველოდებოდი მოვლენების განვითარებას, თუმცა არც სიტუაციის შეფასებით ვიკლავდი დიდად თავს, ჩემი მხრიდან რაც გასაკეთებელი იყო უკვე გაკეთებული მქონდა და სრული თავისუფლების შეგრძნებით ვტკბებოდი, კარგად ვიცოდი მალე დასრულდებოდა აღნიშნული შეგრძნებით ტკბობა ჰოდა ვცდილობდი მაქსიმალური სიამოვნება მიმეღო რამდენიმე წუთიანი აზარტული თავისუფლებით.
ცოტა ხანში დაღლილობის შეგრძნების შემოპარვისთანავე ვიგრძენი, რომ სასწორზე დადებული ან ყველაფერი ან არაფერი დიდ აღფრთოვანებას აღარ იწვევდა, თანაც დღე ახალი დაწყებული იყო მე კი დილიდან უკვე 4 ღერი სიგარეტი მქონდა მოწეული. ყველაფერი სცენარის მიხედვით ვითარდებოდა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული სცენარი გონებაში უკვე მილიონჯერ მქონდა გავლილი მიმდინარე მოვლენები ისეთ გაღიზიანებას აღარ იწვევდა და მაქსიმალურ სიმშვიდეს ვინარჩუნებდი.
რაც უფრო ახლოვდებოდა საღამო, მით უფრო კარგად ვხვდებოდი იმას თუ რა ახლოს ვიყავი წაგებასთან და ვცდილობდი დაახლოებით დამედგინა კილომეტრთა რაოდენობა, რომლის გავლაც მომიწევდა სიბნელეში, არადა ჯერ კიდევ დილით, ამაზე მხოლოდ მეცინებოდა.
სიგარეტი 2 ღერიღა მქონდა დარჩენილი და ჯერ ნახევარი დღეც კი არ იყო გასული, ეს არც იმის ბრალი იყო, რომ რამეზე ვნერვიულობდი და არც პროტესტს გამოხატავდა. ყელის ტკივილისა და სიგარეტის არც თუ ისე მაღალი ხარისხის მიუხედავად, მაინც მონდომებით ვეწეოდი და დათქმულ 1 საათიან ინტერვალსაც კი არ ვიცავდი, ნანატრ საათნახევრიან ინტერვალებზე რომ აღარაფერი ვთქვა.
ყურსასმენები მეკეთა და ვცდილობდი მაქსიმალურად დამეცვა თავი გარესამყაროსგან, სინამდვილეში არც არაფერს ვუსმენდი უბრალოდ ამ გზით უაზრო დიალოგებს ვარიდებდი თავს, თუმცა ეს ფანდიც ყველა შემთხვევაში არ ჭრიდა და შემაწუხებელი გარემოსგან ას პროცენტიან თავდაცვის გარანტიას არ იძლეოდა, მაგრამ შემამსუბუქმებელი ეფექტის მატარებელი ნამდვილად იყო.
3 თვის წინ ამ დროს ალბათ კიდევ უფრო დეპრესიულად ვგრძნობდი თავს და გამხელილი გეგმებიდან გამომდინარე ვოცნებობდი, რომ ოქტომბერი არასოდეს დამდგარიყო, შემდეგ ნოემბრის თავიდან აცილებას ვლამობდი ახლა კი ერთი სული მქონდა ცოცხალი მივსულიყავი დეკემბრის ბოლომდე, შემდეგ კი თუნდაც რამდენიმე დღით მივცემდი თავს უფლებას ბედნიერი მრქმეოდა.
14 აგვისტო მენატრებოდა ნამცხვრებით სავსე მაცივრით, ჩამოფარებული ფარდებითა და ტელევიზორის შეუზღუდავი ყურებით. მერე რა რომ სახლში ჯდომისა და სამყაროსგან სრული მოწყვეტისგან ფსიქიურ აშლილობამდე ცოტაღა მაკლდა, დღეს ვრწმუნდებოდი, რომ აღნიშნული რისკის მიუხედავად აგვისტო საუკეთესო პერიოდი იყო.
დილით ჩემს ცხოვრებაში არსებულ მდგომარეობას ”რუსულ რულეტკას” ვადარებდი და ამით კიდევ უმფრო ვიმძაფრებდი აზარტის შეგრძნებას, თუმცა შედეგების ნაკლები კატასტროფულობიდან გამომდინარე, არც ამ იდეას ქონდა დიდი მხარდაჭერა ემოციების მხრიდან.
Advertisements

4 thoughts on “კიდევ ერთი ჩვეულებრივი დღე

  1. რაღაცნაირი იყო, ნაცნობი და თან საინტერესო… ყველაზე მეტად დარჩენილი დროის და დარჩენილი სიგარეტის რაოდენობის პარალელები მომეწონა 🙂

    Like

    1. 🙂 როგორც მოსალოდნელი იყო სიგარეტი დღის ბოლომდე არ მეყო, თუმცა ”რუსული რულეტკის” თამაში ჩემთვის წარმატებით დასრულდა და აღარც კილომეტრების დათვლა მომიწევს 😀

      Like

  2. საკმაოდ გვიან წავიკითხე ეს პოსტი, მაგრამ ძალიან მალე აღვიდგინე ის პერიოდი და ვიგრძენი ის სიმძიმე, რაც აქ გიწერია, იმედი მაქვს მეტ–ნაკლებად წრასულს ჩაბარდა ეს განწყობა 🙂

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s