ოპერაცია – ”ეკლესია სავსე მთვარიან ღამეს”


აი ისევ ატყდა, ისე ატყდა, როგორც სჩვევია ხოლმე, რაღაც განუხორციელებელ ან განხორციელებად მაგრამ უაზრობამდე სახიფათო იდეას აიტაცებს ხოლმე და მიუხედავად იმისა, რომ თავად ყველაზე კარგად აცნობიერებს აღნიშნული იდეის საფრთხის მომტან აბსურდულობას მაინც ბოლომდე აწვება იმ აზრს, რომ აღნიშნული წამოწყება გახნორციელებად ღირს.
ეს ალბათ მის ცხოვრებაში აგერ უკვე პერმანენტულ მდგომარეობად ქცეული ზედმეტი სიმშვიდისა და ერთფეროვნების ბრალია, მუდმივად გრძნობს რომ სადღაცაა გაყინული და თუ თავში აგურის დაცემის ალბათობას დავივიწყებთ (თავში აგური უმიზეზოდ ხომ არავის ეცემა) ზედმიწევნით, წუთობრივი ინტერვალის დაცვითაც კი შეუძლია თქვას, რა მოხდება მთელი დღის განმავლობაში.
ჰოდა კიდევ ერთი ”ნაცრისფერ ნისლში გახვეული” ”ბურუსით მოცული” ”ბანალური საშინელებათა ფილმისთვის შესაფერისი სცენარის მაგვარი” ისტორია მოისმინა და ერთი წუთითაც კი არ დაფიქრებულა ისე განაცხადა, რომ იგი თავად უნდა დარწმუნდეს, რომ სასვე მთვარიან ღამეს, მიტოვებულ ეკლესიაში მართლაც ისმის აუხსნელი ხმები, რომლებიც ზედმიწევნითი სიზუსტით ამბობენ ვინ გარდაიცვლება, ვინ დაიბადება და ვინ გათხოვდება.
წარმოიდგინეთ, ჟრუანტელის მოომგვრელი ინფორმაციიდან – ვიღაცის სიკვდილის თარიღის წინასწარ განჭვრეტის შესაძლებლობიდან ნელ-ნელა როგორ ბანალურდება ეს ისტორია, რაში უნდა გაინტერესებდეს ვინ დაიბაიდება, ან რას ნიშნავს ვინ დაიბადება, უახლოეს ერთ წელიწადში რამდენი გიორგი, ლიზა, ლუკა და თორნიკე მოევლინება ქვეყანას, თუმცა ეს ალბათ აღნიშნული ისტორიის ავტორების მიერ მოგონილი საფეხურია იმისთვის, რომ ლოგიკური ჯაჭვის რღვევა არ მოხდეს და თუ სიკვდილია მისი ახალი სიცოცხლით ჩანაცვლების აუცილებლობაც იჩენს თავს. შემდეგი ინფორმაცია კი რომელსაც ამ ბურუსით მოცული ინფორმატორისგან იგებ ყველაზე სასაცილოა და საშინელებათა ფილმების მოყვარული ადამიანისთვის პირველადი სასიამოვნო შიშის ჟრუანტელის სრულ განდაგურებას წარმოადგენს, ანუ ვინ გათხოვდება და აი დავფიქრდეთ – ეს იდეა უკვე თავისთავად გათვლილია მდედრობითი სქესის ავანტურისა და ტყეში უმისამართოდ ხეტიალის მოყვარულ ადამიანებზე, რომლებისთვისაც ყველაზე დიდ სატყუარას წარმოადგენს ის თუ ვინ იქნება ის ბედნიერი, რომელიც მომდევნო ერთი წლის განმავლობაში შეასრულებს თავის მისიას და აისრულებს სანუკვარ გათხოვების ოცნებას.
თუმცა მაინც საინტერესოა, ვინაიდან არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ აღნიშნული მითის რეალურობა თავად გამოსცადეს და მიუხედავად მათი სკეპტიკური მიდგომისა თავადაც კი გაოგნებულები დარჩნენ ამ ერთი შეხედვით დაუჯერებელი და ორი შეხედვით სასაცილო ისტორიის რეალურობაში.
ამასთან არსებობს კიდევ ერთი ნიუანსი სავარაუდოდ, ”ბნელით მოცული გულღია ინფორმატორის” მიერ დასახელებული პიროვნებები, იქნებიან იმავე სოფლის ან ტერიტორიის მკვიდრი მოსახლეები სადაც მდებარეობს აღნიშნული მიტოვებული ეკლესია, შესაბამისად საკუთარ თავსა თუ ახლობლებზე ბევრს ვერაფერს გაიგებ და აქედან გამომდინარე, ამ ცდის ჩატარება მხოლოდ იმ შემთხვევაში ღირს თუ უბრალოდ გაინტერესებს რამდენად შეეფერება მოსმენილი მითი რეალობას.
ჰოდა ის კი მზად იყო დიდი ენთუზიაზმით დაეგეგმა ოპერაცია – ”ეკლესია სავსე მთვარიან ღამეს” თუმცა კომპანიონების ნაკლებობამ გამოიწვია ის, რომ დადგა არჩევნის წინაშე ან მარტოს მოუწევს ამ ყველაფრის გაკეთება ან უბრალოდ უნდა დაჯდეს და მსგავსი ისტორიების მოსმენით მიღებული სიამოვნებით დაკმაყოფილდეს.
p.s. ბოლო პერიოდში აუხსნელი მიზეზის გამო საკუთარ თავზე მესამე პირში წერა მირჩევნია.
p.p.s. არადა სათაური რა დამაინტრიგებლად ჟღერს!
Advertisements

8 thoughts on “ოპერაცია – ”ეკლესია სავსე მთვარიან ღამეს”

  1. მესამე პირში წერას რომ მიეჩვიე, ამას უკვე მივხვდი 🙂
    ხოდა, რა მინდოდა მეთქვა, ჩათვალე ერთი კომპანიონი უკვე გყავს, ყოველთვის მეცინებოდა მასეთ ისტორიებზე და მაინტერესებს რა ხდება ბოლოსდაბოლოს 🙂

    Like

  2. ok… მარა მე მიტოვებული ეკლესია არსად მეგულება, კიარადა, არ ვიცი სადაა და არც მთვარის ”გრაფიკების” (ფაზებია სწორი სიტყვა მგონი 🙂 ) ცოდნას ვფლობ… ეს ყველაფერი შენ თუ იცი, მაშინ… 😉

    Like

    1. რა თქმა უნდა უპრობლემოდ შევძლებ მიტოვებული ეკლესიების ადგილების დადგენასაც და სავსე მთვარის თარიღების გაგება ხომ საერთოდ არაა პრობლემა 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s