”ზედმეტი გულახდილობა”


მართლაც, კაცმა რომ თქვას გულახდილობა დიდი ვერაფერი თვისებაა, არც საზოგადოებისთვისაა მისაღები და არც დადებითად აღიქვამს ვინმე, პირიქით, გულახდილი ადამიანები როგორც წესი უზრდელებისა და თავხედების იარლიყ მიწებებული არიან ხოლმე.
ზედმეტი ცენზურის, თეატრალიზებული დადგმებისა და წინასწარ მომზადებული ან სიტუაციისთვის შესაფერისი შაბლონი ტექსტების გამოყენებაზე თუნდაც 1 დღით რომ ვთქვა უარი, მეორე დილით ან გავიღვიძებ ჯანმრთელი ან არა, ან თუ გავიღვიძებ ვაი იმ გაღვიძებას.
ჰოდა, მინდა რომ აი ერთხელ მაინც გადავწყვიტო ვიყო გულახდილი, არ ვგულისხმობ ვიარო და ყველა უშვერი სიტყვებით გამოვლანძღო ვისი გამოლანძღვაც გულით მინდა, უბრალოდ დასმულ კითხვებზე გულახდილი პასუხები გავცე და ზედმეტი უკვე სიყალბისგან დამახინჯებული და შეყინული ღიმილის ნაცვლად, ის ვთქვა რასაც ნამდვილად ვფიქრობ და თუნდაც 1 დღით ვთქვა უარი ტყუილის ცოდვაში თავის გაყოფაზე.
დილით ლიფტში მეზობლის კითხვაზე როგორ ვართ, ვუპასუხებდი, რომ წუხელ ძალიან ცუდად მეძინა, დილითაც რაღაც არ მესიამოვნა სნიკერსის ჭამა, არც ყავას ქონდა ისეთი გემო როგორიც წარმომედგინა, თანაც ორშაბათია და არც თქვენი დანახვა გამიხარდა დიდად, ვიცოდი 11 სართულის ჩვენი ჭეშმარიტად დენიკინის დროინდელი, აგონიაში მყოფი ლიფტით ჩავლისას თქვენს გაუთავებელ, ზოგჯერ არა ეთიკურ კითხვებზე მომიწევდა პასუხის გაცემა, ჰოდა, ვერ ვარ რაღაც კარგად, ვიცი ზრდილობა მოითხოვს მოგიკითხოთ, მაგრამ ვინაიდან დღეს არც ტყუილის ხასიათზე ვარ, მოგახსენებთ, რომ დიდად არ მაინტერესებს რასა იქმთ, რითი სუნთქავთ, თქვენმა მეუღლემ მამუკელა სკოლაში წაიყვანა თუ არა და როგორ გრძნობს თავს თქვენი ახალი რძალი.
არადა არ ვამლაშებ, მართლა დიდი სიამოვნებით ვეტყოდი ამ ყველაფერს.
შემდეგ მეზობელი შეგვხვდებოდა ბავშვთან ერთად, ეს კიდევ ”მიეჭრებოდა” და დაუწყებდა მოფერებას, თან გამომხედავდა და მეტყოდა როგორი საყვარელია და ა.შ. მე აღარ დავავალდებულებდი თავს ნაძალადევად გამეღიმა და ვიტყოდი, რომ დიდი არაფერი, შემდეგ ეს ქალბატონი ბავშვის ფერებას, რომ დაიწყებდა დედას ვურჩევდი აეკრძალა ამდენი ადამიანისთვის მისი შვილის მოფერება და დამაჯერებლობისთვის მაგალითსაც მოვიყვანდი – ”განა თქვენ გაგიხარდებათ მეზობელი რომ შეგხვდეთ, მოვიდეს და მოფერება დაგიწყოთ, თავზე ხელი გადაგისთვათ ლოყაზე გიჩქმიტოთ და ა.შ. განა მაშინვე არ გაგიჩნდებათ სურვილი რაც შეიძება მალე მიხვიდეთ სალხში და ხელ-პირი დაიბანოთ, ჰოდა აბა ბავშვს მითუმეტეს მეტი სისუფთავე და გაფრთხილება სჭირდება.”
ამის შემდეგ უკანმოუხედავად გავეცლებოდი იქაურობას და ჩამოვიდოდი გაჩერებაზე.
არა ამ საკუთარი თავისთვის მინიჭებულ ერთ დღიან გულახდილობის პრივილეგიას კიდევ ბევრ რამეში გამოვიყენებდი, აუცილებლად გამიტკბებოდა და გაჩერებას ვეღარ შევძლებდი, რასაც არ მეკითხებიან იქაც ჩავყოფდი ცხვირს და ხალხს იქით დავურეკავდი, რომ მათთვის ჩემი გულახდილი მონოლოგი წამეკითხა.
ავიღებდი ტელეფონს და დავრეკავდი, მიპასუხებდნენ ნაძალადევი ღიმილით, ხმაში აშკარად რომ გამოსჭვივის ”აუ ამას რაღა უნდა, ან რაზე მირეკავს ან საიდან გავახსენდი და ა.შ.” ჰოდა მეც ყოველგვარი სიყალბის გარეშე თავისუფლად გავიღიმებდი და დავიწყებდი, ”ვიცი ელოდები, როდის გკითხავ როგორ ხარ მეთქი, იმისთვის, რომ მიპასუხო რა ვიცი კარგად, შენო და იგივე პასუხი მიიღო, შემდეგ გაჩუმდები იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადავიდე საქმეზე და სათქმელი მალე დავასრულო. პირველ რიგში არ ვაპირებ შენს მოკითხვას, ვინაიდან დიდად არ მაინტერესებს კონკრეტულად რა ტონალობაში იტყვი სიტყვას ”კარგად”, მე ხომ წიანსწარ ვიცი რომ ამას მიპასუხებ, კიდევ უფრო მეტად მერევა გული იმის წარმოდგენაზე ამ ”კარგად”-ს რა მოყვება, როგორი სიყალბით და თავიდან მოშორებაზე ორიენტირებული სასტიკად ყალბი ხმით იკითხავ ”შენო”, განსაკუთრებულ ღებინების რეფლექსს კი შემდეგ ჩემი იგივე ”კარგად”-ის თქმის ვალდებულება იწვევს, ჰოდა არც შენს მოკითხვას ვაპირებ და ნურც შენ შეიწუხებ თავს ამ კითხვაზე დაზეპირებული ფრაზის სათქმელად. ბოლოს რომ გელაპარაკე, არ მახსოვს ეს როდის იყო ზუსტად, რაღაც სულელური ვალდებულებები ავიკარი როგორც ყოველთვის და ერთი წუთითაც კი არ მიფიქრია ის მეთქვა რაც მინდოდა, არადა სიმართლე თუ გაინტერესებს ძალიან გამიხარდა მაშინ შენი გამოჩენა, მართლა მაინტერესებდა როგორ იყავი, არა ისე კი არა ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად რომ აინტერესებთ ხოლმე, აი უბრალოდ, ადამიანურად მაინტერესებდა როგორ იყავი და კიდევ უფრო ადამიანურად გამიხარდებოდა, რომ გეთქვა კარგადო, ოღონდ ისე კი არა ახლა როგორც აპირებდი ამის თქმას, არა აი გულით რომ გეთქვა კარგადო, ჰოდა მერე გეტყოდი, რომ მომენატრა შენთან ლაპარაკი, აი რაღაცნაირი ძალდატანების გარეშე ლაპარაკი, ყოველგვარი თამაშის გარეშე, რომ შემეძლო ხოლმე სიმართლე მეთქვა და შენ ტყუილი გგონებოდა, ჰოდა ეგ მომენატრა ძალიან და დიდ ხანს ველოდი როდის გამოჩნდებოდი, იქნებ ისევ მეგობრები გვრქმეოდა, თუ ოდესმე გვერქვა რა თქმა უნდა, მაგრამ აქ ისევ ჩაერთო კანონი იმის შესახებ, რომ სამწუხაროდ გულახდილობას ტაშს არ უკრავენ და სიტუაციიდან გამომდინარე აუცილებელი, კარგად დადგმული როლის მორგება მომიწია, ჰოდა იმისთვის გირეკავ, რომ გითხრა, მიხარია თუ კარგად ხარ, ყოველთვის გამიხარდება და არც ზედმეტი კონსპირაცია არაა საჭირო ჩემთან საკონტაქტოდ, უბრალოდ მიხარია შენთან ურთიერთობა, ადამიანურად მიხარია.” – ნუ ამ ტექსტში ზოგადიც ბევრია და კონკრეტული ადამიანისადმი მიმართულიც.
შემდეგ კიდევ ერთი ”პრინციპული” ელ წერილის (მეილის) მიღების შემდეგ აუღელვებლად დავწერდი პასუხს, დაახლოებით ასეთი ტექტსით ”როდემდე შეიძლება ამტკიცო შენი პრინციპულობა, რომელიც უკვე სრულ უაზრობამდე მიდის, საკითხი ობიექტურად მნშივნელოვანი პრობლემის მოგვარებასა და სხვა ადამიანის ცხოვრებას ეხება, შენ კი აქ ჭირვეული ბავშვივით სიამოვნებას ღებულობ იმით, რომ შეგიძლია ჯიბრში ჩადგომით შენი გაიტანო, რაში გჭირდება ეს ყველაფერი გაუგებარია, უკვე ვგრძნობ, რომ თავიდან საპირისპიროს მხოლოდ იმიტომ გიმტკიცებდი, რომ ვიცოდი ასე იყო საჭირო და ობიექტურად მართალი ვიყავი, ვიღაცაზე გული შემტკიოდა, ახლა კი მეც პრიციპულად მსურს ჩემი გავიტანო, ის რისთვისაც ეს დავა დაიწყო ჩემთვისაც რაღაცნაირად მეორეხარისხოვანი გახდა, ჰოდა გულს მირევს საკუთარი თავი და იქნებ შენც დაფიქრებულიყავი ამაზე და შენი ადამიანობა საკუთარი თავის პოზიციის გააზრებისას იგივე რეფლექსით დაგემტკიცებინა.”
დადებითიც ბევრია სათქმელი და რაც ყველაზე სასაცილოა დადებითის თქმის შემთხვევაშიც კი უმეტესად ას პროცენტიანი გულახდილობა მიუღებელი საქციელია.

Advertisements

11 thoughts on “”ზედმეტი გულახდილობა”

  1. ძალიან მომეწონა. ერთი დღე მგონი საკმარისიც იქნებოდა… მაგრამ მეორე დღეს თუ იგივე სურათი დაბრუნდება რაც მანამ იყო.. თუმცა ვეღარ და ეგ ამბავი მაინც ღირს საქმედ 🙂

    Like

    1. იდეალური ვარიანტი იქნებოდა მეორე დღეს რომ ყველას მეხსიერებიდან წაშლილიყო გულახდილოფის შადრევანი და ყველაფერი ძველებურად ყოფილიყო, ვინაიდან სხვა შემთხვევაში შედეგები იქნებოდა კატასტროფული ალბათ სამსახურიდან გამიშვებდნენ, ზოგი იფიქრებდა რომ ”სერიოზულად მაკლია”, ზოგს შევზიზღდებოდი, მეზობლები იტყოდნენ, რომ სისასტიკემდე უზრდელი ვარ და ა.შ. :D:D

      Like

  2. გულახდილობა კარგია, მთავარია უტაქტობაში არ გადავიდეს.
    შენ აქ აშკარად კონკრეტული რაღაც გაწუხებდა და პოსტიც იმიტომაა დიდი და “გაბრაზებული”. Love it.

    Like

    1. მართალია გულახდილობა აუცილებლად უტაქტობას არ უნდა ნიშნავდეს, ამაზე სულ Mary and Max მახსენდება:

      I think she smells like cough medicine
      and urine.
      I have never told her this
      as Dr Bernard Hazelhof said
      this would also be impolite.
      People often think
      I am tactless and rude.
      I cannot understand how
      being honest can be…improper.

      Like

  3. ნუუუ, ეგ შესაძლო შედეგებია და არა აუცილებელი. სამაგიეროდ შენი თავით და იმით რომ “ცხოვრებაში ერთხელ მაინც, ერთელ მაინც , ერთხელ!!!” ნამდვილად ინებოდი 🙂

    Like

  4. გამიხარდა ამ პოსტის წაკითხვა, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ძალიან ნაცნობი სიტუაციაა და შენი არ ვიცი, მაგრამ მე ერთ დღესაც ძალიან გულახდილი ვიქნები და ვაი იმას, ვინც იმ დღეს შემომხვდება 🙂 მეორეც, კაი ხანია აღარ ჩანს შენი პოსტები (არც ჩემი პრინციპში :-)), ხოდა გამიხარდა შენი ”ხმის გაგონება”…

    Like

    1. მეც გუშინ შემოვისეირნე შენს ბლოგზე ახალი პოსტის წაკითხვის იმედით 🙂
      ბოლო პერიოდში უცნაურად ბედნიერი განწყობით დავდივარ და სასტიკად ბევრი საქმე მაქვს, რომელსაც კიდევ უფრო მეტად უცნაური სიამოვნებით ვაკეთებ 🙂
      მეც აუცილებლად გამოვაცხადებ ერთ დღეს გულახდილობის დღედ და ვნახოთ შემდეგი დღე დადგება თუ არა ან თუ დადგება როგორი იქნება ის 😀
      ჰოდა მეც ძალიან გამიხარდება შენი ახალი პოსტები, ასე რომ ველოდები 🙂

      Like

  5. მე საკუთარი თავით გამძაფრებულმა უკმაყოფილებამ კიდევ ერთხელ შემომიტია, ”დამხმარეებიც” ბევრი მყავს ამ საქმეში და… თან ორი კვირაა ყოველი წამი გათვლილი მაქვს, სადაცაა უნდა დავიწყო წერა რომ გასაქცევი ვარ 😀 რაც დავწერე იმის დადებას აზრი არ აქვს და რაც უკვე დავდე ისიც ავიღე 🙂 მოკლედ, გამიგრძელდა ახლა სისულელეები 🙂
    ამ დღეებში დავდებ რამე ახალს, მომბეზრდა სულ ერთი და იგივე გვერდს რომ ვხედავ ჩემს ბლოგზე 🙂 თან სხვისი ბლოგებიც კაი ხანია არ მინახია, ალბათ blogroll-ის დამსახურებაა 🙂

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s