ოცნება დასასრულზე


როგორც ყოველთვის ცალი ხელი უფრო მეტად გაყინული ქონდა ვიდრე მეორე, თითების გამოძრავებაც კი უჭირდა, თუმცა საკმარისი იყო ოდნავ წაეწუწუნა რომ ძალიან შესცივდა, მაშინვე ნიშნის მოგებით პასუხობდნენ ”აბა ზაფხულში რას წუწუნებდი სიცხეზეო”, გეგონება თუ სიცხე არ გსიამოვნებს და სუნთქვის შეუძლებლობა არავითარ სიამოვნებას არ განიჭებს, აუცილებლად უნდა ოცნებობდე ყინვაზე, შუალედი რომ არსებობს მგონი ამის შესახებ არც არაფერი იცოდნენ და არც უშვებდნენ იმის შესაძლებლობას, რომ ადამიანს ადამიანური თბილი (და არა ცხელი) ტემპერატურა სჭირდება სასიამოვნო არსებობისთვის.

ძველებურ ”არაფერს ველოდები” ხერხს მიმართა და გარე სამყაროსთან, უფრო სწორედ კონკრეტულ ადამიანთან ყველა დამაკავშირებელი გზის ჩახერგვას შეუდგა. შემდეგ სიამაყით გაიფიქრა, რომ აღარც სურვილი ქონდა რამის მოლოდინში გაეტარებინა დღის დასრულებამდე დარჩენილი საათები და აღარც აპირებდა ვინმეს დალოდებოდა.
მაქსიმუმ 15 წუთი გასტანა ამ მდგომარეობამ, შემდეგ გზების აღდგენას ისეთივე მონდომებით შეუდგა, როგორც მათ განადგურებაზე ზრუნავდა, თავი დამნაშავედ სულაც არ უგრძვნია, ვის რაში ეკითხებოდა ის დაელოდებოდა თუ არა ვინმეს ან რამეს, ეს მისი საქმე იყო და ვინაიდან მიხვდა, რომ წინააღმდეგობის გაწევას არავითარი აზრი არ ქონდა, დაჯდა მშვიდად და თავიდან ჩართო მის ცხოვრებაში უკვე მუდმივ მდგომარეობად ქცეული მოლოდინის რეჟიმი. თუმცა უკვე იმდენად დიდი დრო იყო გასული მას შემდეგ რაც მან ასეთი ცხოვრება დაიწყო, რომ აღნიშნულ მოლოდინის შეგრძნებას აღარც გაღიზიანება მოქონდა, აღარც სუნთქვის შემკვრელი აჟიტირება, აღარც დარდი, სევდა და ნაღველი და აღარც არაფერი, სრულიად უემოციოდ იჯდა და უყურებდა გზას საიდანაც სიახლე უნდა მოსულიყო.
შემდეგ თავის ნაწერს შეხედა და გაიფიქრა ხომ არ ვბოდავო, ხელები გაყინული ქონდა, შუბლი ცხელი და გონება არეული. ბოლო დღეებში დააფიქსირა, რომ ისევ დაეწყო პერიოდული გონების დაბინდვა და მიხვდა, რომ ყველაფერი ძველებურ, ბნელ კალაპოტს უბრუნდებოდა, იმ განსხვავებით, რომ ამჯერად მისი ცხოვრების მიმდინარეობიდან გამომდინარე აღნიშნული პერიოდული დაბნელებები განსაკუთრებული საფრთხის შემცველი აღარ იქნებოდა და ამჯერად ვერ შეძლებდა მის მანიაკობაში აქამდე ისედაც დარწმუნებული ადამიანისთვის, აღნიშნული რწმენის ქმედებით განმტკიცებას.
ტელეფონის ხმა გაისმა, ზიზღით შეხედა აპარატს და ასეთივე ზიზღნარევი ხმით უპასუხა, რა კითხეს ვერ გაიგო, მისი გონება დაკავებული იყო იმ ადამიანის ლანძღვით, რომელმაც გაბედა და აკრიფა მისი ნომერი და არა თუ აკრიფა არამედ დაელოდა კიდეც, როდის უპასუხებდა. ჰოდა რამდენიმე წამში გონს მოეგო და დიდი ძალისხმევით ითხოვა გაემეორებინათ მისთვის ნათქვამი. ისევ რაღაც სისულელეზე რეკავდნენ, მაქსიმალურად დაბალ ტონალობაში გასცა პასუხი და ღრმად ჩაისუნთქა რათა ყრუმილი ნაზად დაედო და ნერვების მოშლისგან იქვე კედელზე არ შემოენარცხებინა.
ისე არაფერი სძულდა როგორც მუსიკა, რომელსაც უსმენდა თუმცა იმდენად დაღლილი იყო, რომ არ შეეძლო მისი შეცვლა, ხოლო საერთოდ სიჩუმეში ჯდომას ისევ ეს უკვე ყელში ამოსული სიმღერები ერჩივნა, რომლებიც ერთმანეთთან არც ჟანრობრივ და არც აზრობრივ კავშირში იმყოფებოდნენ და არც მის განწყობასთან ქონდათ რაიმე საერთო.
გამუდმებით ფიქრობდა საღამოზე, იმაზე სახლში წასულიყო თუ ძველებურად გასულიყო მეგობართან დასალევად, გრძნობდა რომ საბოლოო ჯამში მაინც ამ უკანასკნელზე შეაჩერებდა არჩევანს, თუმცა დათანხმებისგან მაინც თავს იკავებდა, ვინაიდან იცოდა, რომ მისი განწყობა დღეს სასტიკად ცვალებადი იყო და მისი ამგვარი ”ფეხებზე მკიდია” დამოკიდებულების გამო არ სურდა, რომ სხვა ადამიანების გეგმების ხელყოფა მოეხდინა.
ისევ პარანოია, გაფაციცებული ყურადღებით აკვირდებოდა ყველას და ყველაფერს, ყველა უმნიშვნელო დეტალს – შინდისფერ სარჩულიანი შავი პიჯაკი, ვერცხლისფერ ზოლებიანი შავი ქვედაბოლო, კაპუჩინოს არომატიანი კანფეტების ქაღალდების ჭრაჭუნი, მისკენ მომავალი ქალბატონის ქუსლიანი ფეხსაცმლის ყურის წამღები კაკუნი, ორი ერთჯერადი ჭიქა, რომლებიც მის მისვლამდე უკვე აშკარად გამოეყენებინათ თუმცა ზედმეტი სიზარმაცის გამო იქვე დაედგათ ნაგვის ურნა ხომ მთელი ორ მეტრიანი დაშორებით იყო.
დღე დასასრულისკენ მიდიოდა, მიუხედავად მისი აუტანლობისა დრო გასაოცარი სისწრაფით მიქროდა.
აღარც ის აშკარად ქართველი ქრისტიანი კაცი ჩანდა, რომელსაც დაჟინებით აბრალებდა სხვა აღმსარებლობასა და სხვა ეროვნების კუთვნილებას, აღარც წითელი ფეხსაცმლით მოსეირნე მამაკაცი იკლავდა თავს ქუჩაში გასვლით, აღარც მეთევზეები თევზაობდნენ და აღარც მეზობლები ინტერესდებოდნენ მისი ასე თვალშისაცემი ერთფეროვანი ცხოვრებით, ყველამ საკუთარ თავზე ზრუნვა გადაწყვიტა, და ის ვისი ლოდინიც უკვე გულის რევის შეგრძნების გარდა არაფერს იწვევდა თავს არ იწუხებდა იმით რომ ეთქვა მოკლედ და კონკრეტულად ”ეს დასასრულია, შეწყვიტე ლოდინი”-ო.

Advertisements

3 thoughts on “ოცნება დასასრულზე

  1. უი, გული დამწყდა რაღაცნაირად…
    მე მგონი ლოდინს ექნება შედეგი და ”ის” თუ არა, სხვა მოვა, ოღონდ ისე, რომ არ ელოდები 😉
    ნუ, ეს ისე რა… 🙂
    ისე კი, მსგავს განწყობაზე მეც ხშირად ვარ ხოლმე და ყველაზე კაი გამოსავალი ისევ საკუთარ თავზე ზრუნვაა. ანუ, იმ ხალხმა ხომ გადაწყვიტა საკუთარ თავზე ეზრუნა და შენ რა, ნაკლები ხარ ვინმეზე?! სულაც არა!.. ხოდა, ერთი დღე შენც დაიკიდე ყველა და ყველაფერი, შენც იზრუნე საკუთარ თავზე, გააკეთე რაღაცეები მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის და საღამოს სახლში დაბრუნებულს რაღაცნაირი კმაყოფილების გრძნობა დაგეუფლება 😉
    წარმატებები და აბა შენ იცი!.. :-*

    Like

  2. მუსიკა ჩართე,ყავა მოიდუღე,ფილმი გადმოწერე,ფოტოები,სტატუსები განაახლე,შოკოლადი ჭამე,ოღონდ თან მუსიკას უსმინე.
    რამე მხიარულს.
    დაიკიდე,რა..
    აქეთ გელოდონ : )

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s