უბრალოდ გვეგონა


ქეთის ეგონა, რომ სადღესასწაულო მაკიაჟის ყოველდღიურად გამოყენება მის სილამაზესა და მიმზიდველობას გაუსვამდა ხაზს, მას ეგონა, რომ ქუჩაში ყველა მას უყურებდა იმიტომ, რომ ის ყოველთვის თვალისმომჭრელი იყო.
ლაშას ეგონა, რომ თუ თანამედროვე მუსიკას მოუსმენდა მანქანაში მაღალ ხმაზე უფრო მეტი ადამიანის დაინტერესებას გამოიწვევდა და მეტად მიმზიდველი იქნებოდა, ოთახში მარტო დარჩენილი კი კლასიკურ მუსიკას უსმენდა და ვერ ხვდებოდა, რომ პიჯაკი და თეთრი პერანგი ძალიან უხდებოდა.
ნინოს ეგონა, რომ თუ ყველა კონსპექტს დაიზეპირებდა გამოცდებზე უმაღლეს შეფასებას მიიღებდა, ეგონა, რომ სწავლობდა იმისთვის, რომ აეღო დიპლომი, ეგონა, რომ დიპლომის აღების წელსვე შეეძლო თამამად გათხოვილიყო, ასეც მოიქცა.
მზევინარი ფიქრობდა, რომ სწავლისა და ბავშვის გაზრდის შეთავსება შეეძლო.
ბექას ეგონა, რომ მისი გარეგნობისა და სპორტული მონაცემების ადამიანს განათლება არაფერში სჭირდებოდა, ეგონა, რომ მისი ერთი გამოხედვა საკმარისი იყო თავის დასაკარგად, შემდეგ მოწევა დაიწყო და გამელოტდა.
თამუნას ეგონა, რომ უნივერსიტეტის რექტორის შვილთან სასიყვარულო და რომანტიული ურთიერთობა ბედნიერების მწვერვალს წარმოადგენდა, ეგონა, რომ მუდმივად მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი უნდა ცმოდა რადგან მისი ასაკი უკვე ითხოვდა ამას, ეგონა, რომ ყველას შურდა მისი, შემდეგ პრინცმა ცოლი მოიყვანა, თამუნა მოიყვანა, ჰო, სხვა თამუნა.
ნიკას ეგონა, რომ მისი ცისფერი თვალები, ასაკის კვალობაზე ზედმეტად ბოხი ხმა და უკონტროლო საქციელი იყო მიზეზი იმისა, რომ მას თითქმის ყოველ დღე სახლის კარებთან წერილები ხვდებოდა, ეგონა, რომ ის მუდმივად იქნებოდა უდარდელად მიმზიდველი და ცხოვრება ყოველთვის გაეგებოდა ფეხქვეშ, ეგონა, რომ სხვას უყვარდა, შემდეგ რაღაც მოხდა და დღეს მისგან თითქმის აღარაფერია დარჩენილი და ხალხი ცდილობს რაც შეიძლება სწრაფად აუაროს გვერდი.
თაკოს ეგონა, რომ არასოდეს გათხოვდებოდა ორი დღის წინ კი უკვე შვილიც შეეძინა.
დავითს ეგონა რომ, დავითს ეგონა რომ, ნუ პრინციპში ყველაფერი ისე იყო როგორც დავითს ეგონა.
სოსოს ეგონა, რომ დამწვრობის შედეგად დარჩენილი ნაიარევი იმდენად საშინელი იყო, რომ ის ყოველთვის მასურის ქვეშ უნდა დაემალა, ეგონა, რომ მისი წარმომავლობა სამარცხვინო იყო, ეგონა, რომ მხოლოდ საღამოს საათებში ხალხისგან მოშორებით უნდა მოეწია და ეგონა, რომ ყველაფერი დამთავრდა, როდესაც სიმართლე გავიგეთ.
დათოსაც ზუსტად ასე ეგონა იმ განსხვავებით, რომ დარწუმენბული იყო საკუთარ მიმზიდველობაში.
ილიას ეგონა, რომ მამამისთან მუშაობა კარგს არაფერს მოუტანდა და სამსახური იპოვნა დაბალი ანაზღაურებით, ეგონა, რომ ის უკვე ზედმეტად დიდი იყო იმისთვის, რომ ბავშვივით გულწრფელი სიხარულით გახარებოდა თუნდაც უმნიშვნელო სასიამოვნო მოვლენები, ეგონა, რომ გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ აუცილებლად უნდა შეექმნა ოჯახი და ყოლოდა შვილი, შემდეგ მამამისთან მუშაობა დაიწყო.
მე მეგონა, რომ ბალეტზე სიარული მინდოდა და მუსიკის გაკვეთილებზე ვგიჟდებოდი, მეგონა, რომ კარატის სწავლა მინდოდა და 4 თვეში თავი დავანებე, მეგონა, რომ მოკლე თმა მიხდებოდა, მეგონა, რომ სასაფლაო სასეირნოდ საუკეთესო ადგილი იყო, მეგონა რომ შემეძლო ფეხბურთი მეთამაშა, მეგონა, რომ ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის დროს ყურზე თითო საყურის დამატება ორიგინალური იდეა იყო, მეგონა რომ არასოდეს დავიწყებდი მოწევას, მეგონა, რომ ღვინოს ჩაის ჭიქიდან არასოდეს დავლევდი, მეგონა, რომ ვერასოდეს გავბედავდი მისთვის მიმეწერა, შემდეგ მეგონა, რომ ვერასოდეს გავბედავდი მეთქვა ვინ ვიყავი, მეგონა, რომ თუ შატალოზე წავიდოდი სკოლიდან გამრიცხავდნენ შემდეგ კი მეცხრე კლასში სკოლაში თითქმის არ გამოვცხადებულვარ, მეგონა რომ კარგი იყო ”ბაბაჩკის” ტრიალი რომ ვიცოდი.
Advertisements

2 thoughts on “უბრალოდ გვეგონა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s