წერილი განქორწინების შესახებ


ძვირფას ცოლს:
ამ წერილს გწერ იმისთვის, რომ გითხრა მე გტოვებ სამუდამოდ. მე იდეალური ქმარი და მამაკაცი ვიყავი 7 წლის განმავლობაში, თუმცა არავინ დამაფასა.
უკანასკნელი 2 კვირა ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო.
დღეს შენმა უფროსმა დარეკა და მითხრა, რომ გუშინ წამოხვედი სამსახურიდან და ეს უკანასკნელი წვეთი იყო.
წინა კვირას მოხვედი სახლში და ისიც კი არ შეიმჩნიე, რომ ახალი ვარცხნილობა მქონდა, რომ დაგახვედრე შენი საყვარელი საჭმელი და რაც ყველაზე უარესია, ისიც კი ვერ შეამჩნია, რომ ახლათახალი აბრეშუმის ტრუსები მეცვა.
ჭამა დაამთავრე 2 წუთში და მაშინვე წახვედი დასაძინებლად, ჩართე ტელევიზორი და დაიწყე საპნის ოპერების ყურება.
შენ აღარ მეუბნები რომ გიყვარვარ, აღარ გინდა ჩემთან სექსუალური ურთიერთობა და საერთოდ არაფერი რაც ცოლ-ქმარს აკავშირებს. შენ ან მღალატობ ან აღარ გიყვარვარ. მოკლედ რაც არ უნდა იყოს, მე მივდივარ.
შენი ყოფილი ქმარი.
პ.ს. ნუ შეეცდები ჩემს პოვნას, მე და შენი და მივდივართ ვირჯინიაში ერთად. ბედნიერ ცხოვრებას გისურვებ.

 

ძვირფას ყოფილ ქმარს:
ისე არაფერს გავუხარებივარ, როგორც ამ წერილმა გამახარა.
მართალი ხარ მე და შენ უკვე 7 წელია ცოლ-ქმარი ვართ, თუმცა ის რომ იდეალური ქმარი და მამაკაცი იყავი მსუბუქად რომ ვთქვათ გადაჭარბებული ნათქვამია.
საპნის ოპერებს იმიტომ ვუყურებდი, რომ შენი მუდმივი წკმუტუნისა და ბუზღუნიდან ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა. ვწუხვარ რომ არც ამან გაამართლა.
წინა კვირას შევამჩნიე შენი ახალი ვარცხნილობა, მაგრამ პირველი რაც შენი დანახვისას თავში მომივიდა იყო ის რომ ”პატარა გოგოსავით გამოიყურებოდი” და ვინაიდან დედაჩემმა მასწავლა, რომ თუ კარგი არაფერი გაქვს სათქმელი ჯობია გაჩუმდე, თავი შევიკავე კომენტარისგან.
და როდესაც შენ ჩემი საყვარელი საჭმელი დამახვედრე ალბათ ჩემს დაში აგერიე, ვინაიდან მე უკვე 7 წელია ღორის ხორცს არ ვჭამ.
რაც შეეხება შენ ახალ აბრეშუმის ტრუსებს: შევეცადე არაფერი შემემჩნია, რადგან თვალი მოვკალი ფასს, რომელიც ჯერ კიდევ შერენილი ქონდა, რომელზეც ეწერა 49.99 დოლარი, ვლოცულობდი, რომ ეს მხოლოდ დამთხვევა ყოფილიყო და არავითარი კავშირი არ ქონოდა იმასთან, რომ ზუსტად იმ დილით ჩემმა დამ 50 დოლარი ისესხა ჩემგან.
ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც მიყვარდი და ვფიქრობდი, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო ყველაფრის გამოსწორება.
ჰოდა, როდესაც ლატარეაში 10 მილიონი დოლარი მოვიგე წამოვედი სამსახურიდან და ჩვენთვის 2 ბილეთი ვიყიდე იამაკის მიმართულებით, მაგრამ სახლში რომ მოვედი შენ უკვე აღარ დამხვდი.
შემთხვევით არაფერი ხდება.
იმედი მაქვს, რომ შენი ცხოვრება ისეთი იქნება, როგორიც ყოველთვის გინდოდა რომ ყოფილიყო. ვესაუბრე ჩემს ადვოკატს და მან განმიმარტა, რომ შენი წერილიდან გამომდინარე ჩემგან 1 ცენტსაც კი ვერ მიიღებ.
თავს მიხედე.
შენი ყოფილი ცოლი, ძალიან მდიდარი და თავისუფალი.
არ ვიცი შენთვის ოდესმე მითქვამს თუ არა, რომ ჩემი და კარლა, როდესაც დაიბადა კარლი იყო.
იმედია ეს არ არის პრობლემა.

 

http://funny-city.com/

Advertisements

13 thoughts on “წერილი განქორწინების შესახებ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s