ხვალ


ბოლო ღერსაც მოვწევო იფიქრა და ნელი მოძრაობით ჩამოჯდა კიბეზე, არც დაუხედავს, ისედაც იცოდა, რომ ძალიან მტვრიანი და ტალახიანი იყო საფეხური რომელზეც ნაზი მოძრაობით დაეშვა შავებში გამოწყობილი, არ ქონდა ამას მნიშვნელობა, არაფერს ქონდა მნიშვნელობა, დაღლილობისგან თვალებში უორდებოდა, და მოწევის სურვილით კვდებოდა, მოაჯირს მიყუდა და მშვიდად გამოუშვა ბოლი, მომენტში თვალებიც დაეხუჭა, შემდეგ იფიქრა არ ჩამეძინოსო და გასწორდა.
იცოდა რომ არ ღიდა წასვლა, არც იმ კაბის ჩაცმა ღირდა, რომელიც ახლა ყველაზე მტვრიან კიბის საფეხურს წმენდდა, მაგრამ თავი ვერ შეიკავა, სადღაც მაინც ეგონა, რომ შეძლებდა სხვა რამეზე გადართვას, უცხო ხალხის თვალიერებით და ალკოჰოლით მაინც გაერთობოდა, თუმცა რა თქმა უნდა შეცდა, უცხო ხალხის დანახვისას ზუსტად ისე მოიქცა როგორც აქამდე იქცეოდა ხოლმე მსგავს სიტუაციაში, დაჯდა და ხმა არ ამოუღია. მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღის მშიერი იყო, საჭმელს არც მიკარებია, მხოლოდ სიგარეტი და ღვინო, რომელიც რატომღაც ეგონა, რომ არ ეკიდებოდა.
ბოლოს რამდენი წლის წინ ეცვა მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი აღარც კი ახსოვდა, მაგრამ რატომღაც იმ დღეს გადაწყვიტა, რომ აუცილებლად უნდა ჩაეცვა, სულ შავებში გამოწყობილი გაემართა კაბის პერმანენტული სწორებით ტაქსის გასაჩერებლად, როგორც იქნა ჩაჯდა მანქანაში, ღრმად ჩაისუნთქა და მძღოლს გააცნო დანიშნულების პუნქტი.
ნერვიულობდა, ბოლოს 3 წლის წინ იყო ზუსტად იმ ადგილზე საითაც მიემართებოდა, სულ სხვა ხალხთან ერთად, თუმცა მაშინაც ის ხდებოდა მის ცხოვრებაში რაც ახლა, ზუსტად ის აწუხებდა, ზუსტად იმაზე ფიქრობდა, ზუსტად ასეთი სევდიანი და ვიღაცის ჯინაზე გართობის სურვილით შეპყრობილი იყო მაშინაც. ამ ყველაფრის გაანალიზების მომენტში კი ჯერ არ იცოდა, რომ სულ რამდენიმე საათში გააკეთებდა იმას, რაც სამი წლის შემდეგ გამოჩენილ ბედნიერებისა და კმაყოფილების შანსს საბოლოოდ დაასამარებდა და ყველაფერი იმაზე უარესად იქნებოდა ვიდრე სამი წლის წინ იყო, მიუხედავად იმისა რომ ფიქრობდა იმაზე უარესი არაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო.
ვინმეს უნდა ეთქვა, რომ როდესაც ამდენი დეპრესიულად ბედნიერი მოგონება ირევა ერთმანეთში არ შეიძლება ალკოჰოლს მიეძალო, და ამით მოგონებები იმდენად მძაფრი გახადო, რომ მათი ცხოვრებაში გადმოტანა და წარსულის აწმყოდ ქცევა მოგინდეს, არავინ უთხრა, რომ ეს კარგს არაფერს მოუტანდა.
ჰოდა იჯდა მოაჯირზე და აანალიზებდა, რომ აუცილებლად გათენდებოდა ხვალინდელი დღე, ის კი გათენებას დაასწრებდა და გაღვიძებულს მაშინვე გაახსენდებოდა მისი წარსულის გაცოცხლების მცდელობა რომელიც არათუ ამაო იყო, არამედ საკუთარი თავის წინაშე ჩადენილ ყველაზე საშინელ დანაშაულს წარმოადგენდა.
გაეღიმა, კვლავ ბოლი გამოუშვა, ისეთივე ნელი მოძრაობით ადგა, სიგარეტი ძირს დააგდო და მთელი მონდომებით გასრისა ფეხით, ჩანთას ხელი მოკიდა და სახლში შესვლისთანავე საწოლისკენ გაემართა.
შემდეგ კი დადგა ”ხვალ”.
Advertisements

4 thoughts on “ხვალ

  1. … და ეს ”ხვალ” იმედია იმდენად უკეთესი იქნება, რომ სულ დაავიწყდება წარსული 😉
    p.s. არადა, რატომღაც მეგონა, რომ ამ პოსტის გმირი სულ მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელს ატარებდა, რატომ არ ვიცი 🙂

    Like

    1. ამ პოსტში აღნიშნული ”ხვალ” იმდენად კატასტროფული იყო, რომ მეცინება 😀
      რაც შეეხება პოსტის მთავარ გმირს ის მაღალ ქუსლებზე თითქმის არასოდეს დადის, იმ დღეს რამ გადარია არ ვიცი 🙂

      Like

  2. “მშვენივრად” სევდიანია….
    მთავარია რომ ის “წუხელ” უკან დარჩა, თორემ “ხვალ” ყოველთვის უკეთესიც შეიძლება იყოს 🙂

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s