ჩემს თავზე ქრიან აჯანყების შავი ბაირაღები


1 თვე გავიდა მას შემდეგ რაც რადიკალური ნაბიჯების გადადგმა მომიწია, ზუსტად 1 თვე გავიდა მას შემდეგ რაც მივხვდი, რომ მრავალი მოგებული ბრძოლისა და მოგებული სიტუაციის მიუხედავად ერთმა დაუფიქრებელმა ნაბიჯმა გაანადგურა ყველაფერი, კუთხეში მიმამწყვდია, მაიძულა მეღიარებინა წაგება და დანებების მაგივრად გავქცეულიყავი, რაც შეიძლება შორს, დამეღწია თავი წაგებისგან გამოწვეული სამარცხვინო შედეგებისგან, წავსულიყავი იქ სადაც ვერ მომწვდებოდა ვერავითარი ძალა.
დრო გადის, რიგ შემთხვევებში ეს ცუდია, ზოგჯერ კი პირიქით, მის გასვლასთან ერთად შესაძლებელი ხდება შეეგუო იმას რისი შეგუებაც ერთი შეხედვით წარმოუდგენელი იყო, არასასურველ ფიქრთა სიხშირეც შედარებით იკლებს და ნელ-ნელა უბრუნდები ცხოვრების ჩვეულ რიტმს, თუმცა თითოეული ფიქრიც კი რომელიც გაბრუნებს სამარცხვინო დამარცხების პერიოდში იწვევს საშინელ შეგრძნებებს და გაიძულებს იფიქრო, რომ დროა ადგე, არ შეიძლება ამდენ ხანს იწვე და თავს აჯერებდე რომ დამარცხდი და ამით ყველაფერი დამთავრდა, ამის შეგუება არ შეიძლება.
დამარცხებაზე უარესი კი ისაა, რომ გამუდმებით ფიქრობ მოვლენების საშენოდ გამოყენებაზე, ფიქრობ იმაზე, რომ მიუხედავად სასტიკი წაგებისა, დღეს გაქვს ყველაფრის გამოსწორების შესაძლებლობა, თუმცა არის ერთი ნიუანსი, რომელსაც ვერაფერს უხერხებ, იმისთვის, რომ ბრძოლა დაიწყო, ომი გამოაცხადო საჭიროა პირველი ნაბიჯი მოწინააღმდეგე მხარემ გადმოდგას, შეეცადოს შენს ბოლომდე განადგურებას, სიტუაციაში რომელშიც იმყოფები არ შეიძლება პირველმა დაიწყო ომი, ვინაიდან ეს შენს აწ უკვე წარსულად წოდებულ დამარცხებას კიდევ უფრო სამარცხვინოს გახდის.
თუ შენ გამოაცხადებ ომს არ გიპასუხებენ და უბრალოდ გვერდს აგივლიან, ჩათვლიან რომ მომაკვდავის უკანასკნელი ფართხალს აქვს ადგილი და სიბრალულითაც კი შემოგხედავენ.
გაფაციცებული ვადევნებ თვალს ყველა მისტიურ ნიშანს, რომელიც თავის მხრივ წარმოსახვით ბიძგს წარმოადგენს დამთავრებული და ჩამცხრალი საბრძოლო სიტუაციის გასაღვივებლად. ვგრძნობ, რომ ისევ წრეზე წავედი, ისევ იქ მაბრუნებს ცხოვრება საიდანაც ყველაფერი დავიწყე, უბრალოდ თეთრებში გამოწყობილ მოწინააღმდეგეს კიბეზე ვეღარ შევხვდები.
გადავყვიტე ავუჯანყდე ყველას და ყველაფერს, რადიკალური ცვლილებები მოვითხოვო, პირველ რიგში კი ვუჯანყდები საკუთარ თავს, საკუთარ უსუსურობას.
ცხოვრება ყოველ დღე უფრო და უფრო მეტი დაჟინებით მაიძულებს ხაზი გადავუსვა ჩემს უმოქმედობას, მიბიძგებს გადავდგა ნაბიჯი უფსკრულისკენ.
დილიდან ამეკვიატა: 3 დღე და ღამე მივაპობდით ფრენით ეთეროვან ველებს, ჩვენ თავებს ზემოთ ქროდნენ აჯანყების შავი ბაირაღები.
ა.ფრანსი
Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s