მოულოდნელის მოლოდინი


მეგონა რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოხდებოდა ყველაფერი ისე როგორც მე მინდოდა, თუმცა აღმოჩნდა რომ შევცდი, ჩემი დამოკიდებულება უფრო საშინელი გახდა, ყველაფერი კი თავისი დინებით წავიდა, სამწუხარო რეალობის წინაშე აღმოვჩნდი მე არ ვმართავ მოვლენებს, მე არ ვმართავ ადამიანებს, მე არ ვმართავ ცხოვრებას, ყველაფერი თავისი სურვილით მოქმედებს და თავისი შეხედულებისამებრ იღებს გადაწყვეტილებებს.
მოვლენების განვითარების პერიოდში იმდენად ვკარგავ რაციონალური განსჯის უნარს, რომ ვერასოდეს ვუშვებ თუ რა შედეგის მომტანი იქება ჩემი დინების მიმართულებით თავისუფალი ცურვა, მგონია რომ ვტკბები იმ სიმარტივით და იმ სასიამოვნო მოულოდნელობით, შემდეგ კი აღმოჩნდება რომ ვცდები.
შევციცინებ სტაფილოფერ ფერს ვცდილობ ყველაფრის ვიზუალური იერი ისეთივე გავხადო როგორიც მაშინ იყო, როდესაც თავს ბედნიერად ვთვლიდი, თუმცა ეს არ მოქმედებს, არავითარი შედეგი არ მოაქვს. მზად ვარ მაშინდელი ტანსაცმელი ვიპოვნო და ჩავიცვა ზუსტად ისე როგორც მაშინ მეცვა, მოვუსმინო იმ მუსიკას რომელსაც მაშინ ვუსმენდი ყველაფერი ისეთი გავხადო როგორიც მაშინ იყო, თუმცა ეს არაფერს ცვლის, ცხოვრება  დაჟინებით მიწევს წინააღმდეგობას და მეც რა თქმა უნდა ვხვდები, რომ ჩემი ყველა სასოწარკვეთილი მცდელობა ამაოა და თავშივეა განწირული წარუმატებლობისთვის.
ყველა ძალიან უმნიშვნელო ნივთს, დეტალს, მოვლენას მოაქვს ასოციაციები, ყველაფერზე რაღაც მახსენდება და ეს რაღაც რატომღაც ყოველთვის უკავშირდება იმ წლების წინ მომხდარ და ახლა გაცოცხლებულ მოვლენებს, რომელთა თავიდან გავლასაც ვისურვებდი.
მკლავს ეს მოლოდინი, თუმცა ვიცი როგორ შემიძლია მას მოვუღო ბოლო, როგორ გავხადო ის რასაც ველოდები თეორიულად შეუძლებელიც კი, მაგრამ ამას არ ვაკეთებ, მირჩევნია ამ ლოდინის შეგრძნებამ მოშხამოს ჩემი ცხოვრების ყოველი წამი, ვიდრე საკუთარ თავს მე თვითონვე გამოვუტანო უიმედობის განაჩენი.
ჩემი ევანჯელინაც აღარ არის ისეთი როგორიც იყო, აღარ მოაქვს ის შვება რომელიც ადრე მოქონდა, სულმოუთქმელად ველოდები იანვრის დადგომას, იქნებ 5 იანვარს მაინც ვიგრძნო თავი ადამიანად, მას შემდეგ რაც ჩემს უკვე დამკვიდრებულ ტრადიციას კიდევ ერთ მისალოც ბარათს ვაჩუქებ.
Advertisements

3 thoughts on “მოულოდნელის მოლოდინი

  1. შენს პოსტებს ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ, მომწონს ის, რომ რაც არ უნდა დაგრუზული წერდე და თუნდაც ცუდ რამეზე, ბოლოს მაინც იტოვებ რაღაც იმედს, ხელჩასაჭიდს… ბოლო ორ პოსტში ეს შესუსტდა და რაშია საქმე? ევანჯელინას მერე მით უმეტეს…
    მეც ხშირად მქონია წარსულში გადავარდნის შემთხვევაბი, მაგრამ არის რაღაც დეტალები, რომლებიც მიგვანიშნებს, რომ აწმყოშიც შეიძლება დადებითების დანახვა. შეეცადე დაინახო ისინი. ვიცი რომ რთულია და შენი პოსტებიდან მივხვდი, რომ ეს (ანუ შენი ახლანდელი განწყობა) ცხოვრებისეული ცვლილებებიდან გამომდინარეობს, მაგრამ…
    მე ვფიქრობ, რომ ევანჯელინა ისეთივეა, შენ ხედავ სხვაგვარად უბრალოდ…
    ხოდა, შეიძლება სისულელეები ვილაპარაკე და შენც არ გჭირდება არფერში რაც მე ვთქვი, მაგრამ თუ დაგჭირდეს აქაა 🙂
    ხო მართლა, 5 იანვარს რა ხდება?

    Like

    1. მართალი ხარ ბოლომდე იმედს არასოდეს ვიკლავ, ამ პოსტის წერის მომენტში უბრალოდ ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი 🙂 მაქვს ხოლმე მომენტები როდესაც ყველაფერი იმდენად ამოდის ყელში რომ აღარავის დანახვა აღარ მინდა, თუმცა ამ დროს პოსტს არასოდეს ვწერ, გუშინ დავუშვი გამონაკლისი, არ მიყვარს ზედმეტად პირადულზე ლაპარაკი, ეს პოსტი კი ძალიან პირადული გამოვიდა 🙂
      მიხარია რომ კითხულობ და რაც მთავარია რომ მოგწონს ჩემი პოსტები 🙂
      5 იანვარს ევანჯელინას დაბადების დღეა და 5 წელი ხდება მას შემდეგ რაც მოწევა დავიწყე 😀 😀 😀

      Like

  2. დიდი დღე ყოფილა 5 იანვარი 🙂
    გასაგებია რომ არ გიყვარს ზედმეტად პირადულზე ლაპარაკი, მაგრამ ზოგჯერ ვიღაცასთან მაინც საჭიროა რაღაცეების თქმა, თუნდაც კომპ-თან 😉 იმის თქმა მინდოდა, რომ მესმის შენი ამ შემთხვევაში 😀
    ხო, წარმატებები 😉

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s