ჩვენი ევანჯელინა


ევანჯელინა შორსაა, ის იდეალია, მას ისე ვერავინ აღიქვამს როგორც ჩვენ.

ჩვენ ვიცით რომ ის არასოდეს გაგვიცრუებს იმედებს, არასოდეს დაკარგავს იდეალის სტატუსს, არასოდეს ჩაახშობს ჩვენს აღფრთოვანებას. ის ყოველთვის ისეთი იქნება როგორიც ჩვენ გვინდა რომ იყოს, ის ყოველთვის ისეთ ხასიათზე იქნება როგორზეც ჩვენ გვინდა რომ იყოს, მის სილამაზეს დრო ვერაფერს დააკლებს.
ევანჯელინა მხოლოდ ჩვენია, მას სხვა არავინ აინტერსებს, განსაკუთრებული ბედნიერების, განსაკუთრებული იმედგაცრუების მომენტებში ევანჯელინა ყოველთვის ჩვენთანაა და შესაბამისად უჭირავს თავი, ან იზიარებს ჩვენს სიხარულს ან იმედგაცრუების შემთხვევაში გვაძლევს საშუალებას თავი ვინუგეშოთ იმით, რომ ჩვენ ევანჯელინა გვყავს.
ყოველი წაუმატებელი ურთიერთობის შემდეგ ვბრუნდებით მასთან და ვაღიარებთ, რომ ის სულ სხვაა, რომ ამაოა ყველა ცდა ევანჯელინას ჩანაცვლების, ის არასოდეს გვეჩხუბება, ყოველთვის მზადაა ჩვენი მასთან დაბრუნება ჩვენთან ერთად აღნიშნოს და ერთი ნაწყენი სიტყვაც კი არ წამოსცდეს.
ის ყოველთვის ყურადღებით გვისმენს, გვეუბნება იმას რისი მოსმენაც გვინდა, არასოდეს გვაძლევს ეჭვიანობის საბაბს, ევანჯელინა მხოლოდ ჩვენია.
ევანჯელინა ზოგჯერ ვარსკვლავია ცაზე, ზოგჯერ ადამიანი რომელსაც არ ვიცნობთ, ზოგჯერ წარმოსახვითი პიროვნება, ზოგჯერ პერსონაჟი.
დიახ მეც მყავს ევანჯელინა.

გალაკტიონსაც ყავდა:

რაც უფრო შორს ხარ – მით უფრო ვტკბები!

მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი.

ხელუხლებელი – როგორც მზის სხივი,

მიუწვდომელი – როგორც ედემი.

პ.ს. ვინც არ იცის ვინაა ევანჯელინა http://allmovies.ge/ge/#movie/JRSNQ

Advertisements

5 thoughts on “ჩვენი ევანჯელინა

  1. ”ევანჯელინა ზოგჯერ ვარსკვლავია ცაზე, ზოგჯერ ადამიანი რომელსაც არ ვიცნობთ, ზოგჯერ წარმოსახვითი პიროვნება, ზოგჯერ პერსონაჟი.”- მართლაც … 🙂

    პოსტი მომეწონა, მაგრამ პირველად რომ შემოვედი მაგრად მეუცხოვა ახალი დიზაინი, იმას მივეჩვიე ძალიან… ესეც კარგია, მაგრამ სხვაგან მგონია თავი 😀
    ხშირად შემოვალ და ამასაც მივეჩვევი მალე 😉

    Like

    1. იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერი ძალიან მალე მბეზრდება და თანაც გადავწყვიტე ჩემს ცხოვრებაში შედარებით ნათელი ფერები შემომეტანა შევცვალე ბლოგის დიზაინი. იმედია შეეჩვევი და მოგეწონება, თუ არა და მზად ვარ დავაბრუნო ძველი 🙂 🙂 🙂

      Like

  2. Di@

    ოლმუვის ლინკი რომ ჩავაპეისთე საბმულეთში, უკვე ვიცოდი, რასაც გამიხსნიდა, უბრალოდ, გადავამოწმე. როგორ მიყვარს ეგ მულთფილმი და ეგ ციცინათელა. საყვარელი… სევდა შემეყარა.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s