ჩემი წარმოსახვითი დაკითხვა


მაგიდასთან დავჯექი, წყლით სავსე ჭიქა დამიდგეს, თავიდანვე მივხვდი მის დანიშნულებას, ერთი წუთითაც არ მიფიქრია, რომ ვინმეს აინტერესებდა მწყუროდა თუ არა, არც უკითხავთ, თითქოს იმდენად ზრუნავდნენ ჩემზე, რომ იფიქრეს საუბრისგან ყელი გაუშრება და წყლის დალევა მოუნდებაო. განსაკუთრებული დაძაბულობის ჟამს ხელებს არ ვიცი რა მოვუხერხო, სად წავიღო ხოლმე და რაც პირველი მომხვდება ხელში იმით თამაშს ვიწყებ, თან თვალების სადღაც უსასრულობაში გაშტერებაც არ მიწევს, იმ ნივთს ვუყურებ, რომლეზეც გადამაქვს მთელი დაძაბულობა.
ჭიქით თამაში დავიწყე, ვატრიალებდი, ზედაპირზე თითს ვუსვამდი, კარგად ვიცოდი, რომ იტყოდნენ ნერვიულობს ე.ი. რაღაც აქვს დასამალიო, მაგრამ განა შეიძლება ნორმალური ადამიანი მშვიდად იჯდეს დაკითხვაზე?! ეს არ აინტერესებდათ, მე კი აღარ მაინტერესებდა რას იფიქრებდნენ მას შემდეგ რაც მათი აზრით დაგებულ მახეში გავები და არავერბალურად გამოვხატე ჩემი უკიდეგანო დაძაბულობა.
როგორც იქნა შემობრძანდენ. მოკალათდნენ მაგიდასთან, საკმაო დრო გავიდა მათ ლოდინში თუმცა ვინაიდან არც მობილური ტელეფონი მქონდა თან და არც საათი მეკეთა ხელზე, ზუტად იმასაც ვერ ვიტყოდი გარეთ დღე იყო თუ ღამე. აუღლევებლად შემოუსხდნენ მაგიდას და ორივემ პიჯაკი ოდნავ უკან გადაწია, თვალი მაშინვე იარაღისკენ გამექცა, რა საჭირო იყო ამის ვითომ შეფარვითი დემონსტრაცია არ ვიცი, პირველად ვხედავდი იარაღს თუ პირველად ვიგებდი, რომ ზოგადად სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს თან ცეცხლსასროლი იარაღი დააქვთ, მოკლედ დააფიქსირეს ჩემი დაჟინებული მზერა და იფიქრეს, რომ ამ ხრიკმაც გაჭრა და მათი ყველა ქმედება, იყო ნაბიჯი სრულ გამარჯვებამდე.
ჭიქა გადავდგი, ორივე ხელი დავდე მაგიდაზე და მაქსიმალურად შევეცადე თვალი გამესწორებინა ჩემს წინ მჯდომი ორი ადამიანისთვის, რომლებიც მოუთმენლად ელოდნენ ჩემს განადგურებას.
ვიკითხე მოწევა თუ შეიძლებოდა, ერთმანეთს გადახედეს, გაეღიმათ და მითხრეს, რომ შემეძლო მომეწია, საფერფლეზე მიმანიშნეს, თითქოს ამით იმის თქმა უნდოდათ, რომ ნერვიულობისგან იმდენად მქონდა გონება დაბინდული მაგიდაზე ამაყად წამოჭიმული საფერფლეც კი ვერ შევამჩნიე, არადა შევამჩნიე, მაგრამ ზრდილობა მოითხოვს სანამ უცხო გარემოში სიგარეტს მოუკიდებ, იკითხო შეიძლება თუ არა მოწევა. მოკლედ კიდევ ერთი წარმოსახვითი გამარჯვება მოიპოვეს და დარწმუნდნენ, რომ ჩემი დაძაბულობა პიკს აღწევდა და დიდი ზეწოლის გარეშე ვაღიარებდი ყველაფერს რასაც დამაბრალებდნენ.
სიგარეტს მოვუკიდე, უკვე რამდენიმე საათი იყო გასული მას შემდეგ რაც ბოლო ღერი მოვწიე, სიამოვნებით გამოვუშვი ბოლი, ნერვიულად არ ვეწეოდი, პირიქით აშკარა სიამოვნებას ვიღებდი, მინუს ერთი ქულა მათ ანგარიშზე.
სკამზე კომფორტულად მოვკალათდი, საათი ვიკითხე, პანაშვიდზე ვაგვიანებდი, ყოველ შემთხვევაში ასე მეგონა, მითხრეს, რომ 2 საათი იყო, ვიკითხე დღის თუ ღამის, გაეცინათ, ღამისო მითხრეს და მივხვდი, რომ პანაშვიდზე აშკარად უკვე დავაგვიანე, არა უშავს გასვენებაში წავალ, ხმამაღლა გავიფიქრე, არაფერი უკითხავთ, დარწმუნებულები იყვნენ ამ ოთახიდან გასულს სულ სხვა მიმართულებით მომიწევდა წასვლა.
ნელ-ნელა განწყობა მეცვლებოდა, ნერვიულობისგან და შიშისგან კუთხეში მიმწყვდეული აღარ ვიყავი, პირიქით, თვალებში შეხედვაც კი გავბედე და სიგარეტი შევთავაზე, უარი მითხრეს, გამეცინა, არადა ორივე მწეველი იყო, ამაში არასოდეს ვცდებოდი, ორივეს წარმოსახვითი კვამლის ღრუბელი დაყვებოდა თავზე.
არ ჩქარობდნენ, არც მე მეჩქარებოდა, მერჩივნა გათენებულიყო და მერე წავსულიყავი, ღამე სიარულის იდეა არ მხიბლავდა.
Advertisements

6 thoughts on “ჩემი წარმოსახვითი დაკითხვა

    1. ვფიქრობ გაგრძელება არ იქნება საინტერესო, ციხეში ჩაჯდომას მე არ ვაპირებ და გარეთ გამოსვლის სცენა მაინც და მაინც მომხიბვლელი არ იქნება 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s