ჩემი მეათე პერსონაჟი


სადღაც დაყიალობს ამ დუნიაზე, რას გაიგებ აზრიანად თუ უაზროდ, თუმცა აზრიანი ყიალი ალბათ არც არსებობს და შესაბამისად ამ ერთი სიტყვით უკვე გამოვხატე ჩემი დამოკიდებულება მისი არებობისადმი. ძალიან ბევრი რამ მოასწრო, 30 წლისაა და კარიერის მწვერვალიც ქონდა და შემდეგ დაცემაც იწვნია, ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტიც იყო და ამასობაში შვილიც ეყოლა, ეგზოტიკასაც ეზიარა და ბევრ ლუდსაც სვამდა, ორი რელიგია გამოიცვალა და დღეს ჰიმალაიზეც დადის.
20 წლის იყო და ხვდებოდა, რომ ცხოვრება ფეხქვეშ ეგებოდა, ყველაფერი იდეალურად მიდიოდა.
პატარა ქალაქში დაიბადა, ღრმა ბავშვობიდან ჰქონდა გატაცება და კარგად იცოდა, რომ სწორედ ეს გატაცება გახდებოდა მისი პროფესია, მისი ცხოვრება, მისი ბედნიერება და მისი ყველაზე დიდი ტკივილი. ალბათ მეტი არაფერი აინტერესებდა, ვინაიდან მთელს ძალასა და ენერგიას ამაში აქსოვდა, დილა ამით იწყებოდა და მზის ჩასვლამდე ოცნების ასრულებისთვის ზრუნავდა.
ოცნება ასრულდა, დადგა დღე, როდესაც დამთავრდა მისი ძველი, პატარა ქალაქებისთვის ასე დამახასიათებელი მყუდრო და უინტერესო ცხოვრება, ის მიდიოდა, დიდ ქალაქში მიდიოდა, კიდევ უფრო ახლოს იყო ოცნებასთან.
ყოველი წელი მისთვის წარმატების მომტანი იყო, ყოველი მისი ნაბიჯი მხოლოდ აახლოვებდა მიზანთან, ყველაფერი ზუსტად ისე მიდიოდა როგორც ოცნებობდა.
თვალები მუდმივად უციმციმებდა, ბედნიერი და მხიარული, უდარდელი გამოხედვით გამოირჩეოდა, მას თავისუფლად შეეძლო ეთქვა ”მსოფლიო ჩემია”.
მალე ის გაიცნო და შეუყვარდა, ყველასგან განსხვავებული იყო, მას ჩვეულებრივი არაფერი იზიდავდა, ყველაფერი უნიკალური და განსხვავებული უნდოდა, ჰოდა გადაირია როდესაც ფითქინა ადამიანების სამყაროში მუქი და ეშხიანი ნესი იპოვნა, არც დაფიქრებულა ისე დაიწყო მასთან ერთად ცხოვრება.
თავს ყველაზე ბედნიერად თვლიდა.
სამყაროს მობეზრდა მისი განებივრებული ღიმილი, უდარდელი ცხოვრება, და ყველაზე მაღალი მწვერვალიდან აუღელვებლად გაისტუმრა უფსკრულში.
ის მალე მამა ხდებოდა, უხაროდა, ძალიან უხაროდა, მაგრამ განა ეს იყო საკმარისი ბედნიერებისთვის?! იქნებ ჯერ არც იყო მზად, თანაც მისი ოცნება ნელ-ნელა განსაკუთრებული სისასტიკით იმსხვრეოდა.
მიხვდა, რომ აღარ შეეძლო, გაცნობიერებული ქონდა პასუხისმგებლობა, მაგრამ აღარ შეეძლო.
დილა ფსიქიატრიული საავადმყოფოს პალატაში დაიწყო, თავს ევლებოდნენ, მას კი არავის დანახვა არ უნდოდა, ეზოშიც კი არ გადიოდა.
მამა გახდა, მიხვდა, რომ დრო იყო სახლში დაბრუნების, დრო იყო გაეკეთებინა ის რაც ევალებოდა და საკუთარი თავი ცოტა ხნით დაევიწყებინა.
ამან დიდ ხანს ვერ გასტანა, კვლავ ნაცრისფერი დღეების მიერ მოტანილმა საშინელმა სევდაში გადასულმა აგრესიამ იმძლავრა, მან საბოლოოდ თქვა უარი დაინვალიდებულ ოცნებაზე და მისთვის უკვე კარგად ნაცნობ პალატას მიაშურა.
დღეს ის ფეხზე დგება, მას ახალი მიზნები აქვს, აღარ სეირნობს ფსიქიატრიული კლინიკის ეზოში გაფითრებული სახით, ის ცდილობს იყოს ბედნიერი.
Advertisements

2 thoughts on “ჩემი მეათე პერსონაჟი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s