სათამაშო მაგიდასთან


თითქოს ყველაფერი მუსიკის ფონზე ვითარდება, უკრავს მუსიკა, რომელიც ასე ძალიან აკლია ცხოვრების ყველა პერიოდს.
ფინანსური დაინტერესებაც თავის როლს თამაშობდა, მეგონა, რომ ყველაზე სწრაფად ასე შეიძლებოდა საჭირო თანხის შოვნა.
იღბლიანი ვიყავი, ყოველთვის მიმართლებდა.
თამაში მარტინის თანხლებით მიყვარდა, კარტის გვერდით ყოველთვის მედო სავსე ჭიქა მარტინი, გამბედაობასა და ხალისს მმატებდა.
ცოტა ხანში მივხვდი, რომ ფინანსური დაინტერესება აღარ იყო მნიშვნელოვანი, მთავარი იყო მეთამაშა, შესაბამის სიტუაციაში ვმჯდარიყავი.
აუცილებლად ღამე უნდა ყოფილიყო, შესაბამისად უნდა ჩამეცვა,
ალკოჰოლი და მუსიკა გონებაში.
რა თქმა უნდა ვაგებდი, ძალიან ბევრს ვაგებდი, განსაკუთრებულ ხიბლს ვხედავდი იმაში, რომ შეიძლება ქუჩაში 10 თეთრის ამარა დავრჩენილიყავი, ეს ალბათ იმიტომ, რომ ყოველთვის ”შაგრენის ტყავი” მახსენდებოდა. ძალიან მიყვარს წიგნში ამოკითხული თუ ფილმში ნანახი განსაკუთრებით საყვარელი სიუჟეტების ცხოვრებაში გადმოტანა. თუ კარგად დავფიქრდები მივხვდები, რომ შეკოწიწებული ადამიანი ვარ, ყველა საყვარელი პერსონაჟისგან რაღაც მაქვს აღებული, მიმიკებიდან დაწყებული, ჩაცმულობითა და ცხოვრების წესით დამთავრებული, საყვარელი ფილმებისა და წიგნების პერსონაჟების ერთგვარ ნაზავს წარმოვადგენ, ყველაზე მეტად კი ის პერსონაჟი მძლავრობს ჩემში, რომელმაც იმ მომენტის მონაცემებით ყველაზე ბოლომ მიიღო საყვარელის სტატუსი. ალბათ ეს ნიშნავს, რომ ვერ შევდექი, ვერ ჩამოვყალიბდი, ”მე” არ არსებობს, უბრალოდ ერთგვარი ნარევი ვარ.
ქუჩაში 10 თეთრით არასოდეს დავრჩენილვარ, თუმცა არც ბევრი დამკლებია. ერთი საღამოს განმავლობაში შეიძლება გაცილებით მეტი წამეგო, მაგრამ თუნდაც მიზერული მოგება ისეთ კმაყოფილებას მანიჭებდა, რომ გაჩერება გამორიცხული იყო, როგორც ბატონი გრინი იტყოდა, სათამაშო მაგიდის დანახვისას ისე ვცახცახებდი, როგორც უკანასკნელი კახპა დოზის დანახვისას.
თამაში ცხოვრების წესად მექცა.
სახლში მისული, უგონოდ დაღლილი ყოველთვის ვიმეორებდი, რომ ეს ბოლო იყო, ხვალ სამსახურში წასული ამაზე აღარ ვიფიქრებდი და ერთხელ და სამუდამოდ ვიცხოვრებდი ისე, როგორც საზოგადოებაში მიღებული ნორმალური ადამიანი, საღამოს დადგომამდე ვერაფერს ვაკეთებდი, სულ იმაზე ვფიქრობდი რა მეთამაშა, რითი მეთამაშა, ვისი ცხოვრებით მეთამაშა, რა გამერისკა, რომ მიმეღო სასიცოცხლოდ აუცილებელი აზარტით გამოწვეული ადრენალინის შეგრძნება. სწორედ მაშინ აღმოვაჩინე, რომ ძალიან მალე დგება ღამე, საკუთარ თავთან პოლემიკის დასრულებას ვერასოდეს ვასწრებდი, გაცხარებული კამათის პერიოდში უკვე მაგიდასთან ვიჯექი და ფსონებს ვდებდი.
მანამდე მისთვის ყურადღება არასოდეს მიმიქცევია, რაღაცნაირ ზიზღის შეგრძნებასაც კი იწვევდა თავისი ზედმეტად დახვეწილი და ზრდილობიანი მანერებით, მოკითხვა და გამარჯობის თქმა არასოდეს ავიწყდებოდა, ყოველთვის მოწესრიგებულად ეცვა, ტონსაც არასოდეს უწევდა, გამართულად საუბრობდა და ძალიან ძნელი წარმოსადგენი იყო როგორ შეიძლებოდა ოდესმე ნერვები მოშლოდა, თუნდაც რამდენიმე წამით დაეკარგა საკუთარ თავზე კონტროლი.
ვერ ვიტანდი, ნაძალადევი ღიმილით ვესალმებოდი, მის დანახვაზე ყოველთვის ერთი აზრი მომდიოდა ”ოღონდ ეს არა”, ვცდილობდი რაც შეიძლება სწრაფად დამემთავრებინა სავალდებულო მოკითხვის ფაზა და თამაშზე გადავრთულიყავი, ვინაიდან პირველი ფსონის შემდეგ ის აღარც მახსოვდა, ირგვლივ ადამაინებისგან მხოლოდ სილუეტები რჩებოდა.
ერთ დღესაც მოვიდა და სტანდარტული მოკითხვის მაგივრად აღნიშნა, რომ ძალიან კარგად ვთამაშობდი, ზიზღი მაშინვე კეთილგანწყობით შემეცვალა, რამ გამოიწვია ასეთი რადიკალური ცვლილება დღესაც ვერ ვხვდები. არ მესმოდა მისნაირ ადამიანს რა უნდოდა ჩვენთან, რა უნდოდა სათამაშო მაგიდასთან, არ ეწეოდა, არ სვამდა, თავს ზედმეტად ხმამაღალი სიცილის უფლებასაც კი არ აძლევდა, ჩვენ კი სიგარეტის ბოლში ვცხოვრობდით, ირგვლივ ალკოჰოლი ტრიალებდა, ვჩხუბობდით, ვიცინოდით, ჩვენ სწორედ ამ მაგიდასთან ვიყავით თავისულფები.
ჩემში ბოლო დროს ნანახი ფილმის ახალი პერსონაჟი ცხოვრობდა, ინტრიგანი, ავანტიურისტი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ კარტის თამაშთან ერთად ძალიან აზარტული იქნებოდა ჩვენს ზრდილობიან და ამოუცნობ პერსონასთან ინტრიგის გაჩაღება და თამაშის დაწყება.
მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ შესაძლებელი იყო ადამიანების მიმართ დამოკიდებულება გამჩენოდა. ვწუხვარ რომ შუბლზე არ ეწერა – ”ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ, ეს ადამიანი მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის, იწვევს ძლიერ დამოკიდებულებას.”
Advertisements

7 thoughts on “სათამაშო მაგიდასთან

  1. სამწუხაროდ, ეს წარწერა არავის ”ამშვენებს” დამოკიდებულების გაჩენამდე, მერე კიდე გვიანია და… ისე, რა მაგარი იქნებოდა შუბლზე ასეთი წარწერა? ან კიდევ სტანდარტული ფრაზის შეხსენება ”ყველა კაცი ერთნაირია (ნუ, ერთნაირის ჩანაცვლება სხვადასხვა ”შეურაცხმყოფელი” სიტყვებით შეიძლება)” 😀 და სხვა მსგავსი ფრაზები…
    ხო, კინაღამ დამავიწყდა, მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას 😉

    Like

  2. ჩვენ შევიკრიბებით, გადავკეტავთ რუსთაველს და არ დავიშლებით მანამ სანამ ეს კაცისმკვლელი თავრობა არ წავა… კი არ ა და გაგრძელება არ დაიდება….
    :დამცინეთარდამინდოთ:

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s