ის


ის არასოდესაა რეალური, ისეთი როგორიც არის, მუდმივად თამაშობს კარგად მორგებულ როლს, საკუთარ თავთან დარჩენილიც ვერ იბრუნებს პირვანდელ სახეს, ვიღაც სჭირდება ვინც აიძულებს გახდეს ის ვინც არის, ყოველგვარი სიყალბის გარეშე ისაუბროს იმაზე რაზე საუბარიც უნდა, მარტივად თქვას გამარჯობა, როდესაც უბრალოდ გულით უნდა მისალმება, ისაუბროს იმაზე თუ რას აპირებს, ისაუბროს საკუთარ თავზე წინასწარ შეთითხნილი სცენარის გარეშე.
ადრე შეეძლო ამის კეთება, სტიმულივით ქონდა, სადღაც დარწმუნებულიც იყო, რომ მისი ნამდვილი სახე მხოლოდ ანონიმს ამოფარებული პერსონაჟი იყო, დასაკარგიც არაფერი იყო, უბრალოდ აძლევდა თავს უფლებას ზოგჯერ მაინც გაყოლოდა დინებას ზედმეტი კითხვების გარეშე, ეთქვა ის რისი თქმაც უნდოდა ათასნაირი ფილტრისა და ცენზურის გავლის გარეშე, ახლა აღარ შეუძლია, სცადა და არაფერი გამოუვიდა, უბრალოდ აღარ შეუძლია, მისი მცდელობა ძირშივე აღკვეთეს, აღარ შეუწყვეს ხელი და როგორც კი საფრთხე იგრძნო მაშინვე დაიბრუნა ცივი, კატეგორიული და როგორც თავად უყვარს ხოლმე იფიქროს ძალიან წარმატებული (ალბათ ზედმეტადაც) ადამიანის როლი.
ხვდება, რომ ზედმეტად ადრე დაბერდა, არ ღირდა ასაკისთვის შეუფერებელი ვალდებულებების ნებაყოფლობით აკიდება, წინ თითქოს არაფერია, ყველაფერი რაც განსაკუთრებულ მონდომებად, შრომად და მიზნად ღირს უკვე მიღწეულია, წინ კი სრული სიცარიელე. ნამდვილად ძალიან ცდილობს მის ცხოვრებაში დამდგარმა იდეალიზაციამ არ შეცვალოს მისი ადრინდელი გატაცებები, ის ყველაფერი რაც მას იმ პიროვნებად აყალიბებდა რაც იყო, ხელოვნურად ებღაუჭება მისი ცხოვრებისთვის უკვე შეუფერებელ ადამიანებსა და მოვლენებს, ხვდება რომ დაბერდა, ძალიან ადრე დაბერდა, მის მიერ დაკანონებული, იმპერატიული ნორმები კი გზიდან გადახვევის უფლებას აღარ აძლევენ, ფეხქვეშ თელავს ყველაფერს რაც უნდა რომ გათელოს, მაგრამ ამას არ მოაქვს ნანატრი და აწ უკვე არა ერთხელ წარმოდგენილი კმაყოფილება, ის დაბერდა.
ხვდება, რომ აღარაფერი გამოდის ისე, როგორც ადრე გამოდიოდა, აღარ არის ის ზედმეტად ზრდილობიანი, კეთილგანწყობილი, უბრალო ადამიანი, რომელიც მხოლოდ პატივისცემას იმსახურებდა, მიუხედავად მსგავსი სურვილის არ არსებობისა ის შეიცვალა, თუმცა ამყად შეუძლია ჩაიხედოს თავის მიზნების რვეულში და ჩამონათვალში პლიუსები ჩაწეროს, მაგრამ ამას არა და არ მოაქვს ნანატრი სიამოვნების განცდა.
აღარ გამოსდის ძველი ბავშვური როლის მორგება, მას დაავიწყდა, რომ ის ვისთანაც წლების წინ დიდი სიამოვნებით იყო ბავშვი უკვე გაიზარდა, მან არ იცის ის შუალედი, რომელიც ბავშვობასა და სიბერეს შორის დგება ადამიანის ცხოვრებაში, ის კი უკვე ბებერია, რომელიც ცდილობს ზოგჯერ მაინც მოიქცეს ბავშვურად, თუმცა ხვდება, რომ ტაშს აღარ უკრავენ.
Advertisements

2 thoughts on “ის

  1. tina

    მუსიკის ფონზე ვკითხულობდი…იმდენად დამაინტერესა, მუსიკა საერთოდ გამოვრთე…
    -რა ახლოსაა ეს განცდა ჩემთან,მაგრამ მე ოცნებების რვეულში მხოლოდ ერთი დიდი პლიუსი მიწერია,მაქვს დიდი ლამაზი ოჯახი…ან სხვა რა უნდოდეს ქალს ბედნიერებისთვის?-სრულყოფილი ბედნიერება ხომ არ არსებობს?-დავტკბეთ და შევირგოთ ის რაც უფალმა გვაჩუქა!
    “აღარ შეუწყვეს ხელი და როგორც კი საფრთხე იგრძნო მაშინვე დაიბრუნა ცივი, კატეგორიული და როგორც თავად უყვარს ხოლმე იფიქროს ძალიან წარმატებული (ალბათ ზედმეტადაც) ადამიანის როლი.” მხოლოდ ეს განსხვავებაა…მე ძალიან უბრალო ქალის როლი მაქვს მორგებული.

    Like

    1. არც მე ვიქმნი გადაჭარბებულ წარმოდგენას საკუთარ თავზე, სამწუხაროდ ჩემი მიზნების რვეული არც თუ ისე სავსეა პლიუსებით. ეს ერთგვარი ნაზავი და მხოლოდ ჩემს თავს ვერ მოვარგებ.

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s