ძვირფასო ადრესატო (ანუ ძვირფას საკუთარ თავს)


ხომ არ ჯობია ოფიციალური დამოკიდებულება შევინარჩუნოთ და ზედმეტად ფამილიარული მიმართვისგან თავი შევიკავოთ, თქვენობითი ფორმით გავაგრძელოთ ურთიერთობა, ვინაიდან ბრძანებითი, უშუალო, მომთხოვნი ტონით საუბარი აშკარად არ იღებს შედეგს და არ ვიცი აქ რამდენად გამოდგება გამოთქმა ”ერთ ყურში შეუშვა და მეორედან გამოუშვაო”, თუმცა აზრობრივად შეეფერება მოცემულ სიტუაციას.
მაგრამ არა, არც ეს არის შესაძლებელი, თქვენობით მიმართვით საერთოდ ვერ მოახდენ იმის აღქმას, რომ შენ გელაპარაკები და ერთ ყურშიც კი არ შეუშვებ მეორედან გამოშვებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
გასაგებია, რომ აღფრთოვანების შეგრძნება დიდ ხანს არავის მიყვება და ძალიან სწრაფად იღლები, მაგრამ ყოველ ფეხის ნაბიჯზე იმის გამეორება, რომ ძალიან დაიღალე და აღარ შეგიძლია ამისთანა რა შვების მომტანია ვერ გავიგე. სამწუხაროა, რომ კარგად იცი, როგორ უნდა გახალისდე და მოხვიდე გონზე, თუმცა ამას ვერ ან არ აკეთებ, ისიც სამწუხაროა, რომ განწყობის მუდმივი კონტროლი შეუძლებელია და აღნიშნული კონტროლის დამყარების ყველა მცდელობა კიდევ ერთხელ ამტკიცებს ამის შეუძლებლობას და უარესი დაღლილობის შეგრძნება მოაქვს, ჰოდა მაშინ იქნებ ის გააკეთო რაც თავშივე არ არის განწირული წარუმატებლობისთვის. ჰო, ვიცი რაც გაგახსენდა, სადღაც წაკითხული ბრძნული აზრი ამოტივტივდა მაშინვე (”თუკი წიგნი წარუმატებლობებზე არ გაიყიდება ეს წარმატებაა?” მგონი ასე ჟღერდა), რა თქმა უნდა მესმის, რომ ზედაპირული დამოკიდებულება და ყველა სიტყვაზე ასოციაციებით თამაში გაცილებით სახალისოა, თუმცა მგონი ჯობია ისევ ამ ეტაპზე გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხის განხილვას დავუბრუნდეთ.
მალე ერთი თვე გახდება რაც 1 გადაწყვეტილებაც კი არ მიგიღია, თუმცა ძალიან ბევრი რამ გაქვს გადასაწყვეტი. არა და არ დადგა ეს შენი ”ხვალ” და მერე იტყვი ვერ მოვასწარიო. ეს შენი ზედმეტად ბრძნული მსჯელობებიც ამოვიდა ყელში, რომ აღარაფერი ვთქვათ ყველა საკითხის ირგვლივ შეთხზულ დეტექტივებზე, იქნებ შეიგნო ერთხელ და სამუდამოდ, რომ უნდა გაიგო და მიიღო ყველაფერი ისე როგორც არის და ყველგან და ყველაფერში ქვე აზრები არ ეძებო. კი, კი ეგეც ვიცი, რომ ცხოვრება ასე უფრო საინტერესოა, მაგრამ არ შეგიჩნევია, რომ ყველა დეტექტივის საბოლოო კვანძის გახსნის შედეგი შენთვის სახარბიელო არასოდეს არის? და არ დაიწყო იმაზე საუბარი, რომ პარანოიამ თავისი შედეგები გამოიღო, აღარ მიხსენო ეგ შენი მოგონილი პარანოია.
ამიხსენი რად გინდა ამ წიგნებს რომ ყიდულობ თუ არც ერთი მათგანის წაკითხვას მაინც არ აპირებ, რა თქმა უნდა დღესაც იტყვი, რომ დღევანდელი საღამოდან ყველაფერი შეიცვლება, მაგრამ არ მითხრა, რომ ვერ ხვდები იმას თუ როგორ იტყუებ თავს და ყველაფერი დღესაც მხოლოდ Fox Crime-ს ყურებით დამთავრდება. და უი კინაღამ დამავიწყდა, აუცილებლად იტყვი, რომ დაიღალე და გაქვს დასვენების უფლება, ჰოდა მაშინ თავის მოტყუებას მაინც შეეშვი.
იქნებ ისიც ამიხსნა, რომელ ნორმალურ ადამიანს დააქვს ჩანთით საფერფლე?!
არ დაგავიწყდეს რაც შეიძლება ხშირად დადგე სარკესთან და იმეორო, რომ მიგიფურთხებია და არ გაინტერესებს, შემდეგ დაბრუნდე ოთახში და ისევ იმაზე ფიქრი განაგრძო რაც ასე ძალიან არ გაინტერესებდა 2 წუთის წინ. და შეიგნე ერთხელ და სამუდამოდ, რომ არც არაფერი იცვლება იმით შენ მიგიფურთხებია თუ არა, ვინაიდან გამბედაობა არ გეყოფა გააკეთო ის რის შემდეგაც ნამდვილად უინტერესო გახდება მისი არსებობა, არ არსებობა.
არ შეიმჩნიო, რომ აღარაფერი დარჩა იმ ადამიანისგან რაც იყავი და ყოველთვის გაიხუმრე, რომ ”დაბერდი”, ასე უფრო მარტივია, რა საჭიროა პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვით ზედმეტად გადაიღალო თავი.
დროებით.
Advertisements

6 thoughts on “ძვირფასო ადრესატო (ანუ ძვირფას საკუთარ თავს)

  1. გაიხარე, დიდი სტიმულია ჩემთვის! რა ნაცნობი სიტუაციაა ვერ წარმოიდგენ. თავი იდეებით რომ გაქვს გამოტენილი, უამრავი რამ გასაკეთებელი, მე კი, ხვალიდან, დავიღალე და ხომ მაქვს უფლება, რომ დავისვენო. :))))))))) თან რომ ვიცი, კიდეც როგორ გავხალისდე მეც. მოკლედ კარგი რამ იყო! თან ,კარგად დაწერილი.

    Like

  2. nina, კაია რომ შეგიძლია თქვა დავიღალე და მაქვს უფლება დავისვენოო. სამწუხაროდ, მე არ შემიძლია ასე, ზედმეტი და დებილური პასუხისმგებლობები მაქვს და ამის გამო ვერ ვიტან ზოგჯერ საკუთარ თავს!..

    Like

    1. ბოლო პერიოდში საკუთარი თავი იმდენად მიშლის ნერვებს, რომ სიამოვნებით გამოვიყენებდი მკაცრ სადამსჯელო ღონისძიებებს 🙂

      პ.ს. გამიხარდა თქვენი აქ ხილვა 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s