ჩემი 9 პერსონაჟი


ჩემი (ჩვენი) ცხოვრების 9 პერსონაჟი:
ლუბოф, ნადეჟდა, ვერა, ფორბიდენ ფრუთ (იგივე F.F.), მოტო მოტო, მშვენიერო, კონსტანცა, პარანოიკი, ნოშრევან I იგივე ჩორნიე გლაზა.

  1. ბავშვობიდანვე ხვდებოდა ალბათ, რომ რაღაც დონეზე გაუმართლა, თავიდანვე დაუგეგმავდნენ ყველაფერს. მამამ პროფესია აშკარად ძალიან სწორად შეარჩია და საკმაო წარმატებასაც მიაღწია, ამან ალბათ რაღაც დონეზე მისი მომავალი პროფესიაც განსაზღვრა, ვინაიდან იცოდა, რომ იგივე სპეციალობის შემთხვევაში მას არც სამსახური გაუჭირდებოდა, არც გაუჭირდებოდა (პრინციპში ალბათ არც ისე გაუჭირდებოდა), გვარიც, დიახ გვარიც თავის როლს ითამაშებდა (ზოგადად ამ სფეროში შვილები მამების გვარების შედეგად იპოვებენ ხოლმე პოპულარობას), თუმცა ამით რა თქმა უნდა არ მინდა შვილების პროფესიონალიზმში ეჭვი შევიტანო. ცოტა, რომ წამოიზარდა საკმაოდ პოპულარულ სპეციალიზირებულ კოლეჯში დაიწყო სწავლა, როგორც ეს ამ ტიპის ახალგაზრდებს ახასიათებთ ხოლმე, ცდილობდა მუდმივად გამორჩეული ყოფილიყო, გამორჩეულად ჩაეცვა, განსხვავებული მუსიკისთვის მოესმინა და ა.შ.
  2. სიმაღლით ცალსახად გამოირჩეოდა, მართალია იყო დღეები, როდესაც მისი გარეგნობის ამ გამორჩეულ კომპონენტში ეჭვი შეგვქონდა, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენი გადამეტებული დაკვირვებულობისა და ალბათ ღირს ვაღიაროთ, რომ პარანოიის ბრალიც იყო. მისი ზედმეტი სიგამხდრეც უნდა აღინიშნოს, კახექსიამდე იყო მისული, თუმცა ეს მას განსაკუთრებულ მომხიბვლელობას მატებდა. ძალიან უყვარდა მაიკის ზემოდან შემოცმული გახსნილი პერანგით სიარული, ძირითადად კი ერთი მაიკა ქონდა ამოჩემებული. უნდა ვივარაუდოთ, რომ საკუთარი სახელით კმაყოფილი არ იყო, ცდილობდა ნამდვილ სახელთან მაქსიმალურად მონათესავე ალტერნატიული სახელით გაცნობოდა ადამიანებს, მაგრამ ეს აბა ჩვენ საიდან უნდა გვცოდნოდა ჩვენ ხომ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს ვეყრდნობოდით და მისი დემოგრაფიული მონაცემებიც ზეპირად ვიცოდით. ძნელი იყო იმის გაგება რა სწყინდა და რა უხაროდა, რაზე ეცინებოდა და რაზე ბრაზდებოდა, თუმცა გულზე ხელს დავიდებ და ვიტყვი, რომ ის გაღიმებული არასოდეს მინახავს. ისიც წინა პერსონაჟივით მამის ჩრდილში იზრდებოდა, ნაბიჯს ვერ დგამდა დამოუკიდებლად და როგორც წინა შემთხვევაში მისი დამსაქმებელი კომპანიის მფლობელიც მამა იყო. თუმცა ოჯახში განსაკუთრებულად უყვარდათ, განსაკუთრებულ იმედებსაც ამყარებდნენ. საოცრად გატაცებული იყო ნადირობით და მისი არსენალის შესახებ ინფორმაციის ფლობა ჩვენ  შიშის ზარს გვცემდა. ალბათ ლამაზი გოგოებიც უყვარდა, თუმცა რა ვიცი, ეს ცოტა ინდივიდუალურია.
  3. მასაც უდარდელი ბავშვობა ქონდა, მისი ერთადერთი საზრუნავი ფეხბურთი და გოგოები იყო, სწავლაზე თავი არასოდეს მოუკლავს, დაუსწრებელზე სწავლობდა, არც დადიოდა, მთავარი სპორტული კარიერა იყო. ამ შემთხვევაშიც მამა შესაბამის სფეროში იყო დასაქმებული და შესაბამისად ყველაზე უპრობლემოდ აღნიშნულ შემთხვევაში შეძლებდა ცხოვრების აწყობას. ნამვდილად ფეხბურთელის გარეგნობა ქონდა, სიმაღლე, წონა, სიარულის მანერა, ყველაფერზე ეტყობოდა, რომ ფეხბურთელი იყო. გოგოებს ძალიან მოწონდათ (წლების განმავლობაში ეს ჩემთვის აუხსნელ მოვლენად რჩებოდა, თუმცა შემდეგ მივხვდი რატომაც), რატომაც არა, უდარდელი, სიმპატიური (შავი თმა, შავი თვალები, სქელი ტუჩები), ძალიან მოვლილი, ფეხბურთელი, კარგად ჩაცმული, გემოვნებიანი და მერე რა რომ სულელი, აი მერე რა?! სამწუხაროდ ყველაფერი ისე არ გაგრძელდა, როგორც დაიწყო –  მამის გარდაცვალება, ვალები, ფეხბურთთან დამშვიდობება, სიგარეტი, ალკოჰოლი. შემდეგ სწავლა თავიდან, ცოლი (სარფიანად მოიყვანა), სამსახური, გამელოტება, მოკლედ ეეეეჰ.
  4. ბევრს ვერაფერს ვიტყვი. არც თავის დროზე ვფლობდი მასზე ინფორმაციას და ამდენი წლის შემდეგ მითუმეტეს ბევრი არაფერი მახსოვს, ნამდვილი სახელიც კი არ ვიცი (გვარზე კომენტარსაც კი არ გავაკეთებ). მახსენდება ბუდაპეშტის ქუჩა, მაღალი, ტილოს შარვალსა და თეთრ ბრეტელიან მაისურში გამოწყობილი, ახალგაზრდა სიმპატიური ყმაწვილი და რაც მთავარია მოვლილი, მოვლილი, მოვლილი ყმაწვილი, მზის სათვალით შენობაში თუ გარეთ, რომ შეხედავდი უნდა გეთქვა ”მმმმმმმმ”. ცეკვავდა და მერე რას ცეკვავდა, მგონი ბოლომდე ქართველი არ იყო, რატომღაც მახსოვს, რომ დედა ყავდა არა ქართველი. ერთი სიტყვით დაინახავდით თუ არა შუბლზე ხელი უნდა მიგედოთ ნაზად და ჩუმი ამოკვნესებით გადავარდნილიყავით გულწასული.
  5. ორიგინალური, განსხვავებული რატომღაც მაშინვე ეს სიტყვები მომდის თავში. თითქოს ძალიან გულღია, კეთილი, უკომპლექსო, პირდაპირი და ამავე დროს ამ ყველაფრის საწინააღმდეგოც, არ ვიცი როგორ და რანაირად მაგრამ მგონია, რომ ყველა ამ თვისებასთან ერთად საწინააღმდეგოსაც ფლობს, ან ერთ ადამიანს თამაშობს და რეალურად მეორეა, თუმცა ამ შემთხვევაში ტაში მეგობრებო ტაში, უბადლოდ შესრულებული როლისთვის. პირველი რაც თვალში მოგხვდება მისი ჩაცმულობაა, რაღაცნაირი გემოვნებიანი და განსხვავებული, დგომის მანერა, ალბათ გამოხედვაც, ყველაფერი თითქოს ამაზე მეტყველებს. ალბათ ძალიან დამოუკიდებელიც, განათლებული, ერთი სიტყვით თითქოს იდეალი, თუმცა სისხლს და ნერვებს ისე გამოგწოვს, რომ ბოლოს თავის მოკვლაზე იფიქრებ.
  6. ლექსები, უაზროდ ბევრი ლაპარაკი, საბრძოლო ხელოვნებები, ბებია, ბაბუა, დედულეთი, სამშობლო, იარაღები და მიყვარს გოგოები. მშურს მისი ცოლის, ორსულობის პერიოდში რაც არ უნდა მოუნდეს ყველაფერი ექნება რძე მოუნდება, იქნება რძე, მწნილი, იქნება მწნილი, გაუჩენელსაც გაუჩენს. სამეგობრო წრე -შურისძიება, სამშობლო, კდემა, სასმელი, კაცობა, ჯიგრობა, რუსული ჰიტები და მწვანე ტანსაცმელი.
  7. ოჯახში მეორე შვილია, აშკარად არ გაუმართლა, ზედმეტად თავს არავინ ევლება, თუმცა ამასაც აქვს თავის ხიბლი, ეს დამოუკიდებლობაა. თავს იმდენის უფლებას აძლევს რამდენიც თვითონ მიაჩნია სწორად, თუმცა ამის გამო სახლში სჯიან. ნებისმიერ დროს შეძლებს მამამისის დაწყებული საქმის გაგრძელებას, თუმცა ეს ნაკლებად აინტერესებს, ოჯახში ეს როლი უკვე სხვას გადაუნაწილეს, წარმოუდგენელია მაგრამ რუსულ რეპთან ერთად კლასიკურ მუსიკასაც უსმენს. მზადაა ცოლად გოგო მხოლოდ იმიტომ მოიყვანოს, რომ მთვრალია.
  8. მთასავით კაციო, ზუსტად ამაზეა ნათქვამი. ნარევი სისხლი აქვს და ეს გარეგნობაზეც ეტყობა. მთელი ცხოვრება ცდილობს ყველას რაღაც დაუმტკიცოს და ხშირად ვერც კი ხვდება, რომ ბოლოს ეს ყველაფერი სასაცილო ხდება. თითქოს ძალიან თანამედროვე, უკომპლექსო და თავისუფალი ადამიანია, თუმცა შეცდომებს ხშირად უშვებს, კონტროლი უსხლტება ხელიდან, თუმცა სულელი არ არის. ყოველთვის ვიღაცას ემალება, მოუხდებოდა ”მისტერ კონსპირაციის” ტიტული. იქნმნება შთაბეჭდილება, რომ მამა ოჯახში მეორეხარისხოვანია და ”პარადი (თუ აღლუმი) დედას მიყავს”. ამ შემთხვევაში დედას საკმაოდ კარგად აქვს საქმე აწყობილი და ესეც მის კვალს მიყვება, იმისთვის, რომ სამომავლოდ დასაქმების პრობლემა აიცილოს თავიდან. აგერ უკვე მერამდენე წელია ცოლი მოყავს და რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საზღვაო კურორტზე ისვენებს, მაგრამ ვერც ერთს და ვერც მეორეს ვერ აბამს თავს.
  9. საკუთარ თავზე უაზროდაა შეყვარებული, გეგმების გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, თითქოს ღრმა ბავშვობიდან დაგეგმა მთელი თავის ცხოვრება და უზადოდ ასრულებს ყველა პუნქტს. ძალიან გაწონასწორებულია, ხმასაც კი არ უწევს, საუბრობს გამართულად (საუბრობს არა ალბათ ამას უფრო ბაასობს მოუხდებოდა), მაღალი, წარმოსადეგი და სიმპათიური მამაკაცია (ყმაწვილს ვერ ვაკადრებ). ყოველთვის ყველაფერში უწყობდნენ ხელს და ისიც შესაბამისად მიუყვებოდა კარგად გაკვალულ გზას. მიაჩნია, რომ ძალიან ბევრს მიაღწია და ზოგჯერ გონია, რომ მასაც აქვს უფლება დაუფიქრებლად მოიქცეს, თუნდაც ეს სხვა ადამიანებით თამაშს გულისხმობდეს. ”შეუიარაღებელი თვალით” ვერასოდეს მიხვდებით, რომ ისიც ერთი ჩვეულებრივი ადამიანია და ისიც ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს. ერთი შეხედვით იდეალური და უნაკლოა.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s