ძვირფასო ადრესატო III


ძვირფასო ადრესატო, მგონი დროა თქვენთვის მოწერილი წერილებისთვის ცალკე კატეგორია გავაკეთო, ვინაიდან ვატყობ, რომ ჩემი წინასწარი პროგნოზი იმის თაობაზე, რომ თქვენი თითოეული საქციელი მხოლოდ 1 წერილის მუზად გამოდგება, აშკარად მცდარი აღმოჩნდა.
თუმცა ვატყობ, რომ თქვენთვის მოწერილი წერილები, რომლებსაც ალბათ რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ვერ იხილავთ, დროა რომ ცოტა განვაზოგადო, ხოლო ამაში რას ვგულისხმობ მოგვიანებით შეიტყობთ.
მაპატიეთ, თქვენ კი ვერ დააფიქსირეთ, მაგრამ მე დაკავებულობის გამო გარკვეული დროით მოვწყდი თქვენი წერილის წერას და სხვა საკითხზე გადავერთე, თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს იმას, რომ თქვენი პერსონა ჩემს საქმეებთან მიმართებაში ნაკლებად პრიორიტეტულია, უბრალოდ მე პურს ჩემი საქმე მაჭმევს (ნუ აქ არ შემეძლო არ გამეცინა, თუმცა რაზე მეცინება გაურკვეველია, მაშინ როდესაც აღნიშნული ფრაზა სრულ ჭეშმარიტებას ღაღადებს).
სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ამ წერილის დაწერა არა თქვენმა საქციელმა, არამედ ამჯერად უკვე ჩემმა დაუფიქრებელმა და ჭეშმარიტად სულელურმა ნაბიჯმა მაიძულა, რაც შესაბამისად გამოიწვევს იმას, რომ წერილში ძირითადად ჩემს პერსონას შევეხებით და თქვენი აღმატებულება მეორეხარისხოვანი იქნება, თუმცა რა ვქნათ, სხვა გზა არ არის და თქვენ მოგიწევთ ამის ატანა.
მაპატიეთ თემიდან უნდა გადავუხვიო, უბრალოდ არ შემეძლო არ აღმენიშნა, თუ რაოდენ დიდ მწუხარებაში ვვარდები, როდესაც მახსენდება, რომ თქვენ ვერასოდეს შეძლებთ ყველა ეს წერილი წლების შემდეგ გაუხსნელი, დალუქული კონვერტებით დამიბრუნოთ უკან.
წინა წერილში მოგახსენეთ, რომ მე არასოდეს მიფიქრია თქვენი პროვოცირება და ახლა თქვენ რომ დაგდოთ ამაში ბრალი ალბათ არ იქნება მართებული, შესაბამისად სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემი საქციელი იყო სულელური, უპასუხისმგებლო და მას არავითარი გამართლება არ აქვს, თუმცა უნდა მერწმუნოთ, რომ არც ამ შემთხვევაში მქონია მიზნად ძვირფასო მეგობარო (ამაზე დიდი სიყალბე ცხოვრებაში არაფერი მითქვამს და დამიწერია) თქვენთვის პროვოკაციის მოწყობა.
მინდა მადლობა მოგახსენოთ, იმისთვის, რომ არ ჩათვალეთ საჭიროდ თქვენი ძვირფასი თუნდაც 5 წუთი დაგეკარგათ ჩემი ქმედების საპასუხოდ რეაგირების მოხდენაზე, თქვენ არც კი იცით, როგორ შიშს განვიცდი, როდესაც წარმოვიდგენ, რომ შესაძლოა თქვენი მრისხანება დამატყდეს თავს.
სანამ თქვენ განაგრძობთ იდეალის თამაშს, ჩვენ უბრალო მოკვდავები შეცდომებს ვუშვებთ, დიახ, ზოგჯერ სულელურადაც ვიქცევით, ზოგჯერ იმასაც კი ვბედავთ, რომ თქვენი შეწუხების უფლებას ვაძლევთ თავს, თუმცა აღიარეთ, რომ ჩემი უკანასკნელი ქმედების შედეგად ენით აღუწერელ და ჟესტებით გადმოუცემელ სიამოვნებას, კმაყოფილებას, საკუთარი თავით ტკბობას განიცდით. მართალია ვერ წარმომიდგენია ამაზე მეტად როგორ, მაგრამ მაინც მგონია, რომ ამ შემთხვევის შემდეგ საკუთარ თვალში კიდევ უფრო ამაღლდით და ასცდით ადამიანის შეზღუდული გონებისთვის წარმოუდგენელ სიმაღლეებსაც კი.
რა სიმბოლურია, მიქელანჯელოსთან ორივეს მისი ქმნილებები გვაკავშირებენ, მისი დავითი და …

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s