მინდა Vs. საჭიროა


რისი გაკეთება გვინდა და რისი გაკეთებაა საჭირო, როგორც წესი ეს ორი რამ ერთმანეთს არასოდეს ემთხვევა. პრიორიტეტი კი ყოველთვის იმას ენიჭება თუ რა არის საჭირო, არავის ანაღვლებს (ზოგჯერ ჩვენც ვეღარ ვნაღვლობთ ამ საკითხზე), თუ რისი გაკეთება გვინდა და როგორ გვეზიზღება ყველაფერი რაზეც გვეუბნებიან, რომ საჭიროა.
ვიზრდებით ვალდებულებებით, გვასწავლიან რომ უნდა ვაკეთოთ ის რაც საჭირო და აუცილებელია, შთაგვაგონებენ და ნუ პრინციპში ამის გარეშეც ვხვდებით გამოცდილებიდან გამომდინარე, რომ ჩვენი პირადი სურვილები მეორეხარისხოვანია, რომ მთავარია მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩვენი ყველა ქმედება ჯდებოდეს ”საჭიროას” პარამეტრებში. ამას ვეგუებით, არც ვაპროტესტებთ, უბრალოდ მივყვებით დინებას და ვიქცევით ისე როგორც დაგვიწესეს, როგორც უნდა მოვიქცეთ, როგორი ვალდებულებებიც გაგვაჩნია და ცხოვრების ძალიან მცირე ნაწილს ვატარებთ ისე როგორც ჩვენ გვინდა.
ამავდროულად ძალიან გვიყვარს გამოთქმები ”ერთხელ ცხოვრობ”, ”ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა” და ა.შ. ამით თავს ვიმართლებთ მაშინ როდესაც წინასწარ ვხვდებით, რომ ვარღვევთ დაწესებულ ნორმებს და თავს უფლებას ვაძლევთ ისე მოვიქცეთ როგორც ჩვენ გვინდა. ჩვენს მიერ დაწესებული ნორმებიდან გადახვევა სახარბიელო შედეგებს არასოდეს იღებს, მხოლოდ ისღა დაგვრჩენია თავი დავირწმუნოთ რომ მიუხედავად ყველაფრისა ეს ამად ღირდა, თუმცა ამისი ჩვენც არ გვჯერა.
შესაბამისად გაუგებარია გვინდა ის რაც საჭიროა თუ გვინდა ის რაც არ არის საჭირო? ვინაიდან თუ ჩვენს საქციელს (მიუხედავად იმისა რომ მისი ჩადენის პროცესში გარკვეული ტიპის კმაყოფილებას ვღებულობთ), მოყვება შედეგი, რომელიც არათუ გააუფერულებს მისი ჩადენით გამოწვეულ სიამოვნებას, არამედ აისახება აწმყოზე (მომავალზე) ცუდად ან ძალიან ცუდად, მაშინ გამოდის რომ არ შეიძლება ეს გვინდოდეს.
მაგ. ამ მომენტში ყველაზე მეტად მინდა ავდგე, წავიდე სახლში და დავიძინო, მაგრამ თუ ამას გავაკეთებ ანუ წავალ სახლში დასაძინებლად, გაღვიძების შემდეგ ყველა ვარიანტში მივიღებ შედეგს, რომლის მიღებაც არ მინდა. ანუ გაუგებარია რა მინდა, ან ვიცი რაც მინდა თუმცა საკითხი ეხება პრიორიტეტებს.
ვხვდები, რომ ცხოვრების ამ კონკრეტულ მომენტში, ყველა სურვილი რაც გამაჩნია ამოვარდნილია საჭიროას პარამეტრებიდან და მიუხედავად იმისა, რომ ვიცი ერთხელ ვცხოვრობ და ეს ცხოვრება საკმაოდ ხანმოკლეა მაინც ვერ ვაკეთებ იმას, რისი გაკეთების სურვილიც გამაჩნია, ვინაიდან კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ ის შედეგი, რომელიც არ მინდა აუცილებლად დადგება.
რა მინდა არა ზოგადად არამედ ამ მომენტში (არარეალურ და ფანტასტიკურ რაღაცეებს, რაც ყოველთვის, ყველა ადამიანს უნდა არ ვგულისხმობ), ანუ ის რისი გაკეთებაც სავსებით რეალურია და ნებისმიერ წამს შემიძლია განვახორციელო:
  • ძილი (ეს უკვე აღვნიშნე), მინდა ავდგე, გამოვრთო კომპიუტერი, წავიდე და დავიძინო; – შედეგი არც ერთ ვარიანტში არ იქნება სახარბიელო;
  • იმის გამოცხადება, რომ გაურკვეველი ვადით ვწყვეტ მუშაობას, რათა დავისვენო – შედეგი აქაც ცალსახაა;
  • ერთ ადამიანს ვუთხრა ყველაფერი რასაც მასზე ვფიქრობ (და თქვენ წარმოიდგინეთ აქ მხოლოდ ცუდს არ ვგულისხმობ, თუმცა არც უამისობაა) – შედეგი –  პასუხად მივიღებ თავში ხელის რტყმის (:eeh:) სმაილს განხორციელებულს ცხოვრებაში;
  • გაღვიძების და სამსახურიდან წასვლის შემდეგ, ავდგე ჩავიცვა პირველი რაც მომხვდება ხელში და გავიდე სასეირნოდ, შემდეგ სადმე ვჭამო, ავიდე სახლში და ან fox crime-ს ვუყურო ან რამე ფილმს, შემდეგ რამე წავიკითხო და დავიძინო –  შედეგი აქ უკვე ცნობილია, ვინაიდან ამ ქმდებამდე აღწერილი ორი აუცილებელი პირობა (სამსახურიდან წასვლა და დაძინება) უკვე განვიხილეთ, როგორც მიუღებელი შედეგის მომტანი საქციელი.
ძალიან ცოტა რამ მინდა და ძალიან ცოტა რამ მეყოფოდა ამ მომენტში კმაყოფილების მისაღწევად, თუმცა ეს არ ღირს იმ შედეგად რასაც მივიღებ, შესაბამისად გაუგებარია რა სიკვდილი მინდა.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s