ხიდები დავწვი


ხიდების დაწვა, აფეთქება, განადგურება, თავის დამშვიდების ერთ-ერთი ფორმაა, თავის მიწაში ჩადების, სირაქლემის პოზის მორგების ერთ-ერთი ფორმა. ჩვენ ვწვავთ ხიდებს. და რა არის ამის მიზეზი?! თავს ვისგან ან რისგან ვიცავთ, იმისგან, რომ ჩვენამდე ვეღარ მოაღწიონ, თუ ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ჩვენ ვეღარ მივაღწიოთ ხიდის მეორე მხარემდე. თავს ვიცავთ საკუთარი თავისგან, ვისპობთ ყველა შესაძლო გზას იმისკენ, რისი გაკეთებაც გვინდა და არ არის საჭირო ან არ გვინდა, თუმცა ვიცით, რომ წამიერმა, წუთიერმა თუ საათობრივმა გონების დაბინდვამ, გონების არევამ შეძლება გვაიძულოს კვლავ გავიაროთ ეს ხიდი, იმ შემთხვევაში კი თუ აღნიშნული გადასასვლელი, დამაკავშირებელი გზა აღარ იარსებებს, ვერანაირი სისუსტე, გონების არევა ვეღარ გვაიძულებს იმ ტერიტორიაზე გადასვლას, კავშირის აღდგენას იმასთან რისგანაც თავის დაცვას ასეთი მონდომებით ვცდილობთ.

მხოლოდ ჩვენ ვიცით, მხოლოდ ჩვენ გვესმის, რამდენი ხნის ფიქრის შედეგად, ან პირიქით სპონტანური გადაწყვეტილებით, თუმცა დიდი იმედგაცრუებითა და სინანულით ვასხამთ ბენზინს და ვუკიდებთ ასანთს, ვაჭერთ ღილაკს და ვაფეთქებთ ერთადერთ დამაკავშირებელ გზას. და რა ხდება ამის შემდეგ, ვღებულობთ შვებას?! ახლა როცა შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ იმაში რომ აღარ არსებობს უკან დასახევი გზა, აღარ არსებობს გადაწყვეტილების შეცვლის შანსი, მოვსპეთ ის ერთადერთი მისადგომი, რომლითაც შეგვეძლო თუნდაც არასაჭირო, მაგრამ კონკრეტულ მომენტში სასურველი ნაბიჯები გადაგვედგა.
არა, ესეც მხოლოდ თავის მოტყუებაა და მეტი არაფერი, ისევ თავს ვაჯერებთ, რომ ახლა შეგვიძლია თავისუფლად ამოვისუნთქოთ, რომ აწი ვეღარც ჩვენამდე მოაღწევენ და ვერც ჩვენ გადავალთ მეორე მხარეს, ვაიძულებთ საკუთარ თავს ამის დაჯერებას, მაგრამ სადღაც მაინც გვახსენებს თავს ეჭვი, იმის ეჭვი, რომ შესაძლოა სწორად არ მოვიქეცით, შესაძლოა არ ღირდა მსგავსი ნაბიჯის გადადგმა, შესაძლოა ვიჩქარეთ, შესაძლოა ზედმეტად რადიკლაური გადაწყვეტილება მივიღეთ.
და დგება ყველაზე საშინელი მომენტი, ჩვენი ძალისხმევით თუ მის გარეშე აღმოვაჩენთ, რომ სადღაც ერთი ბილიკი გამოგვრჩა, რომ ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი დაკარგული, რომ ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია, ჩვენი ე.წ. ნაჩქარევი, რადიკალური ნაბიჯის შეცვლა და ვდგებით ისევ დილემის წინაშე. განა ტყულა ვიწვალეთ ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად, ტყუილა ვიტანჯეთ? მაგრამ მეორეს მხრივ შანსი მოგვეცა გამოვასწოროთ ის რასაც განსაკუთრებული სისუსტის მომენტებში შეცდომას ვეძახით.
გზა, რომელიც გავიარე(თ):
  • დილის 6 საათზე, თითქოს გონებაში რაღაც აფეთქდა, მომენტალურად გავახილეთ თვალები (რა კარგია, რომ იმ მომენტში ვერავინ გვხედავდა, არ არსებობს მოწმე, რომლემაც ჩვენს თვალებში ჩამდგარი პანიკა დაინახა), გაგვახსენდა ის, რაც ჯობდა, რომ არ გაგვხსენებოდა, გონებას უნდა გააჩნდეს იმდენი ჭკუა, რომ მსგავსი მოვლენები, მსგავსი ქმედებები ყოველგვარი განხილვისა და გასაჩივრების უფლების გარეშე ამოშალოს მეხსიერებიდან. რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა შოკი, პანიკა, არაადეკვატური ფიქრები.
  • ნელ-ნელა ვიწყებთ თავის დამშვიდებას, ნელ-ნელა ვხვდებით, რომ დროს ვეღარ დავაბრუნებთ, ვერც მეხსიერებიდან ამოვშლით ვერაფერს, ვაცნობიერებთ, რომ საჭიროა სასწრაფოდ გამოსავლის პოვნა ან ისეთი მიზეზის მოფიქრება, რომლითაც თავს დავიმშვიდებთ და ვიტყვით, რომ ”მიგვიფურთხებია”.
  • ასეთ მიზეზს ვერ ვპოულობთ, რამდენიმე წუთის განმავლობაში დაჟინებით ვუმეორებთ საკუთარ თავს, რომ ”ცხოვრებაში არაფერი უნდა ინანო”, რომ ვინაიდან ეს გააკეთე ე.ი. გინდოდა და მორჩა. მცდელობა ამაოა, არგუმენტი სუსტია, გონება დაჟინებით უარყოფს მას.
  • ვხვდებით, რომ თავს ვერ დავიმშვიდებთ ე.ი. მოქმედებაა საჭირო, მოქმედებაზე გადასვლისთვის კი აუცილებელია პასუხი მოგვთხოვონ იმისთვის რაც გავაკეთეთ, პასუხს კი არ მოგვთხოვენ, ე.ი. თავი უნდა დავიცვათ, უნდა გავაკეთოთ ის რაც ჩვენ მოგგვგრის შვებას, სხვებს და მათ შორის მეორე მხარესაც, თავში ქვა უხლიათ.
  • ერთადერთ ქმედება, რომელმაც შესაძლოა სიმშვიდე მოგვიტანოს, თუნდაც სრული არა, მაგრამ სიმშვიდე რაღაც დოზით, არის ხიდების დაწვა, ყველა დამაკავშირებელი გზის აფეთქება. ამასობაში კამათს ვიწყებთ საკუთარ თავთან, ვიწყებთ ფიქრს, რომ ჯერ ბოლომდე არ გვღვიძავს, ჯერ საღად ვერ ვაზროვნებთ, ასეთი გადაწყვეტილების მიღება კი მხოლოდ საღ გონებაზე შეიძლება. თუმცა დრო არ გვაქვს, დროში ვიწვებით, არ უნდა გათენდეს! კვირა დღე თენდება, ე.ი. დრო შედარებით მეტი გვაქვს, დღეს არ მოუწევთ ადრე გაღვიძება, ჩვენ უპირატეოსბა გვაქვს, რამდენიმე საათიანი უპირატესობა.
  • გათენდა, დრო აღარ იცდის, გადაწყვეტილება სისრულეში ან ახლავე უნდა მოვიყვანოთ, ან შემდეგ გვიან იქნება. ჯერ კიდევ ვერ ვაზროვნებთ სრულიად საღად, მაგრამ ვიღებთ გადაწყვეტილებას, ეს ერთადერთია რისი გაკეთებაც შეგვიძლია, ვხვდებით, რომ ორივე შემთხვევაში შესაძლოა ძალიან ვინანოთ, მაგრამ ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ ეს ერთადერთი სწორი გამოსავალია.
  • ნიადაგი მომზადებულია, მხოლოდ ერთი ხელის მოქმედებაა საჭირო და შეგვეძლება ვთქვათ, რომ ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ხელი არ გვემორჩილება, თუმცა გარკვეული ყოყმანის შემდეგ მაინც ვდგამთ ამ ნაბიჯს.
  • დიდი ვერაფერი შეგრძნებაა, მართალია უკვე ყველაფერი გავაკეთეთ და არაფრის შეცვლა აღარ შეიძლება, მაგრამ ნანატრი შვება არა და არ მოდის.
  • ცოტა ხანში ვეგუებით იმას, რომ მართალია ჩვენი დაუფიქრებელი ნაბიჯი საკმაოდ ძვირად დაგვიჯდა, მაგრამ დროულად შევძელით რადიკალური გადაწყვეტილების მიღება და სწორად მოვიქეცით, მიუხედავად დანაკარგებისა სწორად მოვიქეცით.
  • და აი ყველაზე საშინელი წუთიც დგება, გამოგვრჩა, რაღაც გამოგვრჩა, ბილიკი დავტოვეთ, გაუცნობიერებლად მაგრამ მაინც დავტოვეთ და რაც ყველაზე საშინელია ამ ბილიკს ვერაფერს მოვუხერხებთ, ნებისმიერ მომენტში შეგვეძლება დავუკავშირდეთ იმ მხარეს, რომელთან კავშირის გაწყვეტაც ამდენი ძალისხმევის ფასად დაგვიჯდა.

Advertisements

5 thoughts on “ხიდები დავწვი

    1. არ ვკითხულობ რასთან ან ვისთან დასაკავშირებელ ხიდებზეა საუბარი, თუმცა მაინტერესებს მოიტანა ამან რაიმე სახის კმაყოფილება? და რა იყო ამის მიზეზი საკუთარი თავისგან თავის დაცვა თუ მეორე მხარისგან თავის დაცვა?

      Like

  1. tina

    ცოტა ხანში ვეგუებით იმას, რომ მართალია ჩვენი დაუფიქრებელი ნაბიჯი საკმაოდ ძვირად დაგვიჯდა, მაგრამ დროულად შევძელით რადიკალური გადაწყვეტილების მიღება და სწორად მოვიქეცით, მიუხედავად დანაკარგებისა სწორად მოვიქეცით.

    Like

  2. ”თავს ვისგან ან რისგან ვიცავთ, იმისგან, რომ ჩვენამდე ვეღარ მოაღწიონ, თუ ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ჩვენ ვეღარ მივაღწიოთ ხიდის მეორე მხარემდე” – თავს ვიცავთ იმისგან, რომ ჩვენ ვეღარ მივაღწიოთ მეორე მხარემდე, არადა გულის სიღრმეში ძალიან გვინდა, რომ ჩვენამდე მოაღწიონ. სწორედ ამიტომ ჩვენს თავს ვზღუდავთ და სხვისგან ველოდებით ”მოღწევას”… ის ერთი დარჩებილი ბილიკი კი ყველაზე მტკივნეულია და მისი დაწვა ყველაზე რთულია, ეს ბილიკი სწორედ ჩვენამდე მოღწევის სურვილია, სამწუხაროდ…
    და თუ შევძლებთ ამ დარჩენილი ბილიკის დაწვას, კმაყოფილების მცირეოდენი შანსი არის… ამ ბილიკს თუ ვერ დავწვავთ, ვერც კმაყოფილებას მივაღწევთ.
    მართლაც სირაქლემას პოზაა ეს, მაგრამ რას ვიზამთ, ზოგჯერ საჭიროა საკუთარი თავს შეზღუდვა და ხიდის შენი ნაწილის დაწვა მაინც, ანუ იმ ნაწილის, რომლითაც შენ სარგებლობ…

    Like

    1. ზოგჯერ პრობლემა ისაა, რომ ბილიკის აღდგენა ნებისმიერ მომენტში შეგიძლია, თან დრო რომ გადის პირველი შოკური მდგომარეობა წყნარდება და თავის დაცვის პანიკური სურვილიც ქრება, მერე იწყება გზების აღდგენაზე ფიქრი

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s