ეს არ არის პარანოია


ხასიათის ცვალებადობა, მოულოდნელი სიხარულის, აუხსნელი ბედნიერების შეგრძნება, შემდეგ საშინელი ზიზღი, ზიზღი ყველაფრის მიმართ, აუხსნელი სასოწარკვეთა, ისეთივე აუხსნელი, როგორც მოულოდნელი ბედნიერებაა. თითქოს ხასიათის შესაბამისად ყველა და ყველაფერი პირს კრავს და მოვლენები, ნივთები, ადამიანები უნებურად აღნიშნული ხასიათის შესაბამისად იწყებენ მოქმედებას, აღნიშნული ხასიათის შესაბამისად ვხედავთ მათ არსებობას. მუსიკაც, დიახ მუსიკაც შერჩევის, წინასწარი გათვლის გარეშე ყოველთვის შესაბამის შეგრძნებებს უწყობს ხელს, ფონად მიყვება, ძალიან უხდება და კიდევ უფრო ამძაფრებს აუხსნელ შემოჩენილ დამპალ განწყობას.

შემდეგ დგება მომენტი, როდესაც აღმოაჩენ, რომ განიცდი ტკბობას, ტკბობას იმით თუ როგორ დაიღალე, როგორ საზიზღარ განწყობაზე ხარ, როგორ ვეღარ იტან ვეღარაფერს, გიხარია, რომ შეგიძლია ბოლომდე ჩამოყარო ხელები და უბრალოდ თქვა, რომ დღეს შენ ცუდად ხარ, უბრალოდ ცუდად და შენ გაქვს ამის უფლება, ყველას აქვს ამის უფლება, წარმოუდგენელი თავისუფლების შეგრძნება გაქვს, თავისუფლების იმის გამო, რომ შენ იპოვნე მიზეზი იმისა თუ რატომ არ უნდა აკეთო ის რისი კეთებაც არ გინდა, არ იფიქრო არაფერზე გარდა იმისა, რომ მუსიკა საშინლად უხდება შენს მიმდინარე ცხოვრებას, მიმდინარე წუთებს. მუსიკა ხომ ასოციაციების მიხედვით გვიყვარდება როგორც წესი, და რა გასაოცარია, რომ ყველა სიმღერა ერთი მეორეზე მიყოლებით იმ ასოციაციების შემცველია, რომლებიც კიდევ უფრო შეუწყობენ ხელს შენს სულ რამდენიმე წუთის წინ ნაპოვნ მელანქოლიურ თავისუფლებას.

მხოლოდ მუსიკა? არა მხოლოდ მუსიკა არა, ამინდიც, უძილობაც, დანარჩენი ადამიანების განწყობაც, ყველაფერი შენი ხასიათის მიხედვით ასრულებს თავის როლს, ხელს გიწყობენ, ვერც ხვდებიან, მაგრამ ხელს გიწყობენ. დროც, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დროც სწრაფად გადის, გაგრძნობისნებს, რომ იმდენად ჩაეფლე შენი საშინელი ხასიათით ტკბობაში, რომ მის მიმდინარეობას ვეღარც კი აფიქსირებ.

არაფრის კეთება არ გინდა, იდეალური იქნებოდა, სიბნელეში, შენი ოთახის სიბნელეში ჯდომა, მუსიკის ჩართვა, რომლის წინასწარ შერჩევაც არ მოგიწევს, ის დღეს შენთვის უკრავს, ის თავისით გადაარჩევს შესაფერისს და შეუფერებელს. უბრალოდ ჯდომა, უმეტყველო სახით ჯდომა, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს, შენ ხომ სიბნელეზე ოცნებობ, არა მხოლოდ სიბნელეზე არ ოცნებობ, აქედან წასვლაზე ოცნებობ, შორს? არა რა შორს, გაქცევა არც გიფიქრია, დღეს ხომ შენ თავუფლების სრული ზენიტს განიცდი, უბრალოდ აქედან წასვლა იქნებოდა იდეალური, იქ სადაც სიბნელეს არ დაარღვევს ქუჩის ლამპიონები, იქ სადაც მანქანების ხმარუის ნაცვლად, ჭრიჭინების ხმა შეგაწუხებს და შეეცდები მათში კალიების ფრთები ხახუნის ხმა გამოარჩიო, რათა გრძნობდე მოახლოებულ საფრთხეს, თუმცა არა, დღეს კალიებიც არავის ანაღვლებს.

ისევ ჩართავ ახლად აღმოჩენილ, უკვე ”საყვარელის” სტატუს მოპოვებულ სიმღერას, რომელმაც პირველი მოსმენისთანავე მოიტანა ასოციაციები, როგორ? საიდან?! არ იცი, თუმცა ეს ხომ ადრეც მომხდარა, დიახ არსებობს სიმღერები, რომლებიც პირველი ყურის მოკვრისთანავე აღძრავენ ასოციაციებს, მხოლოდ შენს კუთვნილ ასოციაციებს, ზოგჯერ მოგონებებსაც კი.

ვერანაირი კარგი ხასიათი, ვერავითარი აღტკინებული ბედნიერების შეგრძნება ვერ შეედრება, ზიზღში გადასული სასოწარკვეთით მოტანილ შეგრძნებებს, ნაპოვნ თავისუფლებას, იმ სიამოვნებას, რომელსაც შენში ეს ზიზღნარევი ტკბობა იწვევს.

განა პრობლემები გაქრა?! განა გასაკეთებელი, საფიქრალი აღარფერი გაქვს?! არა, პირიქით ამდენი არასოდეს გქონია და დღეს ეს შენ საერთოდ არ განაღვლებს, პირველად ხდება, რომ პრობლემებზე ფიქრი მოდის ისე, რომ მას შენი გონება არ ავითარებს, განსაკუთრებული ჟინით არ ცდილობს მასზე ფიქრს, არ იყენებს ძალისხმევას მათ მოსაშორებლად, რადგან ამას ძალისხმევა არ სჭირდება, დღეს ეს უმნიშვნელოა და სრულიად უინტერესოა.

Advertisements

5 thoughts on “ეს არ არის პარანოია

  1. ვაიმე,როგორი ნაცნობია!
    დიდი ხანია მინდოდა დამეწერა ამ თემაზე,მაინტერესებდა,იქნებ ვინმე სხვასაც აწუხებდა ეს გრძნობები…და აი. : )
    მომწონს.
    ნამდვილი ნისლია! ❤

    Like

  2. ხო. მერე დაბლა საწინააღმდეგო აზრებიც დაიწერა,მაგრამ მე მაგ სიამოვნებას მაინც დეპრესიას ვეძახი. : ) 
    და კიდევ ხასიათიც ცვალებადობას. მაგარია 😀

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s