ძვირფასო ადრესატო – წერილი II


ყოველთვის, როდესაც მგონია, რომ თავი ამოწურეთ და მეტი ვეღარაფრით შეძლებთ ჩემ გაოცებას, ახალ ნაბიჯს იგონებთ, რომლითაც გულწრფელად განცვიფრებული ვრჩები ხოლმე. ჩემს წინა, მოკრძალებულ წერილში უკვე აღვნიშნე, რომ დიდად მადლობელი გახლდით იმის გამო რომ ჩემი მუზის საპატიო სახელის მოპოვება შეძელით, იქიდან გამომდინარე, რომ საკმაო პრობლემას განვიცდიდი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ ღრმა მწუხარებაში ჩავვარდი, როდესაც მივხვდი, რომ თქვენი მუზობა მხოლოდ 1 წერილით შემოფარგლა და მეტი ვერც თქვენ შეძელით და ვერც მე, თუმცა გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, თქვენმა ესოდენ სულელურმა (მაპატიეთ თუმცა ამას სხვას ვერაფერს ვუწოდებ) ნაბიჯმა, თქვენ და მეც კვლავ მოგვცა შანსი კიდევ ერთი უინტერესო, თუმცა წაკითხვადი წერილი შეგვექმნა.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აღფრთოვანებული ვარ თქვენი სანაცნობო (სამეგობროს ვიტყოდი მაგრამ ვინაიდან ამ სიაში ჩემი თავიც ვიპოვნე, ეს უკვე შეუძლებელია) წრის მრავალფეროვნებითა და სიმრავლით. ცუდად არ გამიგოთ, რა თქმა უნდა თქვენი პერსონის პოპულარობაში არც აქამდე შემიტანია ეჭვი, მაგრამ თქვენი ამჟამინდელი ნაბიჯის შედეგად, სანაცნობო წრის სიუხვემ და სიჭრელემ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

აშკარად ეტყობა თქვენს უკანასკნელ ნაბიჯს, თუ რამდენი დრო დასჭირდა იმის მოფიქრებას თუ რა პასუხი უნდა მიეღო თქვენგან, როგორც სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე იდეალური ქმნილებისგან ჩემს ბოლო ტუტუცურ, თავხედ ქმედებას, რაც რა თქმა უნდა დასაფასებელია, თუმცა მოკრძალებითა და თავმდაბლობით მინდა გითხრათ, რომ ეს ამად არ ღირდა, არ იყო საჭირო, უამისოდაც შეგეძლოთ გაგეგრძელებინათ თქვენი მოღვაწეობა.

რა თქმა უნდა თქვენ თვლით, რომ ჩემი საქციელი მხოლოდ იაფფასიანი პროვოკაცია იყო და თქვენი მხრიდან ჭკუის სასწავლებელ ღონისძიებას საჭიროებდა, თუმცა გარწმუნებთ, რომ თქვენი პროვოცირება ჯერ კიდევ 3 წლის წინაც კი არ მიფიქრია, დღევანდელ სიტუაციაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ, შესაბამისად როგორ ძალიანაც არ უნდა მიჭირდეს თქვენთვის ამის თქმა, თავს მოვალედ ვთვლი გამცნოთ, რომ ეს ამად არ ღირდა.

ძალიან ვწუხვარ, თუ ჩემი ამ დუნიაზე სიარულიც კი თქვენს აღშფოთებას იწვევს და სამყარო გაცილებით ნათელი იქნებოდა თუკი საერთოდ არ ვიარსებებდი (მგონი იქით მივდივარ, რომ ბოლო პერიოდში ძალიან პოპულაურილი ფრაზის ”მაპატიეთ, რომ ვარსებობ” თქმა მომიწევს, მაგრამ შევეცდები, თავიდან ავიცილო მსგავსი მდარე იუმორის შემცველი და ბანალური ფრაზის გამოყენება), მაგრამ რას ვიზამთ ფაქტი ფაქტად რჩება.

უნდა ვაღიარო, რომ იშვიათი ოსტატობით გამოირჩევით და ნებისმიერ სიტუაციაში შეგიძლიათ ხოლმე ჩემი დამნაშავედ, პროვოკატორად, მომაბეზრებელ სუბიექტად გამოყვანა, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს თქვენ არ შეგეფერებათ, თქვენ გაცილებით მაღალ საფეხურზე უნდა იდგეთ. ბოლოს და ბოლოს ვინ ვარ მე?! -ადამიანი, რომელიც მუდმივად აზვიადებს ყველაფრის მნიშვნელობას.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s