”ეგზორციზმი და ეკლესიის მებრძოლი” – ინტერვიუ მამა თომასთან


საკმაოდ დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ, გადავწყვიტე დავუბრუნდე ეგზორციზმის თემას. დიდი ხანია აღნიშნულ საკითხზე არც არაფერი წამიკითხავს, არც ამ თემაზე მინახავს რაიმე ფილმი და მოკლედ შემიძლია ვთქვა რომ დავისვენე, რამდენად სწორად ვიქცევი კვლავ ამ თემას, რომ ვუბრუნდები და ამჯერად რამდენად ბოლომდე ჩავეფლობის აღნიშულ საკითხში არ ვიცი, თუმცა გადავწყვიტე არსებული ”ცოდნა” გავიღრმავო.
გთავაზობთ ინტერვიუს წიგნ ”ეგზორციზმი და ეკლესიის მებრძოლი”-ს ავტორთან მამა თომასთან. წიგნში დეტალურადაა განხილული ეშმაკით შეპყრობისა და ეგზორციზმის ფენომენი.
ჟურნალისტი: თქვენი წიგნის წაკითხვის შემდეგ შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ეგზორციზმი არსი ლოცვის სახეობა. ასეა?
მამა თომასი: დიახ.
ჟურნალისტი: არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უჩნდებათ კითხვა რა საჭიროა ეგზორციზმის ჩასატარებლად ეკლესია და მღვდელი, რატომ არ შეიძლება ყველა საჭირო ლოცვა მსხვერპლის მეგობარმა წაიკითხოს და შეასრულოს რიტუალი?
მამა თომასი: მართლაც შესაძლებელია, რომ ადამიანებმა თავად ილოცონ ბოროტის წინააღმდეგ. ხოლო როდესაც უშუალოდ ეკლესია ერევა არის ყველაზე მძიმე შემთხვევები. ამ შემთხვევებში აუცილებელია რიტუალი ჩაატარდეს ეკლესიურად და ეს გააკეთოს ადამიანმა რომელს პროფესიაც სწორედ ეკლესიას უკავშირდება. როდესაც შეხება გაქვს უშუალოდ ძლიერ დემონთან, შენ მას ზრდილობიანად ვერ სთხოვ წავიდეს, ასე არაფერი გამოვა. ვინაიდან ამ შემთხვევაში უბრალოდ ადამიანის ან მათი ჯგუფის ლოცვა არ არის საკმარისი, აქ აუცილებელია ჩაერთოს ეკლესია, ჩატარდერს წირვა. ამ შემთხვევაში ეკლესია უბრძანებს დემონს, რომ წავიდეს. აქ საუბარია იმაზე, რომ წასვლას ითხოვს ღვთის მიერ (თავად ქრისტეს) მიერ ავტორიზებული ადამიანი, ეკლესიის წარმომადგენელი.
ჟურნალისტი: ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ განაცხადეთ, რომ ”რიტუალის ძალა დამოკიდებულია იმაზე თუ რამხელა რწმენით აკეთებ მას.” იქნებ განავრცოთ ეს მოსაზრება.

მამა თომასი: თავად რიტუალს აქვს მთლიანად ეკლესიის ძალა, ვინაიდან ეს სრულიად საეკლესიო რიტუალია. შესაძლოა თავად ეგზორცისტს არ ჰქონდეს საკმარისი თავდაჯერებულობა, მაგრამ ამან იმოქმედოს, ვინაიდან მის უკან მთლიანად ეკლესია დგას. თუმცაღა როდესაც თავად პიროვნებას გააჩნია ქრისტეს რწმენა და იმის რწმენა რომ რიტუალის შედეგად შესაძლებელი იქნება გამარჯვება, ეს რა თქმა უნდა გაცილებით დიდ ძალას სძენს ეგზორციზმს.
ჟურნალისტი: თქვენი წიგნიდან აშკარად ჩანს, რომ იესოს სახელი დემონებისთვის განსაკუთრებულ ტანჯვასთანაა დაკავშირებული და განსაკუთრებული ძალა აქვს. თუ შეუძლიათ მათ ამ სიტყვის (მისი სახელის) უპატივცემულო ფორმაში წარმოთქმა თუ მათთვის ეს სიტყვა საერთოდ გამოუთქმელია? თავად ამ სიტყვას აქვს ძალა, თუ იმას როგორ იტყვის მორწმუნე (რამხელა რწმენითა და პატივისცემით იტყვის)?
მამა თომასი: ”რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი, ზეცისაც, ქვეყნისაც და ქვესკნელისაც, და ყველა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, სადიდებლად ღვთის და მამისა.” (ფილიპელთა მიმართ 2:10-11), შესაბამისად დემონებს ყოველთვის ეშინიათ იესოს სახელის. ზოგადად ისინი ამ სახელს არასოდეს ამბობენ და რა თქმა უნდა ამ სახელის მოსმენაც მათთვის მსუქბუქად, რომ ვთქვათ არ არის სასიამოვნო, მაგრამ ისინი ვალდებულნი არიან შეასრულონ ყველა ბრძანება, რომელიც ნაბრძანებია ამ სახელით. ერთადერთი როდესაც ისინი ამბობენ იესოს წმინდა სახელს არის ის შემთხვევა, როდესაც ადამიანის სხეულის დატოვებისას მათ ნაბრძანები აქვთ თქვან მისი სახელი, რაც იქნება იმის გამომხატველი, რომ ისინი საბოლოოდ დამარხდნენ. მე ვუბრძანე დემონებს ეთქვათ ”იესო არის უფალი” როდესაც ისინი ტოვებდნენ ადამიანს. ასევე ისინი რა თქმა უნდა ვერ იტანენ, როდესაც მორწმუნეები განსაკუთრებული მოწიწებით ახსენებენ მის სახელს ლოცვის დროს ან წირვის დროს. იესოს სახელი გამოხატავს ღვთის ძალაუფლებას ბოროტი ძალების მიმართ და ისინი ვალდებულნი არიან დაემორჩილონ მას.
ჟურნალისტი: არა ერთხელ მსმენია საკმაოდ დაუჯერებელი ისტორიები ეგზორციზმზე, რომლებშიც ფიგურირებს ოთახში ნივთების დამოუკიდეველი გადაადგილება, თაროებიდან ნივთების გადმოყრა, შეპყრობილის ჰაერში დაკიდება და ა.შ. თქვენ თუ შეხვედრიხართ მსგავს შემთხვევას?
მამა თომასი: არც თუ ისე ხშირად მქონია მსგავსი შემთხვევა. ეს არის ჰოლივუდის მეირ ამ თემაზე გადაღებული ფილმების გავლენა, სადაც რა თქმა უნდა ყველაფერი გაზვიადებულია, თუმცა ცხოვრებაში ეგზორციზმი გაცილებით ბანაულარდ მიმდინარეობს.
ჟურნალისტი: იქნებ მაშინ მითხრათ როგორ ანსხვავებთ იმას ადამიანი რეალურად შეპყრობილია, სულიერად ავადმყოფია თუ უბრალოდ თამაშობს?
მამა თომასი: ეგზორციზმის რიტუალი გვასწავლის –  იმის დასადგენად ადამიანი შეპყრობილია თუ არა რეალურად დემონით არსებობს რამდენიმე კრიტერიუმი:
1. მსხვერპლი საუბრობს მისთვის უცნობ (ეზოთერულ) ენებზე;
2. აქვს არაადამიანური ძალა;
3. გააჩნია ოკულტური ცოდნა (როგორიცაა მაგ. ინფორმაცია ჰქონდეს საკითხზე, რომელიც არ შეიძლება სცოდნოდა და ა.შ.).
თუმცა ეს სია სრული არ არის.
ერთ-ერთი ან რამდენიმე ჩამოთვლილი ნიშანი მიუთითებს იმას, რომ საქმე გვაქვს ეშმაკით შეპყრობასთან. ადამიანები, რომლებსაც გამოხატული აქვთ აღნიშნული ნიშნები გვხვდებიან საკმაოდ იშვიათად თუმცა არსებობენ.  როდესაც ეს ნიშნები საკმაოდ მცირედაა გამოხატული ვმუშაობთ პროფესიონალებთან, რათა გავიგოთ ეს გამოხატულებები რამდენად ბუნებრივია. როგორც კი ადამიანი გვეტყვის, რომ დემონი ყავს შეჩენილი ეგრევე შეპყრობილად არ ვაცხადებთ.
ადამიანს, რომელსაც პრობლემა აქვს დემონებთან, შესაძლოა ასევე ჰქონდეს ფსიქოლოგიური პრობლემებიც, ანუ სავსებით შესაძლებელია ერთ ადამიანს ჰქონდეს ორივე გამოხატულება. ამიტომ სასურველია მსხვერპლმა ორმაგი გამოჯანმრთელების გზა გაიაროს ეკლესიური (ეგზორციზმი) და ფსიქოლოგიური.
ჟურნალისტი: ანუ თქვენ იწვევთ პროფესიონალებსაც, რომლებიც პროცესში მონაწილეობას ღებულობენ?
მამა თომასი: დიახ. ფსიქიატრს ან ექიმს შეუძლია დაანახოს ეგზორცისტს სად არის პრობლემის სამედიცინო მხარე, რათა მან აქცენტირება სულიერზე გააკეთოს. რა თქმა უნდა საუკეთესოა მუშაობა სამედიცინო სფეროს იმ პროფესიონალებთან, რომლებსაც სწამთ ღმერთის და სჯერათ ეშმაკის არსებობის.

ჟურნალისტი: თქვენ ალბათ ბევრის სულიერი ბრძოლის გადატანა გიწევთ. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია რწმენა შეინარჩუნოთ შეურყევლად. თუ გაქვთ ჩვენთვის რაიმე რჩევა?
მამა თომასი: ორი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ,იყავით თავმდაბლები და მოწყალენი. ადამიანი ყოველთვის უნდა ეძებდეს რჩევას, დამცველს, ეკლესიას. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანის სულიერი ცხოვრებისთვის.

ჟურნალისტი: თქვენ აღნიშნეთ, რომ ხშირ შემთხვევაში არა საეკლესიო პროფესიონალებიც არიან ჩართულნი ეგზორციზმის პროცესში. ყველაზე ხშირად რა ტიპის რეაქციებს ხვდებით მათი მხრიდან? ისინი ფიქრობენ, რომ ყველაფერი რაც ეგზორციზმთანაა დაკავშირებული არის სიგიჟე, თუ ისინი ეთანხმებიან ეკლესიას იმ მოსაზრებაში, რომ რაღაც არაბუნებრივი ხდება?
მამა თომასი: უმჯობესი იქნება თუ ვიტყვით რომ არა საეკლესიო პროფესიონალები ყველაზე ხშირად ჩართულები არიან საკონსულტაციო პროცესში და არ თავად ეგზორციზმის მიმდინარეობაში. თუმცა მე მქონია შემთხვევა, როდესაც პროფესიონალისთვის მითხოვია დასწრება ლოცვის პროცესზე, და ისინი ყოველთვის აღფრთოვანებულები არიან, რომ ეკლესია ლოცვით ახდენს ადამიანის განკურნებას, ეს სულიერი მკურნალობაა და არა ფსიქოლოგიური. ამით ისინი აღმოაჩენენ, რომ მეცნიერებას (მათთვის რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს) ზოგჯერ არ აქვს პასუხი ყველა კითხვაზე და არ გააჩნია ყველა შემთხვევაში ადამიანის მკურნალობისთვის საჭირო რესურსი. როდესაც პაციენტი შეპყრობილია, ეს ხშირ შემთხვევაში ბლოკავს ადამიანის ფსიქოლოგიურ და სამედიცინო განკურნების შესაძლებლობას, მაგრამ როდესაც ადამიანი თავისუფლდება დემონისგან მკურნალობის სხვა სახეები უკვე იღებს შედეგებს. როდესაც ფსიქოლოგი ესწრებოდა ჩემს მიერ ჩატარებულ ლოცვის სესიას, ის ყოველთვის განიცდიდა განცვიფრებას ღვთის ძალით, რომელიც განკურნავდა ადამიანს.
ჩემმა მეგობარმა ეგზორცისტმა ერთ-ერთ ლოცვის სესიაზე მოიწვია აგნოსტიკოსი ჟურნალისტები, რომლებიც უბრალოდ ხმას ვერ იღებდნენ გაოცებისგან, იმდენად ბევრი აუხსნელი რამ ნახეს. ამის ბოლომდე ახსნა მხოლოდ რწმენას შეუძლია.
როდესაც ჟურნალისტები წერენ ამ საკითხზე ეკლესია ყოველთვის მოითხოვს დაცული იქნეს ანონიმურობა. როდესაც მღვდლები საუბრობენ ამაზე გახსნილად (როგორც ამას მე ვაკეთებ), ისინი ყოველთვის გასცემენ ინფორმაციას, და ისტორიების მოყოლის დროსაც მხოლოდ შემოიფარგლებიან ისეთი დეტალებით, რომლებიც არ არის საკმარისი იმის დასადგენად თუ კონკრეტულად ვიზეა საუბარი. ეს კეთდება მხოლოდ იმისთვის, რომ გამყარდეს ადამიანთა რწმენა.
ჟურნალისტი: რაც შეეხებათ არა კათოლიკეებს ან არა ქრისტიანებს, შეუძლია მღვდელს მათი დახმარება ეშმაკით შეპყრობის შემთხვევაში?
მამა თომასი: კი შეუძლია. არ არსებობს მსგავსი აკრძალვა, ეგზორციზმი შეიძლება ჩაუტარდეთ ადამიანებს, რომლებიც ან არაქრისტიანები არიან ან თუნდაც საერთოდ არ სწამთ. თუკი ეგზორციზმი სწორად ჩატარდება, ეს შეიძლება ამ ადამიანების რწმენის გაჩენის საფუძველიც გაჩნდეს, იმათთვის ვისაც არ სჯერა ქრისტესი ან საერთოდ არ სწამს. ეკლესიაში სიარული არ არის ეგზორციზმის ჩასატარებლად აუცილებელი პირობა. ყოველი ეგზორციზმი არის ღვთის ძალის ჭეშმარიტი მტკიცებულება.
ჟურნალისტი: თქვენ ახსენებთ წიგნში, რომ ამჟამად სატანა და დემონები საკმაოდ დაუძლურებულნი არიან. ეს ნიშნავს იმას, რომ იესო ქრისტეს დაბადებისა და გარდაცვალების ჟამს ისინი უფრო ძლიერები იყვნენ?
მამა თომასი: დიახ ეს ასეა.
ჩემი რამდენიმე მოსაზრება:
  1. წიგნის ავტორი და აღნიშნული ინტერვიუს რესპოდენტი მამა თომასი, საუბრობს ძალიან ზოგადად, ამბობს იმას, რაც ისედაც ცნობილია ნებისმიერი აღნიშნული საკითხით დაინტერესებული ადამიანისთვის. არ საუბრობს კონკრეტულ ფაქტებზე, რა თქმა უნდა მათი სახელებისა და სხვა პერსონალური ინფორმაციის გაცემა არ მაქვს მხედველობაში, უბრალოდ არ მოჰყავს მაგალითები საკუთარი პრაქტიკიდან. ზოგადად ვფიქრობ, რომ ძალიან იშვიათია შემთხვევები, როდესაც მსხვერპლს ე.წ. ”საზეიმო ეგზორციზმის” სრული რიტუალის ჩატარება სჭირდება და მსგავსი ფაქტი მღვდლის ცხოვრებაში შეიძლება ერთხელაც არ დაფიქსირდეს, ვინაიდან უახლეს ისტორიაში გახმაურებული ეგზორციზმის ისტორიები მსუბუქად რომ ვთქვათ ბევრი ნამდვილად არ არის. ხოლო ისინი ვისაც მოუწიათ ასეთი რიტუალის ჩატარება, ამ საკითხზე ვერც ასეთი თავდაჯრებეულობითა და სიმარტივით საუბრობენ და არც ზოგადი მონაცემებით შემოიფარგლებიან.
  2. არ ვიცი ამ ერთი ინტერვიუს მიხედვით რამდენად შესაძლებელია ზოგადად კათოლიკური ეკლესიის ბოლო პერიოდის ამ საკითხთან დაკავშირებულ პოლიტიკაზე საუბარი, თუმცა აშკარაა, რომ ეკლესია ძალიან ფრთხილობს, თითქმის ყოველთვის ცდილობენ ჩართონ სამედიცინო პროფესიონალები რათა პასუხისმგებლობა მაქსიმალურად აირიდონ. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს წესები ეგზორციზმის შესახებ და 1952 წელს მოხდა მათი გადახედვა და ჩაემატა ახალი მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც ადამიანის შეპყრობილად ცნობა უფრო გართულდა (რაც ცალსახად კარგია) ამ ნიშნების არსებობის შემთხვევაშიც კი ეკლესია იზღვევს თავს.
  3. რესპოდენტი საუბრობს იმაზე, რომ ზოგადად ჰოლივუდი ძალიან აზვიადებს ეგზორციზმის თემას, ამბობს, რომ ნივთების ვარდნა და ამის მაგვარი ფაქტები გაზვიადებულია. თუმცა მსგავსი ფაქტები ფიგურირებს როგორც სენტ ლუისის ეგზორციზმის ისტორიის თვითმხილვეველებისა და ეგზორციზსტის მონათხრობში ისე ანელიზ მიშელის ისტორიაშიც. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მძიმე შემთხვევები ფიქსირდება ძალიან იშვიათად, პლიუს ეს ყველაფერი ჟღერს მასისთვის ძალიან დაუჯერებლად და წარმოუდგენლად ამიტომ ცდილობენ ყველაფერი საზოგადოებისთვის უფრო მარტივი და ხელშესახები გახადონ.

Advertisements

One thought on “”ეგზორციზმი და ეკლესიის მებრძოლი” – ინტერვიუ მამა თომასთან

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s