მეთევზეები, თაფლიანი ყავა, მეზობლები, მოკლედ ”პარანოიკის” დღიურებიდან


მაშინვე როგორც გადავწყვიტე, რომ აღარ ღირდა განსაკუთრებული წინააღმდეგობის გაწევა შემოჩენილი პარანოიისა და დევნის მანიისადმი, ახალი საინტერესო მოვლენების (თუ შეიძლება ამ ყველაფერს მოვლენა ვუწოდოთ) აღმოჩენა დავიწყე. გაცილებით საინტერესოა სამსახურისკენ მიმავალი გზა მაშინ, როდესაც ირგვლივ ყველაფერს დაკვირვებული თვალით უყურებ (ზედმეტად დაკვირვებულითაც კი).
პირველი რაც ძალიან მომხვდა თვალში იყო ხანში შესული ყავისფერ პერანგსა და შარვალში გამოწყობილი მამაკაცი, რომელსაც სისხლივით წითელი (სისხლი მთლად წითელი არ არის ვიცი, მაგრამ მაინც მგონია, რომ შედარებად ღირდა) ფეხსაცმელი ეცვა და ამაყად მიაბიჯებდა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ (შესაძლოა მთლად ტელევიზიის წინ არა და პოლიციის განყოფილების წინ, თუმცა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან ისტორია ამ კაცზე აქვე მთავრდება).
მართალია პარანიოიასა და დევნის მანიასთან (თუ სინდრომთან) მტკვარში მდგომ მეთევზეებს არავითარი კავშირი არ აქვთ (ნუ არც იმ წითელ ფეხსაცმლიან მამაკაცს ჰქონდა ამასთან კავშირი მაგრამ მაინც), მაგრამ მათზეც მინდა ორი სიტყვა ვთქვა, აგერ უკვე მეორე დღეა (ანუ პარანოიის გაოფიციალურებამდე 1 დღით ადრე) ვაფიქსირებ, როგორ უდარდელად დგანან კოჭამდე წყალში შუაგულ მზეზე და ელოდებიან, როდის დაიჭერენ თევზს, ვაღიარებ, რომ მშურს მათი, კაცობრიობისთვის ყველა ნაცნობი შურის ფორმით და შესაძლოა აქამდე უცნობითაც, ვინ იცის. დიდი სიამოვნებით ვიდგებოდი მათთან ერთად, მაგრამ ეს არა იმიტომ რომ ჩემში ყოველთვის ვხედავდი მეთევზის პოტენციალს, რომელსაც მხოლოდ ხელის შეწყობა სჭირდებოდა და ბოლოს ზვიგენებზე ნადირობასაც კი მიჰყობდა ხელს, და “discovery”-ზეც არა ერთხელ აჩვენებდნენ, არამედ იმიტომ, რომ არ მინდა ხოლმე იქ წასვლა სადაც მივდივარ და სანაცვლოდ მეთევზეობასაც, რომ დავანებოთ თავი, დილის ცხრა საათზე ზოოპარკშიც კი გავისეირნებდი.
მეზობლებზეც მინდა ორი სიტყვის თქმა, რომლებიც არც ადრე გამოირჩეოდნენ მოკრძალებულობითა და განსაკუთრებული მორიდებულობით, თუმცა ”პარანოიკის” სტატუსის მორგების შემდეგ მათმა კითხვება უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვა შეიძინეს და ყველას ეჭვის თვალით ვუყურებ. არა, უნდა ვაღიარო, რომ მცდარი ინფორმაცია მოგაწოდეთ, ეს ე.წ. ”პარანოიის გაოფიციალურება” გუშინ საღამოს მოხდა და შესაბამისად პირველი საეჭვო პიროვნება ჩემი მეზობელი აღმოჩნდა (რომლის სახელიც ვერ დავიმახსოვრე მიუხედავად იმისა, რომ 13 წელია ლიფტში შეხვედრისას დაკითხვის ფორმით საუბარი ჩვეული მოვლენაა, ჰოდა ვინაიდან არ ვიცი მისი სახელი მას ქვედა ლილის (სახელი შეცვლილია) ქმარს ვეძახი), ჩემი მონდომებული მცდელობის მიუხედავად, რომ როგორმე გავცდენოდი (საშინელი დაღლილობის მიუხედავად ძალიან სწრაფად ავიარე აღმართი) და ლიფტში მის გარეშე შევსულიყავი, რათა 10 სართულის განმავლობაში მის კითხვებზე პასუხების გაცემა არ გამხდარიყო საჭირო, არაფერი გამოვიდა და უკნიდან მომაძახა ლიფტში რომ შეხვალ დამელოდე, უჩემოდ არ წახვიდეო, რაღას ვიზამდი, პარანოია პარანოიაა და ზრდილობა მეორე საკითხია, ჰოდა დაველოდე.ამ ისტორიას აღარ გავაგრძელებ, უინტერესო იქნება, ვინაიდან ყველაფერი ჩვეულებრივი (ფილმებსა თუ რეალურ ცხოვრებაში ნანახი) დაკითხვის სცენარით წავიდა.
დილით რძიანი და თაფლიანი ყავა დავლიე (თავი შეიკავეთ ნაადრევი დასკვნების გამოტანისგან, ვიცი, რომ არავის აინტერესებს რა ვჭამე და რომელ საათზე, თუმცა ამ ყავის დალევას სხვა აზრი უნდა მოვაყოლო, ჰოდა გაითვალისწინეთ, რომ ამ აზრის გამო ვარღვევ ტრადიციას და საკვებსა და სასმელზე ვიწყებ საუბარს), ყავის კეთებისა და მისი დაგემოვნების პროცესში გაბრიელ გარსია მარკესის ”ჩემი ნაღვლიანი მეძავების მოგონების ჟამს ”გამახსენდა, იქაა სწორედ მომენტი თაფლიან ყავაზე რომ საუბრობს, ჰოდა მას შემდეგ უაზროდ მაქვს ეს თითქოს ძალიან უმნიშვნელო მომენტი ჩარჩენილი. მგონი სათქმელისგან ცოტა შორს წავედი, თუმცა უნდა ვაღიარო სათქმელი ბევრი მაქვს და ჩემი განცხადება როგორც მინიმუმ სკანდალური იქნება მეთქი ვერ ვიტყვი, მოკლედ ყავის დალევისას მარკესი გამახსენდა და ვიფიქრე ამაზე პოსტი ხომ არ დამეწერა მეთქი, მაგრამ რა უნდა დავწერო ან რატომ უნდა დამეწერა მეორე საკითხია და მოკლედ შევეშვები ამ თემის ქექვას.
ნამდვილად ვერ ვხვდები ნეტა მოვწონვარ?-ით, როგორ მოხვდა ვიღაც გზააბნეული ჩემს ბლოგზე, უკვე დიდი ხნის წინ დაწერილ თემაში, რომელსაც სენტიმენტალურ გრძნობებთან არავითარ კავშირი არ ქონია და სამსახურსა და შვებულებაზე იყო დაწერილი, თუმცა ის ფაქტი, რომ ეს კითხვა გამიჩნდა, მიუთითებს იმაზე, რომ აღიარებულმა სულიერმა (თუ ფსიქიურმა) აშლილობამ თავისი შედეგი გამოიღო და ავადმყოფურად დაკვირვებული გავხდი.
პ.ს. Just because you’re not paranoid doesn’t mean they’re not out to get you.
Advertisements

2 thoughts on “მეთევზეები, თაფლიანი ყავა, მეზობლები, მოკლედ ”პარანოიკის” დღიურებიდან

  1. dekemberiusi

    მეც ეგეთი ზედმეტად დაკვირვებული გავხვდი მას მერე რაც ერთიდაიმავე გზების გავლა მიწევს ყოველდღე. საინტერესო იყო ძალზედ. და კიდევ თაფლიანი ყავის გასინჯვის სურვილიც გამიჩნდა:)) ისე რაღაცნაირად გაქვს აღწერილი რომ :))

    Like

    1. თაფლიანი ყავა მართლა უგემრიელესია და დილის რაღაცნაირად გემრიელად დაწყებაში გეხმარება 😀 თან მაქვს ხოლმე აკვიატებები ფილმებიდან და წიგნებიდან ძალიან უმნიშვნელო რაღაცეები მამახსოვრდება და მერე ეს დეტალები ცხოვრებაში სხვანაირ დატვირთვას იძენს :))))

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s