Back to black – მერე რა


დავბრუნდი, თუმცა ამაში არც სასიხარულოა რამე და არც განსაცვიფრებელი.
არა ერთხელ დაწერილა და თქმულა, რომ მაშინ როდესაც ყველაზე ნელა გვინდა გავიდეს დრო ყველაზე სწრაფად გადის და პირიქით, ეს ფაქტია, თუმცა ამის ფაქტად ყოფნა და ის, რომ ეს უკვე ყველა სულიერმა ვერბალურად თუ არავერბალურად აღნიშნა არ მართმევს უფლებას მეც გამოვთქვა წუხილი და ამას სამწუხარო რეალობა ვუწოდო.
ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ჯობია საერთოდ არ დავისვენო ვინაიდან ამ ნანატრი პერიოდის დასრულების შემდეგ ისეთი დეპრესია მემართება, რომ ჯობია საერთოდ შევიკავო თავი.
არადა რა მშვენიერია ყოველი დღის იმ საათზე დაწყება, რომელ საათზეც შენი გონება ინებებს კეთილს და გაიღვიძებს, აუჩქარებლად ადგომა და არავითარი პრობლემები, პატარა შემაწუხებელი ფაქტორის ტვინში შემოძვრომის ფაქტის მომენტალური აღმოფხვრა იმ არგუმენტით, რომ ”ჯერ ამის დრო არ არის, დამთავრდება შვებულება და ამაზე შემდეგ ვიფიქრებ”. მთელი დღის ჩამოფარებულ ფარდებში დივანზე ტელევიზორის წინ გატარება, ტელეფონის ზარების სუფთა სინდისით იგნორირება, ფიქრი იმაზე, რომ როდესაც მოგწყინდება შეგიძლია სადაც გინდა იქ წაეხეტო, ჩაიცვა ის რაც გინდა და უმისამართოდ იყიალო თუნდაც გაცხარებული სამუშაო საათების განმავლობაში, ბედნიერი სახით ჩაუარო ოფისებს და უყურო როგორ მუშაობენ სხვები.
შუაგულ მზეზე, მერე რა რომ სიცხისგან ცოტაც და სული ამოგხდება, ცალ თვალს გაახელ გახედავ ულურჯეს ცას, გუშინდელი შტორმის შემდეგ ნელ-ნელა დაწყნარების პროცესში მყოფ ზღვას და გაიფიქრებ, რომ აუტანელი სიცხის მიუხედავად ბედნიერი ხარ.
მერე რა რომ წვიმს, ქარია და გარეთ გასვლაც კი შეუძლებელია, მაინც არსად ხარ წასასვლელი, შეგიძლია ზედმეტი სინდისის ქენჯნის გარეშე ადგე და დროის გასაყვანად კარტი ითამაშო.
მერე რა თუ უკვე ჩვევაში გაქვს გადასული ელ. ფოსტის შემოწმება და სრულიად უაზრო ”სპამების” მიღების მიზეზს ეძებ, მაგალთად რატომ გონიათ რომ განსაკუთრებულად დაინტერესებული ხარ ინტერნეტით სახლიდან გაუსვლელად ფულის შოვნით, ამასაც მალე ივიწყებ და კვლავ უსაქმურობით ტკბობას განაგრძობ. ისიც მალე მიხვდება, რომ აღარ ღირს უინტერესო სპამებით შენთვის თავის შეწყენა და ჩვეულ კალაპოტს უბრუნდება.
მერე რა თუ გზა დამღლელია, გვერდით გულისგამაწვრილებელი ობიექტი მედგრად განაგრძობს შენ ნერვებთან თამაშს, მერე რა თუ გინდება რომ ის ყინულიანი ბოთლი, რომლის დადნობასაც ყველა აქამდე ნაცნობი თუ ჯერ კაცობრიობისთვის უცნობი ხერხებით ცდილობს გამოართვა და გონზე მოსაყვანად პირდაპირ თავში ჩაარტყა, შენ ხომ იცი, რომ ეს სულ რამდენიმე საათში დამთავრდება და ღამის წინასწარი დაკავების იზოლატორში გატარება ნამდვილად არ ღირს.
მერე რა რომ გარუჯვის სურვილმა საშინელ დამწვრობამდე მიგიყვანა და იმაზე ოცნებობ ხვალინდელ დღეს ცოცხალი შეხვდე, ეს ამად მაინც ღირდა.
მერე რა რომ უკვე აღარც კი გახსოვს მერამდენე წელია ოცნებობ ღამე ზღვაში შესვლაზე და ყოველი დაღამებისას ამის გაკეთება გეზარება და მერე რა რომ არც ეს წელია გამონაკლისი.
მერე რა რომ ხაშურში გავლისას თავში გაგიელვა ერთი ჰამაკი ხომ არ მეყიდა და თბილისში მეთერთმეტე სართულზე ჩემს ოთახში გამეკეთებინაო, ეს ხომ მაინც არ გააკეთე.
მერე რა რომ ცივი ყავის მოტანას 30 წუთზე მეტ ხანს ანდომებენ, შენ ხომ არსად გეჩქარება და თანაც აქ ყველაზე გემრიელი ცივი ყავა აქვთ.
მერე რა რომ არც ამ დაბადების დღემ ჩაიარა ისე როგორც გინდოდა, შემდეგიც ხომ დადგება და ისევ იტყვი ”მერე რა, შემდეგიც ხომ დადგებაო”.
მერე რა რომ კარგად გაქვს გაცნობიერებული ის ფაქტი, რომ ეს დროც მალე დამთავრდება და ყველაფერი ისევ ძველებურ, ნაცრისფერ ფერს დაიბრუნებს, ეს დრო ჯერ ხომ არ დამდგარა.
მერე რა რომ დღეს დილით მაღვიძარას ხმის გაგონებაზე მიხვდი, რომ ზემოთ აღნიშნული დრო სწორედაც, რომ დადგა და ხმამაღლა გაიფიქრე ”შეუძლებელია”.
Advertisements

3 thoughts on “Back to black – მერე რა

  1. აუ, რა საყვარელი პოსტიააააააააა!.. დამბურძგლაააააა!.. მეც დაახლოებით ასეთი განწყობით ჩამოვედი ერთ კვირიანი შვებულებიდან, შენ როგორც ჩანს, წილად გხვდა უფრო დიდი შვებულების ბედნიერება 🙂
    როგორც მივხვდი, ბათუმში იყავი და მე ბათუმს გავექეცი 🙂 საყვარელი ბეშუმიიიიიიიიი (სხვათაშორის, მეც მივუძღვენი პოსტი საცოდავ ერთკვირიან შვებულებას…)

    Like

    1. კი ჩემი შვებულება 2 კვირაზე ცოტა მეტ ხანს გრძელდებოდა, 18 დღე გამოვიდა ჯამში, თუმცა თბილისიდან გასვლა მხოლოდ ბოლო 3 დღის განმავლობაში მოვახერხე და გონიოში ვიყავი, აქედან 2 დღე წვიმდა, მაგრამ ამანაც ვერ გამიფუჭა განწყობა, სამაგიეროდ 1 დღე მზე იყო და კარგად დავიხრუკე 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s