ალასკა, ნომი, ექიმ ებიგაილ ტაილერის ისტორია


ვფიქრობდი, რომ ამ თემაზე ჩემთვის საინტერესო მასალა ასე თუ ისე ამოიწურა, თანაც სურვილის მქონდა ცოტა ხნით მაინც შევშვებოდი ამ საკითხს, აღარ “მეჩიჩქნა” ახალი ფაქტები, ჰოდა როგორც ყოველთვის ეს არ გამომივიდა. ყველანაირი წინასწარი გათვლისა და მიზანმიმართული ქმედების გარეშე დავჯექი დილით ტელევიზორთან და 10 საათზე დაიწყო ფილმი, რომლის შესავლის ნახვის მერეც რა თქმა უნდა ვეღარაფერი მაიძულებდა ამ ფილმისთვის არ მეყურებინა.
ფილმი დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე, რომელშიც რა თქმა უნდა როგორც ყველა მსგავს რეალურ ისტორიებში ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა და ყველაფრის ასე თუ ისე ახსნა და “თავის დამშვიდება” სერიოზული მთავარი გმირისთვის ფსიქიური აშლილობის დიაგნოზის დასმით შეიძლება შეიძლება. ეს არის ისტორია, რომელიც ამრეიკაში, ალასკაზე ქ. ნომში მცხოვრებ ახალგაზრდა ფსიქოლოგ ქალბატონს ებიგეილ ემილი ტეილორს გადახდა, მას შემდეგ რაც მისი მეუღლე უილი გარდაიცვალა, როგროც თავად ებიგეილი ამბობდა ის მოკლეს დანით, ღამე, თუმცა ებიგეილმა ვერ მოახერხა მკვლელის სახის დანახვა, როგორც შემდგომ აღმოჩნდა მისმა მეუღლემ თავი მოიკლა. უილი (ებიგეილის მეუღლე) იძიებდა ალასკაზე უცანური გაუჩინარებების ისტორიებს, ასევე იმას, რომ ასობით ადამიანი ყვებოდა ერთი და იგივეს, ყველა ამბობდა, რომ სადღაც ღამის 3 საათიდან 4 საათამდე, ეღვიძებოდათ შიშის შეგრძნებით.
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ (2000 წლის 2 აგვისტო) ებიგეილის უმცროსმა ქალიშვილმა დაკარგა მხევდელობა (ეშლი ტაილერი). ებიგეილი დაიწყო მეუღლის მიერ წამოწყებული გამოძიების გაგრძელება, ის ფსიქოლოგი იყო და ყავდა პაციენტები, რომლებიც ზედმიწევნით ერთი და იგივეს ყვებოდნენ – მათ ეღვიძებოდათ ღამის სამი საათისთვის და ხედავდნენ თეთრ ბუს, რომელიც მათ ფანჯრებთან იჯდა, შემდეგ ბუ შემოდიოდა ოთახში მიუხედავად იმისა, რომ ფანჯარა დაკეტილი იყო. ამის შემდეგ ექიმმა ებიგეილმა დაიწყო ჰიპნოზის გამოყენება იმისთვის, რომ პაციენტებს ზუსტად აღეწერათ რა ხდებოდა მაშინ, როდესაც მათ აუხსნელ ვითარებაში ეღვიძებოდათ, პირველი პაციენტი, რომელიც ჰიპნოზით ცდილობს მოვლენების ზედმიწევნით ზუსტად აღდგენას (ტომი, ფილმში სახელი შეცვლილია), ჰიპნოზის დროს ამბობს, შემდეგ ფრაზებს – “ეს ბუ არ არის”, “ისინი კარებთან არიან” და ა.შ. შემდეგ ვარდება სრულ პანიკაში, იმავე ღამეს ეს ადამიანი (ამის დოკუმენტური ვიდეო მასალაა გამოყენებული ფილმში) ხოცავს თავის ორ შვილს, მეუღლეს და იკლავს თავს. ტრაგედიამდე კი ის ტელეფონით ესაუბრა ექიმ ებიგაილს და უთხრა, რომ სხვა გზა არ ჰქონდა, ეს საშინელება იყო და ა.შ.
ამის შემდეგ ექიმმა ებიგაილმა ორჯერ გამოიყენა ჰიპნოზი მის მეორე პაციენტზე, რომლის მეორე ჰიპნოზის დროსაც, ვიდეომ ჩაწერა შეწყვიტა, უფრო სწორად კადრი აირია (ვიდეომ მუშაობა შეწყვიტა იმ ღამესაც, როდესაც ებიგაილის შვილი ეშლი გაუჩინარდა და იგივე განმეორდა, თავად ექიმის ჰიპნოზის სეანსის დროსაც), აღნიშნული პაციენტი კი ჰიპნოზის სესიის შემდეგ დაინვალიდდა (ფილმში შეგიძლიათ იხილოთ რეალური ვიდეო-აუდიო მასალა).
მალევე ექიმ ებიგაილ ტაილერის უმცროსი ქალიშვილი ეშლი უკვალოდ გაუჩინარდა სახლიდან ღამის საათებში, ებიგაილი დღემდე ამტკიცებს, რომ მისი შვილი წაიყვანეს “უცხოპლანეტელებმა”, ეშლის პოვნა დღემდე ვერ მოხერხდა.ამ დროს ექიმის სახლთან პატრულირებდა პოლიცია, რომელიც თავად შეესწრო აუხსნელ ნათებას ებიგეილის სახლთან და იმას, რომ ამ დროს ვიდეომ მუშაობა შეწყვიტა, ამ დროის განმავლობაში კი ებიგეილს სახლი არ დაუტოვებია.
ამის შემდეგ ექიმმა ებიგაილმა თავად გადაწყვიტა ჰიპნოზის საშუალებით კონტაქტში შესულიყო ამ ძალასთან და დაებრუნებინა შვილი, თავად იხილეთ როგორ განვითარდა ამ ჰიპნოზის დროს მოვლენები (ეს არის დოკუმენტური კადრები, აღნიშნული ხმა საუბრობს ძველ შუმერულად, მისი გაშიფვრა ენის სიძველის გამო ბოლომდე ვერ მოხერხდა, გვერდით მიყვება გაშიფრული სიტყვების ინგლისური თარგმანი):

პირადად მე ამ მოვლენებს “უცხოპლანეტელებს” ნაკლებად დავუკავშირებდი, აქ ფიგურირებს ღმერთი, ლოცვამამა და ა.შ. ასევე რაც ძალიან საინტერესოა გაჩნდა კიდევ ერთი ისტორია სადაც ფიგურირებს ღამის 3 საათი, ამ ვიდეოს ყურებისა და მოსმენის შემდეგ კი რატომღაც ისეთი განცდა მქონდა, რომ ეს რაღაცას მაგონებს, ვამსგავსებ სხვა მსგავსი ისტორიის დროს ჩაწერილ აუდიო მასალას.

ფილმის სახელია The Fourth Kind ალბათ ბევრს აქვს ეს ფილმი ნანახი, მე ჩემდა გასაკვირად დღეს გავიგე მისი არსებობის შესახებ.

ყველას ვისაც არ გინახავთ ეს ფილმი და გიტაცებთ მსგავსი ისტორიები გირჩევთ უყუროთ, დიალოგებიც კი შეუცვლელადაა ფილმში გამოყენებული და მთელი ფილმის განმავლობაში გამოყენებულია რეალური აუდიო-ვიდეო მასალა.

Advertisements

5 thoughts on “ალასკა, ნომი, ექიმ ებიგაილ ტაილერის ისტორია

  1. salome

    მე გუშჳნ ვუყურე ამ კინოს და ძალიან მომეწონა და დამაინტერესა. ეხლა ძიებაში ჩავწერე ალასკა – ნომი რო კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიმეღი და შენი სტატია ვნახე.

    Like

  2. მე კიდე მეოთხედ ვუყურე დღეს და ამყველაფერს უცხოპლანეტელებს მივაწერ. აბა როგორ შეიძლებოდა აეგოთ ეგვიპტის პირამიდები? ადამიანებს ნამდვილად არშეეძლოთ. არვიცი რა არსებაა მაგრამ მე უცხოპლანეტელებ მგონია. თუმცა ერთი კი ნაღდად ვიცი. ნამდვილად არმინდა მათთან მეოთხე სახეობის კონტაქტი დავამყარო. პირველი სახეობის კონტაქტი ძაან მინდა მარა მეტი ნამდვილად არა.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s