სიტყვამ მოიტანა


ახლა როცა ამ სტრიქონს ვწერ ჩემს ირგვლივ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ზუსტად იგივე სიტუაცია, რომელიც უკანასკნელი 6 თვეა სამუშაო დღეების თორმეტის 9 წუთზეა ხოლმე, გვერდიდან კლავიატურის ჩხაკუნი, მოპირდაპირე კუთხეში კვლავ ”მაუსის” გულისგამაწვრილებელი წრიპინი, ორი მაგიდა ცარიელია და მე ისევ ვიმტვრევ თავს რა და როგორ გავაკეთო ისე, რომ შედეგი მაქსიმალურად კარგი მქონდეს.
ისევ საათს შევხედე 11:11-ს აჩვენებს, მიყვარს ეს დრო, 22:22 იგივე რეაქციას არ იწვევს, მიყვარს 11:11 და თითქმის ყოველი დღის განმავლობაში ემთხვევა ისე, რომ ამ დროს ვუყურებ საათს, ეს დრო და ციფრები მიყვარს ალბათ იმიტომ, რომ 11-ში ვარ დაბადებული, თუმცა არა, ამას ჩემს დაბადების დღესთან არავითარი კავშირი არ აქვს, ეს დრო ჩამრჩა ფილმიდან Confidence, პირველი შეხვედრისას ლილი, რომ ეუბნება ჯეიკს, შეხედე საათს 11:11-ია სურვილი ჩაიფიქრეო და აი არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს ძალიან ჩარჩენილი მაქვს. ასე ვიცი ხოლმე რაღაც კონკრეტული მომენტების, ნივთების, სიტყვების, გამოთქმების აკვიატება. ბოლო პერიოდში აკვიატებული მაქვს ფრაზა ”და მაინც სისხლი სხვა თვისების მქონე წვენია”, უამრავი აზრი მიტრიალებს თავში ამასთან დაკავშირებით თუმცა ერთი სიტყვის დაწერაც კი არ შემიძლია, არადა რა მშვენიერი სათაური იქნებოდა.
ერთ განცხადებას გადავავლე თვალი, აშკარად მოხუცებულობისგან და ამჟამინდელი მძიმე სიტუაციისგან გამოწვეული არაადეკვატური მდგომარეობა აქვს ავტორს აღწერილი, ამბობს, რომ გაძარცვეს, წაიღეს მისი კაბები, საკაბეები, ჭურჭელი, საცვლებიც კი. და საკაბეებზე ეგრევე ბებიაჩემი გამახსენდა, თავისი დიდი გარდერობით, რომელშიც ყველაფრის პოვნა შეიძლეოდა პეჩენიებიდან დაწებული, საკაბეებით დამთავრებული, აი კარადის სპეციფიური სუნიც კი გამახსენდა და მისი შინდისფერი ნაქსოვი ჯემპრი და ატლასის ატმებიანი საზაფხულო კაბა (როგორც მახსოვს ატმები ეხატა), კიდევ ხელუხლებელი, მგონი ომგამოვლილი და მაინც შეუბღალავად შენახული თეთრი ცხვირსახოცი.
უკვე ორის 4 წუთია, თითქმის ორი საათია ნაწილ-ნაწილ ვწერ პოსტს და ალბათ ამიტომაა, ერთმანეთთან დაუკავშირებელი აბზაცებით, რომაა სავსე, თუმცა მე ხომ მაქვს კატეგორია არაადეკვატური, ჰოდა შემიძლია თავი ამით გავიმართლო. ისევ ავხედე პოსტს და სულ სამი აბზაცი ყოფილა.
აი ისევ ამოტივტივდა ფრაზები, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში პერიოდულად წამოყოფენ ხოლმე თავს სიტუაციის მიუხედავად –  ”ჩემო ზოზია მე წავალ მალე”, ”მე იგივე ვარ მარად და მარად”, ”ეს წუთი მიდის შენთან მერჩია, საკანში ჩიტი შემოგვეჩვია” (ეს ფრაზა ალბათ მას შემდეგ ავიკვიატე, რაც ოთახში ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ ვიკონტაქტე ამოუცნობ მფრინავ ობიექტთან), სხვათაშორის ამ ფაქტიდან ორი დღის შემდეგ ჩემი ოთახის ფანჯრების ქვეშ მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვნეს გარდაცვლილი პატარა შავი ჩიტი, არ მგონია დამთხვევა იყოს.
აი დამთხვევებზე გამახსენდა, ცოტა ხნის წინ დილიდან ამეკვიატა იდეები საფლავში ცოცხლად დამარხვასთან და შემდეგ კუბოში გაღვიძებასთან დაკავშირებით (აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ საკითხზე საუბრის დროს ოთახში შემოფრთხიალდა, წრე დაარტყდა და გაფრინდა იგივენაირი შავი ჩიტი, რაღაც უცნაურად გადამეკიდნენ), იმავე დღეს, ტაქსის მძღოლმა ყველანაირი წინაპირობის გარეშე დაგვიწყო საუბარი საფლავში გაღვიძებასთან და ცოცხლად დამარხვასთან დაკავშირებით, ჰოდა ამით იმის თქმა მინდა, რომ შემთხვევით არაფერი ხდება ან პირიქით იმის თქმა მინდა, რომ ყველაფერი შემთხვევით ხდება ან არაფრის თქმა არ მინდა და უბრალოდ სიტყვამ მოიტანა.
Advertisements

One thought on “სიტყვამ მოიტანა

  1. tina

    აი ისევ ამოტივტივდა ფრაზები, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში პერიოდულად წამოყოფენ ხოლმე თავს სიტუაციის მიუხედავად – ”ჩემო ზოზია მე წავალ მალე”, ”მე იგივე ვარ მარად და მარად”, ”ეს წუთი მიდის შენთან მერჩია, საკანში ჩიტი შემოგვეჩვია”
    ეს მეც მახასიეთებს,მთელი დღის განმავლობაში თავში მიტრიალებს მთელი პოეზია შესაბამის სიტუაციებში:”მე შენთვის ისე ზედმეტი გავხდი,როგორც ასანთის დამწვარი ღერი”-“მე, რომ წავიდე,ვინ უნდა გამოუცვალოს იებს წყალი?-მე, რომ წავიდე ,ვინ უნდა დაგანახვოს სარკმლიდან მთვარე მცხრალი? და სხვაც, რომ დაცტოვოთ ჩემო ბატონო, ვიზედ უნდა ბრძანდებოდე ყოველდღე მწყრალი?”-სულ მზად მაქვს პასუხი ამათუიმ შემთხვევაში ლექსის სახით…

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s