თავისუფლება ჩარჩოებში


სტანდარტები, რომლებსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ვცდილობთ მოვერგოთ, დაწესებული ჩარჩოები, რომლებშიც უნდა ჩავჯდეთ და ამასთან მუდმივად ვიძახოთ, რომ ”ჩვენ არ გვაინტერესებს, ვინ რას იფიქრებს ან იტყვის”. ამას ვიძახით ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ყველა შემთხვევაში, ყოველთვის როდესაც ვხვდებით, რომ როდესაც ადამიანთა კონკრეტული ჯგუფის კრიტიკულ დახასიათებაზეა საუბარი და ჩვენც ამ ჯგუფს ვეკუთვნით, ხაზს ვუსვამთ საპირისპიროს, ვაფიქსირებთ ყველა საშუალებით ”თუ რამხელა ბედნიერებაა, რომ ეს ჩვენ არ გვეხება, რომ ჩვენ ასეთები არ ვართ და ა.შ.”, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ დიახ ჩვენ გვაღელვებს რას იფიქრებენ ადამიანები, რომ დიახ ჩვენ ყველგან უნდა გავუსვათ ხაზი ჩვენს ე.წ. ისევ ჩარჩოებში მოქცეულ თავისუფლებას, რათა დაინახონ სტანდარტებში მოქცეული ადამიანების გულანთებულმა კრიტიკოსებმა, რომ ჩვენ ეს ადამიანები არ ვართ, სინამდვილეში კი ისევ ჩარჩოში ვექცევით, ე.წ. ”თავისუფალი ადამიანების შეფასების კრიტერიუმების” ჩარჩოებში, ისევ ვფიქრობთ იმაზე, რომ სხვებმა თქვან ”როგორი თავისუფლები ვართ”, ეს კი თავის თავში უკვე გამორიცხავს იმას, რომ ”არ გვაინტერესებს რას იფიქრებენ სხვები.”

კრიტიკა კიდევ ერთი ხერხი იმისა, რომ მაქსიმალურად ყველას დავანახოთ, როგორები არ ვართ ჩვენ, გამუდმებით ვესვრით ტალახს იმ მახასიათებლებს, რომლებიც ძალიან ხშირად ზუსტადაც, რომ ჩვენს პერსონაზეა მორგებული, ამით ხომ სხვებსაც და ალბათ რაღაც მომენტში საკუთარ თავსაც ვუმტკიცებთ საპირისპიროს, გულისტკივილით ვიცოდებთ ადამიანებს, რომლებიც განსხვავებულად და ჩვენი აზრით არასწორად ცხოვრობენ და ერთი წუთითაც კი არ არავის მოგვდის იდეაში, რომ ჩვენ ვართ ზუსტად ისინი ვისაც ძალიან გრძელი ცხვირი აქვს იმისთვის, რათა სხვის ცხოვრებაში იქექონ.

ალბათ ყველას შეგიმჩნევიათ, სადმე თუ გარკვეული მახასიათებლების ქვეშ გაერთიანებული ადამიანთა ჯგუფის კრიტიკის ქარცეცხლში გატარება მიმდინარეობს იქვე გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მაქსიმალურად მოკლე დროში აფიქსირებენ იმას, რომ ეს მათ არ ეხებათ, დაახლოებით ასეთი კომენტარებით: ”რა ბედნიერებაა, რომ ეს მე არ მეხება და მე სხვანაირი ვარ (სხვანაირში წერენ/ამბობენ იმის საპირისპიროს რაზეც უშუალოდ კრიტიკაა მიმართული)”, ”გულწრფელად მიკვირს ასეთი ადამიანების, ასე როგორ ცხოვრობენ?!” და ა.შ. ამის ასეთი მონდომებით ყოველ ფეხის ნაბიჯზე დაფიქსირება კი რა საჭიროა გაუგებარია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ეს სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებიც 99.99%-ში წუწუნებენ იმაზე, რომ ”ამ ხალხს სხვების საქმეში ცხვირის ჩაყოფის მეტი საქმე არ აქვთ” და ხაზს უსვამენ იმას, რომ ”სულ არ მაინტერესებს ვინ რას ფიქრობს ჩემზე!”.

ეს დაახლოებით იმას გავს, რაღაც ძალიან, რომ გვანერვიულებს, მოსვენება რომ გვაქვს დაკარგული, ტვინში მილიონჯერ რომ ვატრიალებთ ერთი და იგივეს და ამ მომაბეზრებელი აზრების თავიდან მოსაცილებლად განუწყვეტლივ, რომ ვიმეორებთ: ”არ მაინტერესებს, მიმიფურთხებია, მკიდია და სხვა.”

ამასთან გასათვალისწინებელია, რომ მოდაში შემოდის ახალი სტანდარტები, ერთს ანაცვლებს მეორე და თუ 1 თვის წინ, სანამ ჯერ კიდევ კარგ ტონად ითვლებოდა ერთი ქცევის წესის კრიტიკა, 1 თვის შემდეგ, ე.წ. ”სტანდარტების მოდის” ცვლილების გამო ვიწყებთ საპირისპიროს მტკიცებას, ვის რაში აინტერესებს გვაქვს თუ არა საკუთარი აზრი (და არ დაგვავიწყდეს, რომ ამ ყველაფერს ფონად მუდიმავდ მიჰყვება ყველაზე, ყველაზე მოდური და უბერებელი ”ყველას თავის ცხოვრება აქვს, და არავინ არავის ცხოვრებაში არ უნდა ჩაყოს ცხვირი” და ”რაში გვაინტერესებს რას იტყვიან სხვები”).

Advertisements

2 thoughts on “თავისუფლება ჩარჩოებში

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s