დაივიწყეთ ბენზინის გადასხმა, წყევლა და ყვირილი


თუ გნებავთ, რომ გითანაგრძნონ, რეალურად გაუჩნდეთ თქვენი დახმარების სურვილი არასოდეს მოიქცეთ შემდეგნაირად:
1. არასოდეს დაიწყოთ მუქარა, რომ გადაისხამთ ბენზინს და თავს დაიწვავთ, გამოიჭრით ყელს და ა.შ. ვინაიდან ეს საუბრის დასაწყისშივე შექმნის თქვენს მიმართ არასერიოზულ დამოკიდებულებას, განაწყობს ადამიანს საიმისოდ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოგიშოროთ თავიდან, განგიხილავთ, როგორც პროვოკატორს, შეურაცხადს და მორიგ მომაბეზრებელ პრობლემას, ამასთან დარწმუნებული იქნება, რომ 99.99%-ით თქვენ არც თავს დაიწვავთ, არც ყელს გამოიჭრით და არც ხარაკირს ჩაიტარებთ;
2. არასოდეს დაიწყოთ ყვირილი, ისაუბროთ აგრესიით – ვინაიდან აგრესია, რომელსაც გამოხატავთ არ შეიძლება დაგიბრუნდეთ კეთილგანწყობითა და თანაგრძნობით, გამოიწვევთ მხოლოდ ანალოგიურ აგრესიას, სურვილს, რომ მოგიშორონ თავიდან;
3. არასოდეს გამოიყენოთ ფრაზები: შენს სინდისზე იყოს, შენ არ გეღირსოს ხვალიდელი დღის გათენება, შენ არ გეღირსოს ცხოვრებაში არაფერი, შენს ოჯახს ჩამოექცეს ჭერი თავზე და ა.შ. – არ შეიძლება ამ გზით ადამიანის კეთილგანწყობა მოიპვო, მხოლოდ ზიზღს გამოიწვევთ და მეტს არაფერს;
4. ისაუბრეთ თქვენობით, მოიშალეთ აგდებული დამოკიდებულება; ეს გარდა იმისა, რომ ელემენტარული ზრდილობის საკითხია, ამასთან მნიშვნელოვნად მოქმედებს ადამიანის თქვენდამი დამოკიდებულებაზე, საპასუხოდ მიიღებთ მხოლოდ მკაცრ, მოჭრილ და ცინიკურ პასუხებს, დახმარების სურვილი კი წავა მინუს უსასრულობაში;
5. არასოდეს დაიწყოთ სპეკულირება ბავშვებით, ღმერთით – ამ დროს მხოლოდ გაღიზიანებას იწვევთ, ბავშვები შეეცოდებათ და თქვენზე შეიქმნება უსაზღვროდ ცუდი შთაბეჭდილება;
6. არასოდეს განაცხადოთ, რომ ფეხს არ მოიცვლით ადგილიდან, რომ იქ იჯდებით და ვერსად გაგაგდებენ და ა.შ. – ვინაიდან თუ აქამდე არავის ქონდა თქვენი დროულად გაგდების სურვილი, ამის შემდეგ გარწმუნებთ, რომ ექნებათ;
7. არასოდეს დაწყოთ საუბარი იმაზე, რომ მიმართავთ ზემდგომ ორგანოს, იჩივლებთ, რომ პრეზიდენტთან მიხვალთ და ა.შ. – გარდა იმისა, რომ ეს სასაცილოა, 99.99%-ში რასაც გეუბნებიან იმაში სრულიად დარწმუნებულები არიან და ამ ტონით მათ აძლევთ საშუალებას მარტივად მოგიცილონ თავიდან, ვინაიდან იციან, რომ მაინც ვერაფერს მიაღწევთ, ამ ტონით საუბარზე კი დადებითი ემოცია თქვენს მიმართ არავის გაუჩნდება;
8. ნუ დაგავიწყდებათ ადამიანური გამარჯობის, დამშვიდობების და მადლობის თქმა – ამ შემთხვევაში ადამიანს უკარგავთ სურვილს თქვენთან ურთიერთობის, იწვევთ აგრესიას და კვლავ 0 კეთილგანწყობა;
9. არასოდეს დაიწყოთ იმის მტკიცება, რომ თუ უფროსს არ შეგახვედრებენ არავის დაელაპარაკებით, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში ადამიანი, რომელიც გესაუბრებათ კონკრეტულ საკითხში უფრო კომპეტენტური შეიძლება იყოს ვიდრე თქვენს წარმოსახვაში ჩამოყალიბებული ვიღაც საკუბოვედ გამოწყობილი უფროსის ხატი და სწორედ მის მოვალეობაში შედიოდეს თქვენი პრობლემის გადაწყვეტა, მასთან ამ ტონის მოთხოვნის დაყენება კი გარანტიას გაძლევთ ფაქტობრივად ყველა შანსს დაგიკარგავთ;
10. თუ გსურთ, რომ სხვამ ჩააყენოს თავი თქვენს მდგომარეობაში და შესაბამისად გაუჩნდეს თქვენი დამხარების სურვილი, თქვენც ანალოგიურად მოიქეცით და მიხვდებით, რომ მაქსიმალურად უნდა ეცადოთ გახდეთ არა უსულო ობიექტი, რომელიც რაც შეიძლება მალე უნდა მოიშორონ, არამედ ყურადღებით მოგისმნინონ და შემოვიდნენ თქვენს მდგომარეობაში.
Advertisements

2 thoughts on “დაივიწყეთ ბენზინის გადასხმა, წყევლა და ყვირილი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s