თქვენი მოთხოვნა მიღებულია – პატივისცემით სამყაროს ადმინისტრაცია


ყველაფერი რაც არ გინდა, რომ დაგემართოს, რისიც ყველაზე მეტად გეშინია, რის არიდებასაც ყველაზე მეტად ცდილობ დაგემართება, აუცილებლად მოხდება.
მაგ. ყველაზე მეტად მეშინია კალიების, გული მიჩერდება მათ წარმოდგენაზეც კი, მეშინია მწერების, ღამურების და ყველაზე მეტად მეშინია ამ არსებების ჩემს ოთახში პოვნის (მითუმეტეს ღამის საათებში). ზაფხულის განმავლობაში ვიყენებ, ყველანაირ დაცვის საშუალებას, იმისთვის, რომ მსგავსი ინციდენტები ავირიდო თავიდან, მაშინ როდესაც თუნდაც ჩემს სახლში სხვა ოჯახის წევრებს ფანჯარა მუდმივად ღია აქვთ, შუქი უნთიათ და ა.შ. მიუხედავად ამისა, კალია ყოველთვის შემოდის ჩემს ოთახში. ამჟამად ოთახის ფანჯარაზე მაქვს ბადე, კარები კი ყოველთვის დაკეტილია, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც დაძაბული ვარ და ღამის განმავლობაში მეღვიძება, იმისთვის რომ მიმოვიხედო ოთახში. ორი ღამის წინ კი მორიგი ასეთი გაღვიძების დროს, ავიხედე ზემოთ (ჭერთან საკმაოდ ახლოს ვარ ორ სართულიანი საწოლის მეორე სართულზე მძინავს, მიუხედავად იმისა, რომ პირველიც სრულიად თავისუფალია, ვამბობ, რომ მეორე სართულიდან უკეთესი ”ხედი იშლება”) და ვხედავ რომ ჩემს თავზე წრეზე დაფრინავს ამოუცნობი შავი ობიექტი, ვხტები დაბლა და ვაღვიძებ სახლში ხალხს, რომ ”მიშველონ”, აღმოჩდა, რომ რაღაც შავი ფრინველი (მისი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა) დამტრიალებდა, რომელიც ოთახიდან ისე მიიმალა, რომ ვეღარავინ იპოვნა. კვლავ დავწექი დავხურე კარები და დაახლოებით 5 წუთში კვლავ ვხედავ, რომ წრეზე ისევ ის ობიექტი დაფრინავს, შუქის ანთების შემდეგ კი მისი პოვნა კვლავ ვერ ხერხდება, შედეგად ის ღამე ჩემს ოთახში აღარ გამიტარებია (დევნილობაში გავატარე და ოთახიდან მხოლოდ ბალიშის გამოტანა მოვასწარი). და ეს ყველაფერი ხდება ჩემს თავს, მე ვინც ყველაფერ ვაკეთებ იმისთვის, რომ ოთახში სულ მცირე ზომის მწერმაც კი ვერ შემოაღწიოს, სხვებს კი რომლებსაც ეს არ ანაღვლებთ და არავითარ ზომას არ ღებულობენ მსგავსი ინციდენტების ასაცილებლად, ამგვარი არაფერი ემართებათ (გუშინ ფანჯარაზე ბადე ისე გავამაგრე, რომ თუ შტურმით არ აიღეს ჩემი ოთახი იქ ვეღარაფერი შემოფრინდება).
დადებით საკითზებზე ისეთი დაჟინებით არასოდეს ვფიქრობთ, როგორც უარყოფითზე, ისეთი დაჟინებით და სიჯიუტით არ ვიმეორებთ.
ბავშვობაში რატომღაც აკვიატებული მქონდა (სხვებისგანაც გამიგია, რომ ისინიც ასე იქცეოდნენ), რაც ძალიან მინდოდა, რომ მომხდარიყო ან გამოსულიყო, ვიმეორებდი, რომ არ მოხდება არ გამოვა, მეგონა, რომ თუ ასე მოვიქცეოდი ყველაფერი საპირისპიროდ მოხდებოდა და შესაბამისად სასურველ შედეგსაც მივიღებდი, ამას ალბათ რაღაც რეალური საფუძველი მართლაც აქვს.
როდესაც დაჟინებით ფიქრობ ერთ საკითხზე, განსაკუთრებულ შიშს განიცდი და მუდმივად ნერვიულობ, ალბათ ისეთი დოზით ინოფრმაციას ”გასცემ”, რომ ეს გიბრუნდება იმით, რომ რაც ყველაზე მეტად არ გინდოდა ხდება. მაგ. ცხოვრებაში ალბათ ერთხელ მაინც ყველას აქვს ნათქვამი: ”რაღა მე უნდა მომსვლოდა”, ”მაინც და მაინც მე უნდა მომსვლოდა”, ”ეს ხომ მარტო მე შეიძლება მომივიდეს” ანუ ის რაც არ გვინდოდა, რომ მომხდარიყო, ხდება და ხდება ჩვენს ცხოვრებაში. რაღაც მომენტში ალბათ გაცილებით ძნელია ისეთი დაჟინებით იფიქრო იმაზე რაც გინდა, ვიდრე იმაზე რაც არ გინდა, ფაქტორები, რომლების გახსენებაც არ გვინდა, ცუდ შეგრძნებებს იწვევს და ა.შ. ყველაზე ხშირად წამოყოფენ ხოლმე თავს და რაც უფრო მეტად ცდილობ მათ თავიდან მოშორებას, მით უფრო გიჭირს ამის გაკეთება.
შესაძლებელია ამ ყველაფრის შემდეგნაირად წარმოდგენა –  სამყარო (პირობითად) ისრუტავს ყველა გაგზავნილ მოთხოვნას, ყველაფერს რაზეც ადამიანები განსაკუთრებული სიჯიუტით, დაჟინებით ფიქრობენ, აქ კი სამყაროს არ შეუძლია იმის გარჩევა შენ ამ მოთხოვნის წინ სიტყვა არ-ს წერ თუ არა, შენ უბრალოდ მუდმივად აგზავნი შეტყობინებას ერთსა და იმავე საკითხზე რაც შედეგად გიბრუნდება კიდეც. მაგ. ხშირად ხდება, რომ ადამიანს, რომელსაც ყველაზე მეტად ეშინია გველების, ის ყველაზე ხშირად ხვდება გველს, ადამიანს, რომელსაც ყველაზე მეტად ეშინია, რომ დაემართება კიბო, მას ის ემართება კიდეც, ადამიანს, რომელსაც ყველაზე მეტად ეშინია არ დააყაჩაღონ, მის ცხოვრებაში აუცილებლად მოხდება მსგავსი პრეცედენტი და ა.შ.
Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s