სიკვდილის წიგნაკის (death note) წესები


ვისაც ეს ანიმე ნანახი გაქვთ მიხვდებით რაზეცაა საუბარი. გთავაზობთ სიკვდილის წიგნაკის გამოყენების ყველა წესს.

წესი # 1

  • ადამიანი, რომლის სახელიც ჩაიწერება ამ წიგნაკში მოკვდება;
  • წიგნაკში ჩაწერილ ადამიანს არაფერი დაემართება, თუკი ამ წიგნაკის მფლობელი მსხვერპლის სახელის ჩაწერასთან ერთად წარმოსახვაში არ აღადგენს მის სახეს, შესაბამისად იგივე სახელის მფლობელ სხვა ადამიანებს არაფერი მოუვათ;
  • თუ სახელის დაწერიდან 40 წამში მითითებული იქნება სიკვდილის მიზეზიც ეს მოხდება;
  • თუ სიკვდილის მიზეზის მითითება არ მოხდა, მსხვერპლი მოკვდება გულის შეტევით;
  • სიკვდილის მიზეზის მითითების შემთხვევაში, დეტალების მითითება უნდა მოხდეს 6 წუთისა და 40 წამის განმავლობაში.

წესი # 2

  • წიგნაკი ადამიანთა სამყაროს საკუთრება ხდება იმ მომენტიდან, როდესაც ის შეეხება მიწას, აღმოჩნდება ადამიანთა სამყაროში;
  • წიგნაკის მფლობელ ადამიანს შეეძლება დაინახოს  ამ წიგნაკის მუდმივი მფლობელი (სიკვდილის ღმერთი/შინიგამი) და გაიგოს მისი ხმა;
  • ადამიანი, რომელიც სარგებლობს ამ წიგნაკით ვერ მოხვდება ვერც ჯოჯოხეთში და ვერც სამოთხეში;

წესი # 3

  • თუ სიკვდილის დროის მითითება მოხდება გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევის  ჩაწერიდან 40 წამის განმავლობაში, სიკვდილის დროის შეცვლა შესაძლებელია და მითითებული დრო ძალაში შევა სახელის ჩაწერიდან 40 წამის განმავლობაში;
  • ადამიანი, რომელიც შეეხება სიკვდილის წიგნაკს, ის შეძლებს დაინახოს მისი პირველადი მფლობელი (სიკვდილის ღმერთი/შინიგამი) და გაიგოს მისი ხმა, მიუხედავად იმისა ეს ადამიანი არის თუ არა აღნიშნული წიგნაკის იმჟამინდელი მფლობელი.

წესი # 4

  • ადამიანი, რომელიც იმყოფება სიკვდილის წიგნაკის გავლენის ქვეში (არის მისი მფლობელი), შეპყრობილია ამ წიგნაკის პირველადი მფოლობელის მიერაც (სიკვდილის ღმერთი), ეს გრძელდება მანამ სანამ ეს ადამიანი მოკვება ან წიგნაკი განადგურდება;
  • თუ ადამიანი იყენებს ამ წიგნაკს, მას სიკვდილის ღმერთი მოევლინება გამოყენების დაწყებიდან 39 დღის განმავლობაში;
  • შინიგამი, სიკვდილის წიგნაკის პირველადი მფლობელი არ აკეთებს არაფერს რაც დაეხმარება ან აარიდებს სიკვდილს წიგნაკში მითითებულ ადამიანს;
  • შინიგამი არ არის ვალდებული ადამიანს აუხსნას და გააცნოს მოხმარების ყველა წესი, მანამ სანამ ადამიანი არ დასვამს ამ კითხვას.

წესი # 5

  • შინიგამის შეუძლია საკუთარი სახელი ჩაწეროს წიგნაკში და დაასრულოს სიცოცხლე, ადამიანს კი არა;
  • ადამიანს (მფლობელს) შეუძლია შეიმოკლოს ცხოვრება ამ წიგნაკის დახმარებით;
  • წიგნაკის მფლობელ ადამიანს, დარჩენილი სიცოცხლის ნახევრის სანაცვლოდ შეუძლია მიიღოს შინიგამის თვალები (ხედვა), რომელიც მას საშუალებას მისცემს დაინახოს ყველა ადამიანის სახელი და დარჩენილი სიცოცხლის ხანგრძლივობა, როდესაც ის შეხედავს მათ;
  • სიკვდილის ღმერთის მოკვლა შეუძლებელია გულში დანის დარტყმით ან თავში სროლითაც კი. თუმცა არსებობს შინიგამის მოკვლის გზა, რომელიც როგორც წესი შინიგამისთვის ცნობილი არ არის;

წესი # 6

  • სიკვდილის გარემოებების მითითების შემთხვევაში, მათი შესრულება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს ზოგადად შესაძლებელია ადამიანების მიერ და წარმოადგენს დასაშვებ გზებს;
  • სიკვდილის მიზეზის დასაშვები ზღვარი არც შინიგამისთვისაა ცნობილი და შესაბამისად დასკვნები თავად ადამიანმა უნდა გამოიტანოს.

წესი # 7

  • სიკვდილის წიგნაკიდან ამოხეულ ფურცელს ან ფურცლის ნაბლეჯსაც კი აქვს ზუსტად იგივე ძალა რაც მთლიანად წიგნაკს;
  • წიგნაკში ჩასაწერად ნებისმიერი საწერი საშუალების გამოყენება შეიძლება ( მაგ. კოსმეტიკა, სისხლი და ა.შ.), თუკი ამ საშუალებით შესაძლებელია წიგნაკში გარკვევით მოხდეს ჩანაწერის გაკეთება.

წესი # 8

  • თქვენ ასევე შეგიძიათ კონკრეტული ადამიანის სახელის მითითებამდე წიგნაკში ჩაწეროთ გარდაცვალების მიზეზი და დეტალები, შემდეგ აღნიშნული დეტალების წინ სურვილისამებრ შეგიძლიათ მიუთითოთ მსხვერპლის სახელი. თქვენ ამისთვის გაქვთ 19 დღე (ადამიანთა კალენდრის მიხედვით). მიუხედავად იმისა თქვენ ხართ თუ არა წიგნაკის მფლობელი, თუ თქვენ მიუთითებთ რეალურ სახელსა და გვარს წიგნაკში და ამ ადამიანს იცნობთ სახეზე შედეგი იქნება მითითებული ადამიანის სიკვდილი.

წესი # 9

  • სიკვდილის წიგნაკი არ მოქმედებს ადამიანებზე, რომლებსაც დაბადებიდან არ შესრულებიათ 780 დღე;
  • სიკვდილის წიგნაკი დაკარგავს ძალას, თუ მასში ოთხჯერ მოხდება ადამიანის სახელის და გვარის  არასწორად მითითება;
  • თუ მსხვერპლის სახელის მითითება მფლობელის მიერ შეგნებულად მოხდება არსწორად ოთხჯერ ან მეტჯერ, ამ შემთხვევაში მსხვერპლთან ერთად მოკვდება მფლობელიც.

წესი # 10

  • ”თვითმკვლელობა” დასაშვები სიკვდილის ფორმაა. ყველა ადამიანს უფიქრია თავის მოკვლაზე, შესაბამისად ამაში არ არის არაფერი ”დაუჯერებელი და წარმოუდგენელი”;
  • როდესაც სიკვდილის მიზეზად ხდება თვითმკვლელობის ან უბედური შემთხვევის მითითება და აღნიშნული მიზეზით შესაძლოა ამ ადამიანის გარდა სხვა ადამინიც (ებიც) დაიღუპოს, ამ შემთხვევაში მსხვერპლი მოკვდება გულის შეტევით. ეს წესი არსებობს იმისთვის, რომ სხვა ადამიანებზე ამ წიგნაკის არსებობასმ არ იქონიოს გავლენა და არ დაზარალდნენ.

წესი # 11

  • მაშინაც კი როდესაც ადამიანის სიკვდილის მიზეზი და დრო უკვე მითითებულია წიგნაკში, სიკვდილის დროისა და მიზეზის შეცვლა შესაძლებელია იმდენჯერ რამდენჯერაც მოისურვებს მფლობელი, შევსებიდან 6 წუთისა და 40 წამის განმავლობაში, თუმცა ეს რა თქმა უნდა შესაძლებელია მანამ სანამ მსხვერპლი მოკვდება.
  • როდესაც ჩაწერიდან 6 წუთისა და 40 წამის განმავლობაში გაგიჩნდებათ სურვილი რამის წაშლის და თავიდან ჩაწერის, წასაშლელი ასოები ან სიტყვები უნდა გადაიხაზოს ორ სწორი ხაზით;
  • როგორც ხედავთ, სიკვდილის მიზეზისა და დროის შეცვლა შესაძლებელია, მაგრამ წიგნაკში მსხვერპლის სახელის მითითების შემთხვევაში, მისი სიკვდილის თავიდან აცილება შეუძლებელია.

წესი # 12

  • თუ თქვენ დაკარგავთ სიკვდილის წიგნაკს ან მოგპარავენ მას, თქვენ კარგავთ მის მფლობელობას, თუ არ დაიბრუნებთ მას დაკარგვიდან 490 დღის განმავლობაში;
  • თუ თქვენ იყიდეთ სიკვდილის ღმერთისგან მისი მხედველობა, თქვენ ამასაც დაკარგავთ სიკვდილის წიგნაკის მფლობელობის დაკარგვასთან ერთად, ასევე წაიშლება ყოველა მოგონება წიგნაკთან დაკავშირებით, თუმცა მხედველობის საყიდლად გადახდილ დარჩენილი ცხოვრების ნახევარს ვერ აღიდგენთ.

წესი# 13

  • თქვენ შეგიძლიათ ათხოვოთ ან გამოყენების უფლება პარალელურად მისცეთ სხვა ადამიანსაც. ამავე დროს იმ ადამიანს, რომელიც კონკრეტულ მომენტში ფლობს სიკვდილის წიგნაკს  შეუძლია სიკვდილის ღემრთისგან იყიდოს მისი მხედველობა.
  • მას ვინც სიკვდილის წიგნაკი ითხოვა არ დაჰყვება სიკვდილის ღმერთი, ის ყოველთვის რჩება მფლობელთან (თუმცა შინიგამის ამის ვალდებულება არ აქვს).

წესი # 14

  • თუკი სიკვდილის ქიგნაკის მფლობელი მოკვდება მაშინ, როდესაც წიგნაკი გათხოვებულია, ამ შემთხვევაში მფლობელობა ავტომატურად გადაეცემა ადამიანს, რომელსაც წიგნაკი აქვს იმ მომენტში;
  • თუკი მფლობელს მოკლავენ და მოიპარავენ წიგნაკს, წიგნაკის მფლობელობა ავტომატურად გადავა ქურდზე.

წესი # 15

  • როდესაც ერთი და იგივე ადამიანის სახელი მითითებულია ორ სიკვდილის წიგნაკში, ეს ადამიანი მოკვდება იმ წიგნაკის მიხედვით, რომელშიც პირველად ჩაიწერა მისი სახელი, მიუხედავად გარდაცვალების მითითებული დროისა;
  • თუ ერთი და იგივე ადამიანის სახელის ჩაწერა მოხდება ორზე მეტ წიგნაკში  0.06 წამის განმავლობაში, მაშინ ეს განიხილება როგორც ერთდროული მითითება და მსხვერპლი არ მოკვდება.

წესი # 16

  • სიკვდილის ღმერთს ყოველთვის უნდა ჰქონდეს მინიმუმ 1 სიკვდილის წიგნაკი, რომლის თხოვებაც ან ადამიანის მიერ შევსება არ შეიძლება;
  • სიკვდილის ღმერთებს შორის წიგნაკების გაცვლა ან ერთმანეთის წიგნაკების შევსება არ წარმოადგენს პრობლემას.

წესი # 17

  • თუკი სიკვდილის ღმერთი თავის წიგნაკში მიუთითებს ადამიანის სახელს, რომელმაც უნდა მოკლას ის ადამიანი, რომლის მიმართაც შინიგამის აქვს სიმპათია, ეს ადამიანი მოკვდება თუმცა, მასთან ერთად მოკვდება შინიგამიც;
  • მკვდარი სიკვდილის ღმერთი გაქრება, თუმცა სიკვდილის წიგნაკი რჩება ხელულხებელი. სიკვდილის წიგნაკი შემდეგ როგორც წესი იმ სიკვდილის ღმერთის მფლობელობაში გადადის, რომელიც მას შეეხება, ან რჩება ადამიანს, რომელიც იმ მომენტისთვის ფლობს მას.

წესი # 18

  • ორ ადამიანს, რომლებიც ფლობენ სიკვდილის წიგნაკს ერთმანეთის სიკვდილის ღმერთის ხმის გაგება და დანახვა შეუძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ერთმანეთის სიკვდილის წიგნაკებს შეეხებიან;
  • ადამიანი, რომელმაც იყიდა სიკვდილის ღმერთისგან მხედველობა შეუძლია დაინახოს ნებისმიერი ადამიანის სახელი და სიცოცხლის ხანგრძლივობა სახეზე ერთი შეხედვით. ადამიანი, რომელიც ფლობს სიკვდილის წიგნაკს იძენს უნარს მოკლას სხვები და თვითონ აღარ გახდეს მსხვერპლი. აქედან გამომდინარე ადამიანი, რომელსაც აქვს სიკვდილის წიგნაკი ვერ ხედავს იმ ადამიანების სიკვდილის ხანგრძლივობას, რომლებიც ასევე ფლობენს სიკვდილის წიგნაკს, და მათ ასევე არ შეუძლიათ დაინახონ საკუთარი სიცოცხლის ხანგრძლივობა.
  • სიკვდილის ღმერთს არ აქვს უფლება უთხრას წიგნაკის მფლობელს იმ ადამიანების სახელები და სიცოცხლის ხანგრძლივობა, რომელსაც ის ხედავს, იმისთვის, რომ არ მოხდებს ადამიანთა სამყაროში არეულობა.

წესი # 19

  • აუცილებელია, რომ ცოცხალმა სიკვდილის ღმერთმა იცოდეს, რომ ადამიანი, რომელიც ფლობს წიგნაკს იყენებს მას;
  • ძალიან ძნელია იმის წარმოდგენა, რომ  სიკვდილის ღმერთი, რომელმაც შეიპყრო ადამიანი, შეიძლება მოკვდეს, მაგრამ თუ ის მოკვდება, ამ შემთხვევაში წიკგნაკი თავის ძალას არ დაკარგავს.

წესი # 20

  • ადამიანმა, რომელმაც იყიდა სიკდვილის ღმერთისგან მხედველობა, იმისთვის, რომ დაინახოს ადამიანის სახელი და დარჩენილი სიცოცხლის ხანგრძლივობა აუცილებელია ადამიანის სახის ნახევარს მაინც ხედავდეს. ის ყველაზე მცირე თავიდან ცხირამდე მაინც უნდა ხედავდეს ადამიანს. თუ ის ხედავს მხოლოდ თვალებს და დარჩენილ სახეს ქვემოთ, ამ შემთხვევაში მის სახელს და დარჩენილ სიცოცხლის ხანგრძლივობას ვერ დაინახავს. ამასთან თუ მაგ. ვერ ხედავს სახის კონკრეტულ ნაწილს ცხვირს, თვალებს, პირს, მაგრამ ხედავს სახეს მთლიანობაში, მაშინ მას შეუძლია დაინახოს სიცოცხლის ხანგრძლივობაც და სახელიც. ბოლომდე მაინც არ არის გარკვეული კონკრეტულად სახის ზუსტად რა ნაწილს უნდა ხედავდეს ადამიანი სახელის და დარჩენილი სიცოცხლის ხანგრძლივობის დასანახად  და შესაბამისად ამის დაზუსტებაა საჭირო.
  • თუ ზემოთ აღნიშნული პირობები დაკმაყოფილებულია, მაში ადამიანის სახელისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის დანახვა შესაძლებელია ფოტოზეც, მიუხედავად ფოტოს სიძველისა. თუმცა ეს ზოგჯერ დამოკიდებულია ფოტოს ზომასა და გამოსახულებაზე. ასევე შეუძლებელია სახელისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის დანახვა ნახატზე, როგორი რეალისტურიც არ უნდა იყოს ის.
  • წიგნაკის მფლობელს, რომელიც ასევე ფლობს სიკდვილის ღმერთის მფლობელობას გარდაცვლილი ადამიანის სახელისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის დანახვა ფოტოზე და ვიდეოში არ შეუძლია.

წესი # 21

  • მათ ვისაც აქვთ სიკვდილის ღმერთის მხედველობა, ადამიანური განსაზღვრით მათი მხედველობა შეადგენს 3.6-ს მიუხედავად იმისა, თუ როგორი მხედველობა ჰქონდათ მანამდე.

წესი # 22

  • ადამიანი, რომელიც კარგავს სიკვდილის წიგნაკის მფლობელობას, ამასთან ერთად კარგავს წიგნაკთან დაკავშირებულ მეხსიერებასაც. ეს არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული პიროვნებას სრულად წაეშლება მეხსირება იმ დღიდან როდესაც ის გახდა წიგნაკის მფლობელი, მის დაკარგვამდე, არამედ ეს ნიშნავს, რომ მისი მეხსიერებიდან გაქრება ყველა ფაქტი რომელიც უკავშირდება წიგნაკს.

წესი # 23

  • როდესაც ერთი ადამიანი ფლობს ორ სიკვდილის წიგნაკს და კარგავს ერთ-ერთს, მას აღარ შეეძლება დაკარგული წიგნაკის პირველადი მფლობელის, სიკვდილის ღმერთის ხმის გაგება და მისი დანახვა. სიკვდილის ღმერთი დატოვებს მას, თუმცა მეხსიერებიდან არ მოხდება არაფრის წაშლა მანამ სანამ ადამიანი ერთ წიგნაკს მაინც ფლობს.

წესი # 24

  • სიკვდილის ღმერთი არ უნდა დარჩეს ადამიანთა სამყაროში აუცლებელი მიზეზის გარეშე. ასეთი მიზეზი შეიძლება იყოს:
  1. როდესაც სიკვდილის ღმერთის სიკვდილის წიგნაკი გადაეცემა ადამიანს;
  2. საერთოდ, იმ ადამიანის პოვნა, რომელსაც უნდა გადაეცეს წიგნაკი ხდება სიკვდილის ღმერთების სამყაროდან, თუმცა თუ ასეთი ადამიანის პოვნა შესაძლებელია მოხდეს 82 საათის განმავლობაში, მაშინ შესაძლებელია ეს მოხდეს ადამიანთა სამყაროშიც;
  3. თუ სიკვდილის ღმერთი დაყვება ადამიანს იმ მიზნით, რომ მოკლას იგი და ეს გრძელდება 82 საათის განმავლობაში, მაშინ მას შეუძლია ეს პერიოდი გაატაროს ადამიანთა სამყაროში.

წესი # 25

  • სიკვდილის ღმერთმა მფლობელობაში არ უნდა გადასცეს სიკვდილის წიგნაკი ადამიანს, რომელსაც ამ მომენტისათვის არ შესრულებია 6 წელი (ადამიანთა კალენდრის მიხედვით);
  • 6 წლამდე ადამიანს არ შეიძლება გადაეცეს სიკვდილის წიგნაკი, თუმცა ადამიანთა სამყაროში ჩამოვარდნილი წიგნაკის ფლობა შეუძლიათ ნებისმიერი ასაკის ადამიანებს და მას იგივე ეფექტი ექნება.

წესი # 26

  • თუ თქვენ სიკვდილის მიზეზად მიუთითებთ უბრალოდ ”სიკვდილს უბედური შემთხვევით”, მაშინ მსხვერპლი 6 წუთისა და 40 წამის შემდეგ დაიღუპება უბედური შემთხვევის შედეგად.
  • როდესაც მხოლოდ 1 ადამიანის სახელია მითითებული სიკვდილის წიგნაკში და მისი სიკვდილის მიზეზს შეუძლია გამოიწვიოს სხვა ადამიანების (რომლებიც არ ფიგურირებენ წიგნაკში) სიკვდილიც, მაშინ ეს ადამიანი მოკვდება გულის შეტევით.

წესი # 27

  • თუ სიკვდილის მიზეზში მიუთითებთ ”მოკვდეს ავადმყოფობით” და დააკონკრეტებთ ავადმყოფობას და გარდაცვალების დროს, მაშინ მითითებული სიკვდილის დრო უნდა იყოს საკმარისი კონკრეტული (მითითებული) დაავადების პროგრესირებისთვის. თუ მითითებული დრო არ არის საკმარის აღნიშნული დაავადების განვითარებისთვის მაშინ მსხვერპლი მოკვდება გულის შეტევით, წიგნაკში ამის ჩაწერიდან 6 წუთისა და 40 წამის გასვლის შემდეგ.
  • თუ თქვენ მიუთითებთ ”მოკვდეს ავადმყოფობით”, ჩაწერთ სიკვდილის დროს  არ მიუთითებთ კონკრეტულ დაავადებას, მაშინ მსხვერპლი მოკვდება მითითებული დროის ადეკვატური დაავადებით. მაგრამ სიკვდილის წიგნაკს მუშაობა შეუძლია მხოლოდ 23 დღის (ადამიანთა კალენდრის მიხედვით) განმავლობაში, ამას ქვია 23 დღის კანონი.

წესი # 28

  • თუ თქვენ წიგნაკში ჩაწერთ ”მოკვდეს ავადმყოფობით” ამასთან მიუთითებთ კონკრეტულ ავადმყოფობას და არ მიუთითებთ კონკრეტულ დროს, ხოლო ეს ავადმყოფობა ითვალისწინებს 23 დღეზე მეტ ხნიან პრეგრესირების პერიოდს, მაშინ 23 დღის კანონი არ მოქმედებს და ადამიანი მითითებული დაავადების მიხედვით ადეკვატური დროის გასვლის შემდგომ მოკვდება.
  • სიკვდილის გარემოებებისა და დეტალების შეცვლა შეგიძლიათ ჩაწერიდან 6 წუთისა და 40 წამის განმავლობაში, ამ დროის გასვლის შემდეგ ვეღარაფერს შეცვლიტ და სიკვდილი მითითებულ დროს დადგება, როგორ მოკლე დროშიც არ უნდა იყოს მითითებული გარდაცვალება.

წესი # 29

  • თქვენ არ შეგიძიათ სიკვდილის წიგნაკის გამოყენებით მოკლათ 124 ან მეტი წლის (ადამიანთა კალენდრის მიხედვით) ადამიანი;
  • თქვენ არ შეგიძლიათ მოკლათ ადამიანი, რომელსაც სიკვდილამდე 12 წუთზე ნაკლები აქვს დარჩენილი (ესეც ადამიანთა დროის მიხედვით).

წესი # 30

  • თუ თქვენ სიკვდილის ღმერთისგან იყიდეთ მხედველობა, შეძლებთ დაინახოთ ადამიანთა თავდაპირველი სიცოცხლის ხანგრძლივობა;
  • სახელებს, რომლებსაც ხედავთ სიკვდილის ღმერთის თვალით, არის სახელი რომელიც საჭიროა ამ ადამიანის მოსაკლავად, მიუხედავად იმისა რეგიდტრირებულია ის თუ არა.

წესი 31

  • სიკვდილის წიგნაკში ფურცლები არასოდეს მთავრდება.
  • ეს ხდება იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანი, არ არის შეზღუდული წიგნაკის მეშვებით ადამიანთა მოკვლაში და ფურცლების დამთავრების გამო წიგნაკი არ უნდა გახდეს გამოუსადეგარი.

წესი 32

  • თუ ადამიანი ფლობს ერთზე მეტ სიკვდილის წიგნაკს, და ერთში ჩაწერს ადამიანის სახელს, მეორეში კი სიკვდილის მიზეზს, ამას ჩვეულებრივი ეფექტი ექნება და მსხვერპლი მითითებული მიზეზით მოკვდება. ამასთან ჩაწერის თანმიმდევრობას მნიშვნელობა არ აქვს, თუ ჯერ ერთ წიგნაკში ჩაწერთ სიკვდილის მიზეზს და შემდეგ მეორეში მსხვერპლის სახელს, ამას ჩვეულებრივი ეფექტი ექნება.
  • ამის გაკეთება ასევე შეუძლიათ ორ ადამიანს, რომლების ფლობენ სიკვდილის წიგნაკებს და მუშაობენ ერთად. თუმცა ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ორივე შეეხონ ერთმანეთის სიკვდილის წიგნაკებს.

წესი # 33

  • თუ ადამიანი კარგავს სიკვდილი წიგნაკის მფლობელობას, ის ვეღარ ხედავს სიკვდილის ღმერთსაც. თუმცა ამის შემდეგ თუ იგი შეეხება სხვა სიკვდილის წიგნაკს ის შეძლებს დაინახოს სიკვდილის ღმერთი და გაიგოს  მისი ხმა.
  • შესაბამისად ეს ადამიანი დაინახავს სიკვდილის ღმერთს მანამ სანამ იმ წიგნაკის მფლობელი არ დაკარგავს სიკვდილის წიგნაკზე ფლობის უფლებას.

წესი # 34

  • სიკვდილის წიგნაკის მფლობელს ვერ მოკლავს სიკვდილის ღმერთი, რომელიც იმყოფება სიკვდილი ღმერთთა სამყაროში;
  • ასევე სიკვდილის ღმერთი, რომელიც ჩამოდის ადამიანთა სამყაროსში სიკვდილის წიგნაკის მფლობელის მოსაკლავად ვერ მოკლავს მას;
  • სიკვდილის ღმერთს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია წიგნაკის მფლობელის მოკვლა, თუ  მან გადასცა მას ეს წიგნაკი.

წესი # 35

  • როდესაც ადამიანი იბრუნებს სიკვდილის წიგნაკის მფლობელობას მას უბრუნდება წაშლილი მეხსიერებაც წიგნაკთან დაკავშირებით. როდესაც შეხება გქონდათ სხვა სიკდვილის წიგნაკებთან, მათთან დაკავშირებული მეხსიერებაც დაბრუნდება;
  • მფლობელობის დაბრუნების გარეშეც, მხოლოდ სიკვდილის წიგნაკის შეხებაც საკმარისია მეხსირების აღსადგენად, ოღონდ შეხება უნდა მოხდეს უშუალოდ წიგნაკზე და არა მის ნაწილზე ან ნაგლეჯზე.

წესი # 36

  • თქვენ დაკარგავთ წიგნაკთან დაკავშირებულ მეხსიერებას, მასზე მფლობელობის დაკარგვასთან ერთად. თუმცა მფლობელობის აღდგენის ან წიგნაკზე ხელის შეხების შემდეგ თქვენ აღგიდგებათ მეხსიერება. ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ ექვსჯერ 1 წიგნაკის შემთხვევაში.
  • თუ ეს 6 ცდა ამოიწურა, ამის შემდეგ აღდგენილი მეხსიერების გარეშე მოგიწევთ სიკვდილის წიგნაკის გამოყენება.

წესი # 37

  • ადამიანები, რომლებმაც იყიდეს მხედველობა სიკვდილის ღმერთისგნ ხედავენ სხვა ადამიანების სახელს და დარჩენილი სიცოცხლის ხანგრძლივობას და მათზე არავითარ გავლენას არ იქონიებს სიკვდილის წიგნაკი. თუ მსხვერპლი მოკვდება სიკვდილის წიგნაკის გამოყენებით, მისი დარჩენილი ცხოვრების ხანგრძლივობა მიემატება სიკვდილის ღმერთის ცხოვრების ხანგრძლივობას.

წესი # 38

  • სიკვდილის ღმერთი, რომელიც მოკვდება ადამიანთა სამყაროში ყოფნის დროს და მის სიკვდილის წიგნაკს იპოვნის რომელიმე ადამიანი, ის გახდება წიგნაკის მფლობელი.
  • თუმცა ამ დროს მხოლოდ იმ ადამიანს შეუძლია დაინახოს და შეეხოს სიკვდლის წიგნაკს, რომელსაც სიკვდილის ღმერთის ხმის გაგება და დანახვა შეეძლო მის გარდაცვალებამდე.
  • ეს ნაკლებად მოსალოდნელია, მაგრამ თუ სიკვდილის ღმერთი აიღებს გარდაცვლილი სიკვდილის ღმერთის წიგნაკს, მაშინ ის გახდება მფლობელი.

წესი # 39

  • სახელები, რომლებსაც თქვენ ხედავთ სიკვდილის ღმერთის მხედველობის ყიდვის შემდეგ არის სახელები, რომლებიც გჭირდებათ ამ ადამიანთა მოსაკლავად, მიუხედავად იმისა არიან თუ არა ისინი სადმე რეგისტრირებულნი.
  • სიკვდილის წიგნაკის ადამიანთა სამყაროში გამოყენება ზოგჯერ ეფექტს ახდენს ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობაზე და ამოკლებს მათ, თუმცა სიკვდილის ღმერთი ხედავს ამ ადამიანების პირველად სიცოცხლის ხანგრძლივობას მის შემოკლებამდე.

წესი # 40

  • სრულიად არაფრის მომცემია წიგნაკში ჩაწერილი სახელების წაშლის მცდელობა;
  • თუ სიკვდილის წიგნაკს ფლობენ ადამიანთა სამყაროში სიკვდილის ღმერთის სურვილის წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში სიკვდილის ღმერთს აქვს უფლება დარჩეს ადამიანთა სამყაროში წიგნაკის დასაბრუნებლად.
  • ამ შემთხვევაში თუ ადამიანთა სამყაროში არის სხვა სიკვდილის წიგნაკებიც, სიკვდილის ღმერთს არ შეუძლია გამოავლინოს მათი მფლობელების ვინაობა და ადგილსამყოფელი.

წესი # 41

  • თუ სიკვდილის ღმერთი კარგავს სიკვდილის წიგნაკს სხვა სიკვდილის ღმერთებისგან მოუტყუებით (ან მსგავსი გზით), ამ შემთხვევაში სიკვდილის ღმერთს წიგნაკის დაბრუნება შეუძლია მხოლოდ იმ სიკვდილის ღმერთისგან, რომელიც იმ მომენტში ფლობს მას. თუ წიგნაკს იმ მომენტში უკვე ფლობს არა სიკვდილის ღმერთი არამედ ადამიანი, ამ შემთხვევაში სიკვდილის ღმერთს შეუძლია შეეხოს წიგნაკს და ამ გზით სდიოს წიგნაკის მფლობელ ადამიანს, შემდეგ დაელოდოს ამ ადამიანის სიკვდილს და დაიბრუნოს წიგნაკი სანამ სხვა ადამიანი შეეხება მას, ან დაელოდოს დროს როდესაც ეს ადამიანი საკუთარი სურვილით იტყვის უარს ფლობაზე.

წესი # 42

  • როდესაც სიკვდილის ღმერთს ერთხელ მაინც უნახავს ადამიანი და იცის მისი სახელი და სიცოცხლის ხანგრძლივობა, მას შეუძლია იპოვნოს ეს ადამიანი სიკვდილის ღმერთთა სამყაროს ხვრელიდან.

წესი # 43

  • სივდილის ღმერთთა სამყაროში არსებობს კანონები. როდესაც სიკვდილის ღმერთი არღვევს კანონს, არსებობს სასჯელის სიმკაცრის 8 დონე (იწყება 8დან და ადის 1-მდე) ასევე არსებობს განსაკუთრებული დონე, სასჯელის 3 (2, 1) დონის შემდეგ სიკვდილის ღმერთს კლავენ.
  • მაგ. ადამიანის მოკვლა სიკვდილის წიგნაკის გამოყენების გარეშე, ისჯება სიმკაცრის განსაკუთრებული დონით.

წესი # 44

  • სიკვდილის წიგნაკის ფლობაზე უარის თქმის ან ფლობის უფლების დაკარგვის შემდგომ მეხსიერების წაშლა ხდება მხოლოდ, იმ შემთხვევაში თუ წიგნაკის საშუალებით მოკალით ვინმე, მაგ. თუ ფლობდით წიგნაკს მაგრამ ის არ გამოგიყენებიათ და მასში არავის სახელი ჩაგიწერიათ, ამ შემთხვევაში მეხსიერება რჩება უცვლელი, უბრალოდ ვეღარ ხედავთ სიკვდილის ღმერთს და კარგავთ მის მხედველობას ( თუ გქონდათ შეძენილი).

წესი # 45

  • სიკვდილის ღმერთი არ მოკვდება უძილობით, სინამდვილეში მათ არც სჭირდებათ ძილი და ეს მხოლოდ შეიძლება გამოწვეული იყოს მათი სიზარმაცით.
  • განსაკუთრებით არ უნდა ეძინოთ სიკვდილის ღმერთებს, რომლებიც ცხოვრობენ ადამიანთა სამყაროში ვინაიდან მათ გადასცეს წიგნაკი ადამიანს,  რადგან მათ არ უნდა გამორჩეთ ადამიანის სიკვდილი და ყურადღებით უნდა იყვნენ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათ ეკრძალებათ დაძინება.

წესი # 46

  • ერთდროულად მხოლოდ 6 სიკვდილის წიგნაკის არსებობა შეიძლება ადამიანთა სამყაროში ( რა თქმა უნდა აქ არ იგულისხმება თავად სიკვდილის ღმერთების წიგნაკები). ეს ნიშნავს, რომ ერთდროულად დედამიწაზე შესაძლებელია იყოს მხოლოდ 6 სიკვდილის ღმერთი.

წესი # 47

  • ერთ სიკვდილის ღმერთს შეუძლია მხოლოდ 3 ადამიანს გადასცეს სიკვდილის წიგნაკი.
  • ერთ სიკვდილის ღმერთს შეუძლია მხოლოდ 6 წიგნაკის გადაცემა, მაგ. 3 ადამიანისთვის 2 წიგნაკის გადაცემა.
  • მოკლედ 1 ადამიანს შეუძია ფლობდეს 6 სიკვდილის წიგნაკს.

წესი # 48

  • შესაძლოა ადამიანთა სამყაროში მეშვიდე სიკვდილის წიგნაკიც იყოს თუმცა მას არავითარი ძალა არ ექნება, მანამ სანამ შინიგამი არ აიღებს იმ ექვსიდან ერთ-ერთ სიკვდილის წიგნაკს, ამის შემდეგ მისი გამოყენება შესაძლებელია.

წესი # 49

  • იმ შემთხვევაში თუ დედამიწაზე 6ზე მეტი სიკვდილის წიგნაკია, მხოლოდ პირველ ექვსს ექნება ძალა;
  • მეშვიდე წიგნაკს არ ექნება ძალა მანამ სანამ, პირველი ექვსიდან ერთ-ერთ არ დაწვავენ ან უკან არ წაიღებს შინიგამი სიკვდილის ღმერთთა სამყაროში.

წესი # 50

  • სიკვდილის წიგნაკს არ ექნება ეფექტი, თუ თქვენ ერთი მსხვერპლის სახელს დაწერთ წიგნაკის სხვადასხვა ფურცლებზე.
  • მაგრამ ფურცლის წინა და უკანა მხარე განიხილება როგორც ერთი ფურცელი. შესაბამისად თუ ადამიანის სახელს დაწერთ ფურცლის წინა მხარეს, ხოლო გვარდს უკანა მხარეს, წიგნაკი ჩვეულებრივ იმოქმედებს.

წესი # 51

  • იმისთვის, რომ წიგნაკმა იმოქმედოს მსხვერპლის სახელი და გვარი უნდა დაიწეროს ერთ ფურცელზე, მაგრამ სიკვდილის გარემოებების აღწერა შესაძლებელია სიკვდილის წიგნაკის სხვა ფურცლებზეც, თუმცა ეს იმოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სიკვდილის გარემოებების წერისას, წიგნაკის მფლობელს თავში მუდმივად ექინება მსხვერპლის სახელი, იფიქრებს მსხვერპლზე.

წესი # 52

  • მაშინ როდესაც სახელი მითითებამდე აღწერილია სიკვდილის გარემოებები, მსხვერპლთა ვინაობის მითითება აღნიშნული დეტალების წინ შეუზღუდავია, უბრალოდ ეს უნდა მოესწროს 40 წამის განმავლობაში და არ უნდა იყოს შეუძლებელი.
  • იმ შემთხვევაში როდესაც სიკვდილის მითითებული მიზეზი სავსებით რელურია სიტუაცია კი არა, გარდაცვალების მიზეზი იქნება ის რაც მითითებულ იქნა წიგნაკში. თუკი არც სიტუაციაა რეალური და არც მიზეზი მსხვერპლი მოკვდება გულის შეტევით.

წესი # 53

  • როდესაც თქვენ წიგნაკში უთითებთ ერთზე მეტ მსხვერპლის სახელს და შემდეგ პირველი სახელის დაწერიდან 40 წამის განმავლობაში მიუთითებთ თუნდაც ერთ სიკვდილის მიზეზს, ამ მიზეზით მოკვდება ყველა მითითებული მსხვერპლი;
  • ასევე, თუკი სიკვდილის სიტუაციას მიუთითებთ 6 წუთისა და 40 წამის განმავლობაში, ამ სიტუაციაშო მოკვდებიან მხოლოდ ის ადამიანები, რომელთა აღნიშნულ მდგომარეობაში სიკვდილიც შესაძლებელი იქნება, ყველა დანარჩენ შემთხვევაში სიტუაცია შეიცვლება და უცვლელი დარჩება მხოლოდ მიზეზი.

წესი # 54

  • სიკვდილის წიგნაკში კონკრეტული მსხვერპლის შემთხვევაში სიკვდილის დროდ თქვენ არ შეგიძლიათ მიუთითოთ ამ ადამიანის პირველადი სიცოცხლის ხანგრძლივობაზე მეტი დრო. და რომც მოხდეს მსგავსი მითითება, ეს ადამიანი წიგნაკში მითითებულ დროზე ადრე მოკვდება.

წესი # 55

  • ერთი ადამიანის ცხოვრებით მანიპულირებამ, რომელსაც მეორე ადამიანის სიცოცხლეზე აქვს გავლენა შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის სიცოცხლის გახანრგძლივება;
  • სიკვდილის ღმერთის მხრიდან მსგავსი მანიპულაციის სპეციალურად გაკეთების შემთხვევაში, შინიგამი მოკვდება, ადამიანი კი იგივე ქმედების გამო არ ისჯება.

წესი # 56

  • ერთი ადამიანის სიკვდილის წიგნაკის მეშვეობით სიკვდილი იწვევს მეორე ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივებას, ამის სპეციალურად გათვლის გარეშეც.

წესი # 57

  • სიკვდილის ღმერთს, რომელმაც წიგნაკი გადასცა ადამიანს, შეუძლია მოკლას ეს ადამიანი საკუთარი წიგნაკის მეშვეობით, მაგ. იმ შემთხვევაში თუ აღარ მოსწონს ეს ადამიანი.

წესი # 58

  • ახალი მსხვერპლის სახელის, სიკვდილის სიტუაციის ან გარემოების გადაწერა თავიდან დაწერილ მსხვერპლის სახელზე არ შეცვლის არაფერს და არავითარი ეფექტი არ ექნება. იგივე წესი ვრცელდებს მსხვერპლის სახელის წაშლის მცდელობაზეც, წიგნაკში სახელის მითითების შემდეგ აღარაფრის შეცვლა აღარ შეიძლება.

წესი # 59

  • მას შემდეგ რაც წიგნაკში მოხდება ადამიანის სახელის, მისი სიკვდილის გარემოებებისა და დროის მითითება, რა ბედიც არ უნდა ეწიოს წიგნაკს (მითითებული მსხვერპლის გარდაცვალების დროის დადგომამდეც)  ან იმ ნაწილს რომელშიც ეს ინფორმაციაა მითითებული (მაგ. დაიწვას და ა.შ.) არაფერი აღარ შეიცვლება.
  • თუკი მსხვერპლის სახელი მითითებულია წიგნაკში და მისი გარდაცვალების მიზეზის წერის პერიოდში განადგურდება წიგნაკი, მსხვერპლი სახელის მითითებიდან 40 წამში გარდაცვლება გულის შეტევით;
  • თუკი წიგნაკში მითითებულია მსხვერპლის სახელი და გარდაცვალების გამომწვევი მიზეზი, ხოლო სიტუაციის აღწერისას მოხდება წიგნაკის განადგურება, მსხვერპლი 6 წუთისა და 40 წამის გასვლის შემდეგ მოკვდება მითითებული მიზეზით თუკი ეს შესაძლებელია ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, სხვა შემთხვევაში მსხვერპლი მოკვდება გულის შეტევით.

წესი # 60

  • რა მეთოდიც (სამედიცინო, მეცნიერული) არ უნდა იქნეს გამოყენებული, შეუძლებელია იმის დადგენა ადამიანს აქვს თუ არა სიკვდილის ღმერთის მხედველობა, ამის დადგენა შეუძებელია სიკვდილის ღმერთებისთვისაც კი. ეს იცის მხოლოდ იმ შინიგამმა რომელმაც მიჰყიდა ამ ადამიანს ეს მხევდელობა.

წესი # 61

  • ქვემოთ აღწერილი სიტუაციები, როდესაც სიკვდილის ღმერთს, რომელმაც დედამიწაზე ჩამოიტანა სიკვდილის წიგნაკი, ეძლევა უფლება დაბრუნდეს სიკვდილის ღმერთთა სამყაროში:
  1. როდესაც სიკვდილის ღმერთმა დაინახა იმ ადამიანის დასასრული, რომელიც იმჟამად ფლობს მის სიკვდილის წიგნაკს, ან ღმერთმა ამ ადამიანის სახელი მიუთითა საკუთარ სიკვდილის წიგნაკში;
  2. როდესაც მის მიერ ადამიანთა სამყაროში ჩამოტანილი სიკვდილის წიგნაკი განადგურდა (დაიწვა და ა.შ.) და ადამიანის მიერ შეუძლებელია მისი გამოყენება;
  3. როდესაც აღარვინ ფლობს სიკვდილის წიგნაკს და არავის დევნა აღარ არის საჭირო;
  4. როდესაც ნებისმიერი მიზეზით დედამიწაზე ამ ღმერთს ჩაანაცვლებს სხვა სიკვდილის ღმერთი;
  5. როდესაც სიკვდილის ღმერთი კარგავს იმ ადამიანის კვალს, რომელიც იმჟამად ფლობს სიკვდილის წიგნაკს, აღარ იცის ვინ ფლობს წიგნაკს, ან ვეღარ ადგენს მფლობელის ადგილსამყოფელს და შესაბამისად უნდა დაბრუნდეს სიკვდილის ღმერთთა სამყაროშიდა ხვრელის საშუალებით იპოვნოს ეს ადამიანი;
  6. 2, 3 და 4 სიტუაციებში სიკვდილის ღმერთი ვალდებულია საკუთარ წიგნაკში ჩაწეროს წიგნაკის მფლობელის სახელი.

წესი # 62

  • სიკვდილის ღმერთთა სამყაროში არსებობს წიკვდილის წიგნაკის სახელმძღვანელოები (ადამიანთა ენაზე), რომელთა ჩამოტანაც ადამიანთა სამყაროში არ არის დაშვებული.
  • თუმცა აბსოლუტურად დასაშვებია, რომ სიკვდილის ღმერთი თავად გაეცნოს აღნიშნულ სახელმძღვანელოს და შემდეგ ადამიანი ჩააყენოს იქ მითითებული პირობების შესახებ საქმის კურსში.

წესი # 63

  • არსებობს მცირე რაოდენობით წითელ და თეთრ ყდიანი სიკვდილის წიგნაკები,თუმცა თავისი ეფექტით ისინი არაფრით განსხვავდებიან შავ ყდიანი წიგნაკებისგან.

დასასრული

ანიმეს ლინკი:

    Advertisements

    7 thoughts on “სიკვდილის წიგნაკის (death note) წესები

    კომენტარის დატოვება

    Fill in your details below or click an icon to log in:

    WordPress.com Logo

    You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

    Twitter picture

    You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

    Facebook photo

    You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

    Google+ photo

    You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

    Connecting to %s