თაყვანს ვცემ მიწას, რომელიც გელოდებათ


ყოველდღიურად მაქვს შეხება ადამიანებთან, რომლებიც:
1. მხოლოდ იმიტომ გაწირავენ ადამიანს სასიკვდილოდ, რომ საკუთარი პოზიცია დაიცვან და ”კარგ ტიპებად” გამოჩნდნენ, ხაზი გაუსხვან საკუთარ ავტორიტეტს, იმას, რომ მათ უკეთ ესმით, იმას, რომ მათ შეუძლიათ საკუთარი აზრის დაცვა და ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც მათ უბრალოდ შეუძლიათ (თან ძალიან მარტივად) თქვან კი და ამით სიკვდილის პირას მყოფ ადამიანს თუმცა უმნიშვნელო მაგრამ მაინც დახმარება გაუწიონ;
2. ადამიანებთან, რომლებიც საკუთარ თავს სამღვდელოებას უწოდებენ, ხაზგასმით აღნიშნავენ იმას, რომ ღვთის სამსახურში მყოფ ადამიანზეა საუბარი, თუმცა როდესაც საქმე მიდგება იმაზე, რომ ის ვერ მიიღებს (ობიექტური მიზეზების გამო) იმას რაც სურდა, მომენტალურ ცვლილებას განიცდიან და გემუქრებიან ღმერთით, იმით რომ თქვენს სახელზე სპეციალურ ლოცვებს წაიკითხავენ და შედეგად თქვენ დაისჯებით, არ გეღირსებათ არაფერი, გესაუბრებიან ტონში, რომლისაც ”კრიმინალურ ავტორიტეტსაც” კი შეშურდება;
3. ადამიანებთან, რომლებიც საკუთარ პოზიციას ვერ იცავენ, სრულიად აბსურდულ ე.წ. ”იაზვობაზე” გადადიან და შემდეგ ნებდებიან, ადამიანებთან, რომლებიც ვერ არჩევენ პირადს და უბრალოდ დამდგარი საჭიროების გადაწყვეტის აუცილებლობას, ადამიანები, რომლებიც ხვდებიან, რომ მათი პოზიცია სწორია, მაგრამ ეშინიათ ან ეზარებათ ან თუ ცდილობენ პოზიციის დაცვას, ამას მხოლოდ პირადი კმაყოფილების მისაღწევად აკეთებენ და სადღაც მეასეხარისხოვანი ხდება ის რაზეც რეალურად მიდის საუბარი, საკითხი კი რომელიც უნდა გადაწყდეს ამ ადამიანების პოზიციაზე გაცილებით მაღლა დგას.
4. ადამიანებთან, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ თუკი ვიღაცას არ აქვს სახლი და იძულებულია სარდაფში იცხოვროს, ყავს ინვალიდი შვილი ე.ი. გაუმართლა ვინაიდან ის ხომ ამის გამო ფულად დახმარებას ღებულობს;
5. ადამიანები, რომლებიც შემოდიან და ხმამაღლა აცხადებენ, რომ ”სექსზე” უნდათ წასვლა (ამაში ”სექსი დიდ ქალაქში”-ს პრემიერას გულისხმობდა) და ამით ხაზს უსვამენ საკუთარ უკომპლექსობას და ე.წ. ”კაი ტიპობას” (ასე ხომ უფრო სკანდალურად და ”რაღაცნაირად” ჟღერდა);
6. ადამიანებთან, რომლებიც პაულო კოელიოს ”ალქიმიკოსის” პოპულარობის პერიოდში ლამის კოელიოს სახელზე ლოცულობდნენ, თუმცა მას შემდეგ რაც კოელიო უმრავლესობის მიერ (ვინ არის ეს უმრავლესობა კაცმა არ იცი) აღიარებულ იქნა, როგორც სუსტი მწერალი, დიდი არაფერი და ა.შ. ამბობენ, რომ კოელიო ”ბანძია”. ადამიანებთან, რომლებმაც იციან, რომ დოსტოევსკის ”იდიოტი” (იგივე კრეტინი- დიახ, ასეთი ვერსიაც მაქვს მოსმენილი) მაგარია და მიუხედავად იმისა გადაუშლიათ თუ არა ეს წიგნი, აზრი გამოიტანეს თუ არა, მაინც ერთხმად აღიარებენ, რომ ეს ”გენიალურია” (ამ საკითხის გავრცობა კიდევ მრავალი მაგალითით შეიძლება);
7. ადამიანებთან, რომლებიც საკუთარი თავის რეალიზაციას სხვა ადამიანების ლანძღვით ახორციელებენ, რომლებიც ყველანაირი საშუალებით ცდილობენ სტატუსით მათზე მაღალ საფეხურზე მდგომი პერსონების კეთილგანწყობის მოპოვებას, რომლებიც სპეკულირებენ ღმერთით;
8. ადამიანებთან, რომლებიც გეუბნებიან, რომ ძალიან შეწუხდნენ, ძალიან ნერვიულობენ შენზე, ძალიან განიცადეს, შენი დახმარება სურთ და სინამდვილეში გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი ”ფეხებზე კიდიათ”, სადღაც ალბათ ახარებთ კიდეც;
9. ადამიანებთან, რომლებიც ყოველთვის სიხარულით ჩანან შენს ცხოვრებაში თუ ყველაფერი ცუდად მიგდის, პრობლემები გაქვს, ყოველდღე გირეკავენ და კითხულობენ შენი მდგომარეობა ხომ არ დამძიმდა, მაგრამ თუ აღმოჩნდა, რომ გამოსწორების გზაზე ხარ და უკეთესობაა მხოლოდ, შემდეგ სადღაც იკარგებიან. სიხარულით გიყვებიან იმას თუ რა ცუდად იყო დედაშენი საოპერაციოდან, რომ გამოიყვანეს, იმას, რომ არ ამბობდნენ, მაგრამ აშკარად კოჭლობდა, იმას, რომ საოპერაციოდან გამოსულს სანამ გონზე მოიყვანდნენ შეუკავებლობა დაემართა, ამ ყველაფერს გიყვებიან, რატომ? რა საჭიროა? გაუგებარია, ამ დროს ტკბებიან. გეუბნებიან, რომ მამაშენი ძალიან მოტყდა და რამე რომ დაემართოს გაგიჟდებიან დარდით, თუმცა თუ აღმოჩნდა, რომ არაფერია სერიოზული სასტიკი იმედგაცრუებით იკარგებიან და გემშვიდობებიან ”მომავალ უბედურებამდე”.
მოკლედ დღეს ყველა ამ ადამიანს მინდა ვუთხრა:
Advertisements

4 thoughts on “თაყვანს ვცემ მიწას, რომელიც გელოდებათ

  1. moiashi

    ასეთი ადამიანებისთვის სურათი მართლაც რომ შესაბამისია. ისინი უბრალოდ უნდა გვეცოდებოდეს. კარგია აღნიშნულ პუნქტებს რომ არ ვუერთდები

    Like

  2. tina

    ყოველთვის სიხარულით ვკითხულობ შენს ნაწერს,ყველაფერი, რაც შენ აღნიშნე ,სინამდვილეს შეეფერება,მაგრამ გთხოვ ნუ იქნები ასეთი მკაცრი,ჩვენ ხომ უბრალო მოკვდავნი ვართ, ჩვენი ცოდვებით და შეცდომებით?

    Like

    1. მართალია შეცდომებს ყველა ვუშვებთ და რა თქმა უნდა არც მე ვთვლი საკუთარ თავს იდეალურად, უბრალოდ ზოგჯერ ძალიან მეშლება ნერვები, როდესაც აქ ჩამოთვლილი ტიპის ადამიანებს ვხვდები. დღეს კი ამ პოსტის დაწერამდე სწორედ ერთ-ერთ ასეთ ადამიანთან მქონდა საკმაოდ უსიამოვნო შეხება.

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s