prince charming is a dick, bring on the frogs


ყველა მეტნაკლებად მნიშვნელოვანი მოვლენის წინ, საკუთარ წარმოსახვაში ვიყალიბებთ წარმოდგენას იმის შესახებ თუ როგორ განვითარდება მოვლენები, კარგი იქნება თუ ცუდი, გავერთობით თუ არა და ა.შ. ეს კი რეალობას თითქმის არასოდეს არ ემთხვევა. შეუძლებელია ზუსტად განსაზღვრო ის თუ რა და როგორ იქნება, არა იმიტომ, რომ შესაძლებელია ქუჩაში გახვიდე და აგური დაგეცეს (ეს გამოთქმა ძალიან მოდურია და ამიტომ გამოვიყენე), არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ რეალობაში და კონკრეტულ მომენტში ყველაფერი ვითარდება სხვანარად. ეს არც კარგია და არც ცუდი. ზოგჯერ ველოდებით რაღაც ძალიან მოსაწყენს, მიუღებელს, ცუდს და ყველაფერი პირიქით ხდება.

შვებულებაში გავდივარ და ვერ ჩამოვყალიბდი რა ვაკეთო იმ ორი კვირის განმავლობაში: 1. წავიდე მეგობრებთან ერთად ზღვაზე, სადაც მხოლოდ წყვილები იქნებიან და თავი მურმანის ეკლად ვიგრძნო, ვუყურო მათ ლოლიავს, იმას თუ როგორ ვერ ძღებიან ერთმანეთის ყურებით, ვითომ წაკინკლავდებიან და შემდეგ შერიგდებიან ”ჩემი ბარტყის” (აქ რა თქმა უნდა ვამლაშებ) ძახილით, ღამე შევიდე ოთახში და მარტომ დილამდე ვაბოლო სიგარეტი. 2. წავიდე მარტო სადმე მაგ. აბასთუმანში, ბორჯომში, წავიღო სასმელი, ვიქირავო ბინა და ვიყო ჩემთვის სადღაც ერთი კვირის განმავლობაში. გავიღვიძო რომელ საათზეც მინდა, საღამოობით ვისეირნო, შემდეგ მივიდე სახლში, ვუსმინო მუსიკას და ჩამეძინოს. 3. ვიყო თბილისში, მიწაზე ფეხი არ დავადგა, გამოვიკეტო სახლში, გავსკდე ძილით, ფილმების ყურებით და ტელევიზორით.

1 ვარიანტი, წინასწარ აშკარად არ მხიბლავს, თუმცა თუ გავითვალისწინებ, რომ შესაძლებელია ჩემი წარმოსახვა რეალობას სასიამოვნოდ არ დაემთხვეს, იქნებ ღირდეს ვცადო.

2 ვარიანტი ძალიან მხიბლავს, მაგრამ ცუდი ეჭვი მაქვს რეალობას უსიამოვნოდ არ დაემთხვევა.

3 ვარიანტი რეალობასთან ყველაზე ახლოს დგას.

ასევე არ ემთხვევა მოგონებები რეალობას, თითქმის არასოდეს არ მგვახსენდება ყველაფერი ისე როგორც იყო, ან ბევრად უარესად ან ბევრად უკეთესად. გამოთქმაც ხომ არის ”ახლა ნერვიულობ, შემდეგ ამაზე გაგეცინება”, ეს ნამდვილად ასეა, თუმცა რატომ უნდა იხსენებდე სიცილით იმას, რაშიც სასაცილო არაფერია მარტივად რომ ვთქვათ გაუგებარია, თუმცა ეს ასეა.

როგორ შეიძლება სასიამოვნო შეგრძნება მქონოდა მაშინ, როდესაც ოპერაცია ვიკეთებდი. დღეს კი, რომ ვიხსენებ, მანქანას კლინიკაში, რომ წავედი, იქ რეგისტრაციის გავლას, იმას თუ რამდენი სუნამო დავისხი (რომლის სუნიც შემდეგ სამწუხაროდ იოდმა გადაფარა 😀 ), წითელ ჩუსტებს, რომლებიც სახელდახელოდ წავიღე, ქალბატონს, რომელიც სანამ ოპერაციაზე შესვლას ველოდებოდი იმდენს მელაპარაკებოდა ჩემთვის მშვიდად ნერვიულობის (:) ) საშუალებასაც არ მაძლვდა და ა.შ. ის ცუდი განცდა აღარ მეუფლება, მომენტებზე მეღიმება, სადღაც ვფიქრობ, რომ საინტერესოც იყო.

თუმცა რა თქმა უნდა არსებობს, მოვლენები, რომლებიც საკუთარ რეალურ სახეს არასოდეს კარგავენ.

P.S. დიახ, მე ვაკავშირებ სათაურთან ამ პოსტს 😀

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s