რატომღაც მახსოვს


მახსოვს, სლოვაკეთი, პოდბანსკი საზაფხულო ბანაკი (მაშინ 16 წლის ვიყავი), უამრავი ადამიანი, რომლების გზაც ჩემს გზაზე გადაიკვეთა ერთხელ და ფაქტიურად დარწმუნებული ვარ რომ უკანასკნელად. მახსოვს 930 ნომერი და ორი ადამიანი, რომლებთან ერთადაც ვცხოვრობდი, სახელები აღარ მახსოვს, მახსოვს ის დღე ყველას რომ დავემშვიდობე, გამოვიხურე ჩემი ოთახის (930) კარები, შევხედე და გავიფიქრე, რომ ეს იყო უკანასკნელად, უკანასკნელად ვხედავდი ამ ყველაფერს, აბა მეტი მანდ რაღა მესაქმება, ვიცი, რომ იქ არასოდეს ჩავალ.
მახსოვს მატარებელი და ორი ჰოლანდიელი ბიჭი, რომლებმაც ერთმანეთი მატარებელში გაიცნეს, ფრანგი ცოლ-ქმარი, ქმარი აშკარა არისტოკრატივით რომ გამოიყურებოდა და მეუღლე გაუნათლებელი კეთილი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებდა.
მახსოვს ე.წ. ”ფუნთუშა”, რომელიც უზომოდ ბედნიერი იყო იმით, რომ დასასვენებლად მიდიოდა და ”მარშუტკის” რეპერტუარის შერჩევაში მონაწილეობას ღებულობდა, ბოლოს ჩამოყალიბდა, რომ ყველაზე სასიამოვნო მოსასმენი ღამე მგზავრობოს დროს იქნებოდა სიმღერა ”პად კაიფამ” (ვინ მღერის არ ვიცი).
მახსოვს ნატაშა, რომელიც თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ იტყუებოდა სასტუმროს მცირეწლოვანი რეცეფციონისტისგან ვარ ფეხმძიმედო, შემდეგ ”მუდურს” შეუვარდა და კომპიუტერის დამტვრევას ლამობდა, მახსოვს, რომ ეს ნატაშა ერთადერთ აღმოჩნდა მთელს სასტუმროში ვისთანაც საერთო ენა ვიპოვეთ და დავმეგობრდით.
მახსოვს სულეიმანი, ამ კაცზე სიტყვა ზვიგენი რატომ მახსენდება არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ რაღაც აუხსნელ კავშირში იყო.
მახსოვს ის კაცი, სტომატოლოგიურ კლინიკაში, ექიმისგან რომ გამოვიდა შემდეგ ვიზიტზე შეთანხმდა, ჩაჯდა მანქანაში და წავიდა.
მახსოვს ქურთი ბარმენიც, რომელიც ალბათ ჯობია არ მახსოვდეს.
მახსოვს ის რუსი კაცი მშობლებთან ერთად რომ ისვენებდა, დედამისი რომ ურჩევდა რა უნდა ეჭამა, მთელი დღე ჩრდილში, რომ იწვა მზის სხივებს რაიმე რომ არ ევნოთ.
მახსოვს ის, რომელიღაც სლავური ქვეყნის წარმომადგენელი ცხოველივით კაცი, როგორ იყვირა სააკაშვილიო, როცა გაიგო რომ ქართველი ვიყავი.
მახსოვს ის ორი ფრანგი ბიჭი, მეტროდან ამოსულებს, რომ ავეკიდეთ მე და ჩემი მეგობარი, იმდენად სიმპატიურები იყვნენ.
მახსოვს ის კაცი, კუპეში, რომ შემოიხედა, ჩვენი დანახვა, რომ არ ესიამოვნა, გამცილებელს დაჟინებით, რომ სთხოვა კაცებიან კუპეში შეესახლებინათ და უკან მოუხედავად გაეცალა იქაურობას.
მახსოვს ის ჩრდილიც ჩემი უძილობის პერიოდში აშკარად მასაც უძილობა, რომ ქონდა და ერთად (ერთად ნაკლებად მაგრამ მაინც), რომ ვათენებდით ღამეებს, ისე წავიდა ის ჩრდილი ცხოვრებაში თვალიც არ მომიკრავს.
მახსოვს ბარბორა, რომელიც უზომოდ მიშლიდა ნერვებს, სასტიკი ხმით და ქცევის მანერით გამოირჩეოდა.
მახსოვს თეთრ სპორტულებში (ღამე იყო და ფაქტიურად ანათებდა) ჩაცმული ახალგაზრდა, პირზე ხელი, რომ ამაფარა საყვარლად, დანა დამადო და მეჯღანებოდა მობილური მომეციო.
მახსოვს ”ოქროსუბნელი” ალიკა, შეყვარებულის გასასეირნებლად მანქანა, რომ მოიპარა და ვერ მოინელა ამისთვის, რომ დაიჭირეს.
მახსოვს, რიბა, ორ პალმას შორის გაბმულ ჰამაკში მწოლიარე მოკლული ქალის ფანტაზიით.
მახსოვს ის ბიჭი დედამისი, რომ მიიყვანა ანგილოგთან და აივანზე ერთად რომ მოვწიეთ.
კიდევ ბევრი რამ და ბევრი ვინმე მახსოვს, რომლებსაც ცხოვრებაში სრულიად შემთხვევით ერთხელ შევხვდი და 99.99% აღარასოდეს შევხვდები და აღარასოდეს ვნახავ. რამდენ ადამიანთან იკვეთება ჩვენი გზა ცხოვრების მანძილზე მხოლოდ ერთხელ ისე რომ ყურადღებასაც არ ვაქცევთ.
Advertisements

3 thoughts on “რატომღაც მახსოვს

  1. tina

    მომწონს შენი ჩანაწერები!-რომელიღაც , პოეტის ლექსის სტრიქონი გამახსენე:”,მაგრამ ხსოვნაში ჩარჩები ისე——როგორც ფინჯანში ყავის ნარჩენი! “- თითქოს აღარ გვახსოვს,მაგრამ მეხსიერება ისეთი, რამ არის, შემონახულია ჩვენი ტვინის სიღრმისეულ ხვეულებში და როდის რა ამოტივტივდება , არ ვიცით….

    Like

    1. დიდი მადლობა 🙂
      გეთანხმები, უცბად შეიძლება ძალიან უმნიშვნელო დეტალი გაგახსენდეს, საიდანღაც უცბად ამოტივტივდეს. დღეს უბრალოდ დავფიქრდი მსგავსი თითქოს უმნიშვნელო შეხვედრებიდან და შემთხვევებიდან რა მახსოვდა. ამ პოსტის წერის დროს ძალიან გავერთე 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s