თანაგრძნობიდან სრულ გულგრილობამდე


იწყება ყველაფერი იმით, რომ ხვდები დღეიდან გექნება შეხება ადამიანებთან, რომლებიც გულწრფელ თანაგრძნობას და სიბრალულს იმსახურებენ, ხვდები, რომ სამომავლოდ მუდმივად იმაზე მოგიწევს ფიქრი თუ რამდენი ადამიანი დატოვე იმედგაცრუებული, ბედის ანაბარა, სასოწარკვეთილი, მათთან ყოველი შეხებისას ცუდ ხასიათზე დგები.
ეს პერიოდი მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში გრძელდება. ვინმე ვისაც ამ საკითხში უკვე გაცილებით დიდი გამოცდილება აქვს შეიძლება მოგიბრუნდეს და სრულიად ცივი სახით გითხრას, რომ მან დროთა განმავლობაში სიბრალულის შეგრძნება სრულიად დაკარგა, არა თუ დაკარგა პირიქით გახდა მკაცრი, მათთან ყოველი შეხება მხოლოდ აგრესიას და ნერვების მოშლას იწვევს. შენ რა თქმა უნდა არ გჯერა, ამბობ, რომ შენ ასეთი არასოდეს გახდები, თავს აჯერებ რომ ეს ინდივიდუალურია, ალბათ იმასაც კი ფიქრობ, რომ შენ გაცილებით კარგი ადამიანი ხარ და მათი გაგება შეგიძლია, გიჟდები იმის წარმოდგენით თუ როგორ შეიძლება ადამიანი ასეთი ცივი იყოს, ფიქრობ, რომ არსებობს საკითხები, რომელთა შეგუებაც შეუძლებელია.
გადის დაახლოებით 1 (შემდეგ 2, 3 და ა.შ.) წელი, და ოოოოო სადღაც გაქრა შენში ის კარგი, დადებითი ემოციით, სიბრალულით განმსჭვალული პიროვნება, არავითარ ემოციას აღარ იწვევს ადამიანი, რომელიც თუნდაც 1 წლის წინ, რომ მოსულიყო შენში იმხელა სიბრალულს გამოიწვევდა, რომ მთელი ღამე მასზე იფიქრებდი, არა უფრო დავკონკრეტედები, ემოციას იწვევს ოღონდ ეს ემოცია დადებითისგან ძალიან შორს დგას, მხოლოდ ნერვები გეშლება, გიჟდები იმაზე თუ რამდენი ”პრეტენზია” აქვს, ესაუბრები მკაცრი ტონით, უხსნი, რომ წუხხარ (ეს უბრალოდ ფრაზაა) მაგრამ მისი დახმარება არ შეგიძლია და შეუძლია ნებისმიერ სხვა გზას მიმართოს. ამთავრებ მასთან ბოლოს და ბოლოს საუბარს და იმაზე ფიქრობ თუ როგორ დაგღალა, როგორ მოგიშალა ნერვები და არავითარი თანაგრძნობა.
რა თქმა უნდა მაინც რჩება ამ კონტინგენტის 1%, რომელიც არ შეიძლება არ შეგეცოდოს და ადამიანური თანაგრძნობა არ გამოიწვიოს, თუმცა ეს მხოლოდ 1%-ია, დანარჩენი 99 კი შენთვის მხოლოდ მორიგი პრობლემა, ნერვების მომშლელი სუბიექტია. მათი უმრავლესობას აგრესიით მოდის, რაც ალბათ შენი მხრიდან მსგავს დამოკიდებულებას განაპირობებს, თუმცა კარგად, რომ დაფიქრდე მათი გაგება შეიძლება, მაგრამ შენ ვინ გაგიგებს, შენ რა შუაში ხარ, შენ დაიღალე, ის კი ისე ცუდად გელაპარაკა და იმდენი პრეტენზია ჰქონდა, რომ სულაც არ არის ღირსი არავითარი სიბრალულის.
მოდის ახალი ადამიანი (ისეთი როგორიც იყავი შენ თავიდან), იწყებს მათთან ურთიერთობას და მწუხარე სახით გეუბნება თუ როგორ ეცოდება ყველა მათგანი, შენ კი მომენტალურად ირგებ იმ, როლს, რომელიც წლების წინ შენთვის მიუღებელი იყო, ამბობდი, რომ შენ ასეთი არასოდეს გახდებოდი და გეცინება.
ცოტა ხანში კურიოზების ძებნას იწყებ, რაღაცნაირი სიმწრით იცინი. გაქვს მსგავსი შემთხვევები: შედიხარ ოთახში და უკან მოგყვება პრეტენზიებით განმსჭვალული ადამიანი, თავიდანვე გაძლევს განმარტებას, რომ არის გიჟი, აქვს ე.წ. თეთრი ბილეთი და ახლაც, რომ მოკლას ვინმე (ვინმე რა ანუ შენ), მას ამისთვის არაფერი ექმუქრება, ლაპარაკობს ხმამაღალ ტონალობაში, შენ ფაქტიურად არაფერი გესმის (არც არის საჭირო, საინტერესოს არაფერს ამბობს), ცდილობ მაქსიმალურად კეთილგანწყობილი სახე მიიღო და თვალს ჩუმად აპარებ კარებისკენ, ფიქრობ იმაზე, საჭიროების შემთხვევაში მოასწრებ თუ არა გამოქცევას 😀
შემდეგ ისევ გესმის ყვირილი, ხვდები, რომ აი ისევ შენთან არიან, ხელში ონკოლოგიური პაციენტი გრჩება, გეჩხუბება, გიყვირის, გიხსნის, რომ აქვს მეოთხე სტადია (უკანასკნელი) ესაჭიროება წამლები და ფული არ აქვს, არადა სიცოცხლე უნდა, არ უნდა სიკვდილი და შენ არ გეცოდება, არც ერთი წუთით არ გეცოდება და ფიქრობ იმაზე, რომ რაც შეიძლება დროზე დაგანებოს თავი, მორჩეს შენს ლანძღვას, ყვირილს და სადაც უნდა იქ წავიდეს, არადა ეს, რომ 3 წლის წინ მომხდარიყო, შესაძლოა მისი საცოდავობით რამოდენიმე ღამე არ გძინებოდა.
ადამიანი ნამდვილად ეჩვევა ყველაფერს, რაც ყოველდღიურობაში გადადის ის პირვანდელ ემოციებს აღარ იწვევს. ისეთი როგორიც გეგონა, რომ არასოდეს გახდებოდი დროთა განმავლობაში იმდენად მარტივად ხდები, რომ აღარც კი გიკვირს.

Advertisements

4 thoughts on “თანაგრძნობიდან სრულ გულგრილობამდე

  1. tina

    -damijereb?-პირველივე სტრიქონიდან , რატომღაც ონკილოგიური საავადმყოფო გამახსენდა, ძალიან ჰგავდა იქ განვითარებულ სიუჟეტს…სადაც უკვე წლებია დავდივარ და ვფიქრობ იქ მომუშავე პერსონალს ადამიანური გრძნობები დაჩლუნგებული აქვთ…არ მიკვირს ახლა,პირველად კი გამაოცა გულცივობამ ავადმყოფებისადმი..მაგრამ არ იფიქროთ ყველას ეხებოდეს ეს,იქ მე მეგულება ძალიან საყვარელი ნათელა თურქია (ექიმი ქიმიო -თერაპიაში) და გადასხმების განყოფილებაში ექთანი ნინო მაისურაძე.ნეტავ თქვენ ვინ ხართ?

    Like

    1. ონკოლოგიურ საავადმყოფოში არ ვმუშაობ, უბრალოდ შეხება მაქვს ზოგადად სამედიცინო სფეროსთან, პაციენტებთან და გაჭირვებულ ფენასთან. საშინელებაა გულგრილი დამოკიდებულება, თუმცა ეს ალბათ ასე თუ ისე ბუნებრივია. თუმცა ადამიანები, რომლებთანაც მე მაქვს შეხება თავად უკვე იმდენად დიდი აგრესიით არიან განწყობილი (უმრავლესობა, რა თქმა უნდა ყველაზე არ მაქვს საუბარი), რომ ძნელია შენში დადებითი ემოცია გმოიწვიონ (ეს ალბათ თავის მართლებას გავს). თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ მათი თუნდაც ეს აგრესიაც რაღაც დონეზე გასაგებია.

      Like

  2. tina

    მე მესმის შენი,ეს თავის მართლება სულაც არაა…მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს და ხანდახან იმ მხარეზედაც ვიფიქროთ, წინა კონსულტაცია მგზავრობის ხარჯებთან ერთად 200 ლარი დამიჯდა,ექიმს პატივი ვეღარ ვეცი,ამიტომაც სიტყვის ღირი არ გამხადა..

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s