რატომ ვეწევით სიგარეტს


მოწევა არის გართობა
სიგარეტმა დროთა განმავლობაში უმეტესობისთვის ჩაანაცვლა ბავშვობის კაპრიზები, ანუ ზრდასრული ადამიანი თავს ვეღარ აძლევს ყველა კაპრიზის ასრულების უფლებას, სიგარეტი კი შესანიშნავი საშუალებაა იმისთვის, რომ ცოტა ხნით შეწყვიტო მუშაობა. “ხშირად ხდება ისე, რომ უცბად ძალიან იღლები მუშაობით” – აცხადებს ერთ-ერთი გამოკითხული “ის 5 წუთიანი შუალედი კი რომელსაც სიგარეტს ვუთმობ, შესანიშნავი მიზეზია დასასვნებლად, მოწევის გარეშე კი უბრალოდ 5 წუთით ადგილზე ჯდომა არანაირ შვებას არ მაძლევს”.

მოწევა არის ერთგვარი ჯილდო
თითოეულ ჩვენგანს ძალიან აკლია ე.წ. ჯილდო ცხოვრებაში. გვჭირდება ადამიანი რომელიც მხარზე წამოგვარტყამს. სიგარეტი კი არის ერთგვარი საჩუქარი/ჯილდო, რომელსაც საკუთარ თავს ვუკეთებთ იმ სიხშირით რა სიხშირითაც მოვისურვებთ. როდესაც საქმეს დავამთავრებთ, მაშინვე შეგვიძლია ავდგეთ და სიგარეტი მოვწიოთ ანუ გარკვეულწილად მივულოცოთ ჩვენს თავს და საჩუქარი გავუკეთოთ. ჩვენ შეგვიძლია დავპირდეთ ჩვენს თავს “როდესაც ამ საქმეს მოვრჩები, როდესაც დავასრულებ რეპორტის უკანასკნელ გვერდს, მე დავიმსახურებ პატარა გართობას, საჩუქარს, მოვწევ.”
გარდა ამისა სიგარეტი არის სიამოვნება ანუ მაგ. ჭამის შემდეგ სიგარეტი სიამოვნებას 100%-იანს ხდის, ასევე თითოეული ღერი არის პატარა შესვენება დღის განმავლობაში და ა.შ.

სიგარეტი – თანამედროვე ქვიშის საათი
1 ღერის მოწევა ფსიქოლოგიურად ასოცირდება გარკვეული დროის გასვლასთან. ანუ ხშირად ვამბობთ, მაშინ როდესაც ვიღაც იგვიანებს – “ერთ ღერსაც მოვწევ და მერე წავალ.” ერთ-ერთმა გამოკითხულმა დააფიქსირა, რომ “გაცილებით მარტივია უყურო სიგარეტი ნელ-ნელა როგორ იწვება, ვიდრე ყოველ ორ წამში ერთხელ ნერვიულად უყურო საათს და ხელები იფშვნიტო.”
გარდა ამისა სიგარეტით მხოლოდ დროის განსაზღვრა არ ხდება, ასევე იქმნება წარმოდგენა, რომ დრო გაცილებით მარტივად გადის. ამიტომ ხდება, რომ მოლოდინის პერიოდში ჩნდება მოწევის სურვილი. ამიტომაა, რომ ხშირად ჯარისკაცები ბრძანების მიღებამდე საკვებზე მეტად სიგარეტს ეტანებიან.

“სიგარეტთან ერთად მე არ ვარ მარტო”
ჩვენი რესპოდენტები ხშირად აფიქსირებდნენ, რომ მოწევა ძალიან გავს მეგობართან ერთად ყოფნას. ერთ-ერთმა მატგანმა განაცხადა “როდესაც მარტო ვარ და სიგარეტს ვუკიდებ ისეთი შეგრძნება მიჩნდება, რომ აღარ ვარ მარტო…”
მოწევა ასევე ეხმარება ურთიერთობის დაწყებას ანუ დაახლოებით იგივე ეფექტი აქვს რაც ერთად დალევას. ეს უბრალოდ საღამოს კარგი დასაწყისია.

“მე მომწონს კვამლის ყურება”
მწეველისთვის კვამლი, რომელსაც ის უშევბს რაღაც დონეზე წარმოადგენს მის ნაწილს. იგივე მიზეზით უყვართ ადამიანებს სიცივეში სუნთქვის დროს ორთქლის ყურება, ანუ ეს მათ სუნთქვას ხილვადს ხდის. მწეველებს ძალიან უყვართ კვამლის ყურება, ის სხვადასხვა ფორმას იძენს და მათ მოდუნებაში და არასასურველი ფიქრების გაფანტვაში ეხმარება.

“მოწევა მეხმარება ფიქრში”
საკმაოდ ბევრი ადამიანის განცხადებით, მათ არ შეუძლიათ კონცენტრირება, ფიქრი, წერა სიგარეტის გარეშე. ამ დროს ხელიც დაკავებულია და შესაბამისად ფიქრში ხელს არაფერი გიშლის.

“მე ვაბოლებ ჩემს პრობლემებს, კვამლს ვატან”
სიგარეტი ხშირ შემთხვევაში იგივე ეფექტს იძლევა რასაც ტირილი. ანუ სიმძიმის შეგრძნებას ცოტა ხნით მაინც აქრობს. ეს ფიზიკურ მომენტთანაც არის დაკავშირებული, ანუ როდესაც ადამიანი

გაბრაზებულია, დეპრესიაშია მისი სუნთქვა არ არის რითმული, ხოლო სიგარეტი ეხმარება ამ ადამიანებს რითმულად სუნთქვაში. ამ დროს ცოტა ხნით ივიწყებ პრობლემას და გაქვს შეგრძნება, რომ აკეთებ რაღაცას იმისთვის რომ დამშვიდდე.

© Ernest Dichter

Advertisements

20 thoughts on “რატომ ვეწევით სიგარეტს

  1. 🙂 საკმაოდ საინტერესო არგუმენტები იყო. არგუმენტები იმიტომ რომ ჩემთვის, როგორც არა მწეველისთვის ეგ უბრალოდ “ხმელი ბალახია” და მის გასასამართლებლად მოფიქრებული კარგი ალიბები.

    ვიწყებთ მოწევას მიბაძვის გამო.ვბაძავთ მას ვინც თავიდანვე ასევე მიბაძვით დაიწყო მოწევა და მერე ანალოგიური არგუმენტებით იმართლებდა თავს.
    კითხვა კი კითხვად რჩება… და რატომ ვეწევითო?!
    🙂

    Like

    1. მიბაძვით მოწევა ნამდვილად არ დამიწყია, ჩემს ირგვლივ იმ პერიოდში არავინ ეწეოდა, არც სკოლის ასაკში ვიყავი, სკოლის საპირფარეშოში გოგოებთან მოწევით, რომ მეფიქრა “კაი ტიპი” ვარ მეთქი. საკმაოდ შეგნებულად დავიწყე მოწევა, მანამდე გასინჯულიც კი არ მქონდა, თუმცა არსებითი მოტივი დაწყებისა რა იყო არ მახსენდება და არც ვიცი, თუმცა ძალიან კარგად ვიცი რატომ ვეწევი დღესაც, ვიცი, რომ სამსახურში ძალიან რომ ვიღლები ავდგები და 5 წუთიან შესვენებას გავაკეთებ, უზომოდ უხდება სიგარეტი კარგ მუსიკას (ედიტ პიაფს და შივარის განსაკუთრებით 🙂 🙂 ), უხდება წითელ ღვინოს (ზოგადად ალკოჰოლს), უხდება ხასიათს და ა.შ. 🙂

      Like

  2. 🙂
    ხოო. როცა ვიზუალური და ფსიქოლოგიური “უხდებაა” არგუმენტი მაშინ ძნელია ისაუბრო ისეთ ბანალურ “არ უხდება”-ზე როგორიცაა ჯანმრთელობა.მითუმეტეს ქალის
    წითელ ღვინოს ჩაჭრილი ატამიც უხდება. სიგარეტის გემოზე რა მოგახსენო.
    ისე კი თეთრი სჯობს საწრუპავად. მაგალითად, ფორთოხლით მომზადებულ ბატთან 🙂

    Like

    1. ფორთოხლით მომზადებულ ბატზე ვერაფერს ვიტყვი, ფრინველის ხორცს არ ვჭამ 😀 რაც შეეხება ღვინოს, თუ წრუპვაა პრინციპში არც თეთრზე ვამბობ უარს (უბრალოდ წითელ ღვინოზე სხვანაირი “გადახრა” მაქვს 😀 ).
      უზომოდ მინდა მოწევა და ჯინაზე აღმოჩნდა რომ გამითავდა სიგარეტი 😀

      Like

  3. 🙂 თევზეულთანაც კარგად მიდის. ზღვის ნობათთან და ყველთანაც. წითელს კი ნანადირევი უხდება. მაგრამ ეგ მძიმეა.
    სიგარეტი გაგითავდა? მგონი მე დაგიმალე :))))

    Like

  4. აი აი მსაგვსი პოსტი არ წამიკითხავს სიგარეტზე გენიალნო :)))))
    რაღაცმსაგვსის დაწერას ვაპირებდი თავი ვერ მოვაბი და ძალიანაც კარგი 😀 ამაზე კარგად მაინც ვერ დავწერდი :)))) ამას მარტო მწევლები თუ გაგვიგებენ :))))))

    Like

  5. ძალიან საინტერესოა 🙂 უფრო კონკრეტულად ხომ ვერ მეტყოდი რომელ კვლევებს ეფუძნება ეგ ინფორმაცია, ან საიდან მოიპოვე.

    Like

    1. არ მგონია ამის მიხედვით ხდებოდეს დაყოფა, ალბათ არა მწეველები უბრალოდ აღარ შეწუხდებიან სიგარეტის სუნით 😀 😀

      Like

    1. ჩემთვის აქ ჩამოთვლილი ყველა პუნქტი ასე თუ ისე წარმოადგენს რეალურად იმ მიზეზებს, რომლის გამოც ვეწევი ან მსიამოვნებს მოწევა 🙂 თუმცა ესეც ინდივიდუალურია რა თქმა უნდა 🙂

      Like

  6. shore

    samcuxarod, sigareti – chemtvis kvelaferi gaxda, uromlisodac cxovrebas fasi ar qonda. masze uars vambob, da micevs tanjvis gadatana, titqos sakvarel adamianze vambobde uars, tan es lomka? kelshi sicxe da xrchobis grdnoba. ..
    ici ra mshvelis? iesos locva. ramdenjerme vtqvi da lomka momixsna. ucnauria, magram ase iko.
    imitom vecevit, rom, vechvevit nikotins.

    Like

    1. თუ დანებება გინდა, ბუნებრივია უნდა დაანებო, ჩემ შემთხვევაში ასე არ არის, დანებების სურვილი არ მაქვს ამ ეტაპზე 🙂 შენ წარმატებას გისურვებ 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s