თქვენი დიაგნოზია ”კიბო”


რა ხდება მას შემდეგ რაც ფორმა 100ა-ში (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ), პუნქტში – დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დაიგნოზი – ჩაიწერება რომელიმე ორგანო და გვერდით Cr. (cancer, კიბო). ალბათ პირველი რეაქცია არის საშინელი შიში, ტრაგედიის განცდა, სრული დეპრესია და შემდეგ იწყება ფიქრის გამოსავალზე, გამოსავალზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში დარჩენილი წლების კლინიკაში გატარებას გულისხმობს, კლინიკაში სასიარულო დღეების გახანგრძლივებას. ამ დიაგნოზის დასმის შემდეგ მთავრდება რაღაც (ახლანდელი გადმოსახედიდან) ძალიან კარგი და იწყება იმ მომენტის წამოდგენით რაღაც ძალიან ცუდი და საშინელი, ეს ალბათ იგივე სასიკვდილო განაჩენია და როგორც პატიმარი იწყებს აპელაციაზე ზრუნვას ასევე იქცევა პაციენტიც. და აი მიიღება გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მკურნალობის დაწყების შესახებ, იწყება ფიქრი იმის შესახებ, რომ შესაძლოა ჯერ კიდევ არ არის გვიან, ამ დროს კი კლინიკა გაჩეჩებს ხელში ”კალკულაციას”, მაშინ კი უკვე ხვდება ადამიანი, რომ მკურნალობის დაწყების გადაწყვეტა საკმარისი არ არის, პირიქით ამ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ იწყება პრობლემები. ოპერაცია, ქიმიო თერაპია, გამოკვლევები, სტაციონარში წოლა, მედიკამენტები (ქიმიო თერაპიის გარდა), სხივური თერაპია და ა.შ. ყოველ მისვლაზე ახალ კაკლულაციას გახვედრებენ და საჭიროა ახალი გამოსავლის ძიება. ამ დროს სავარაუდოდ საკმაოდ დიდ როლს თამაშობს პაციენტის ასაკი, ფიქრი იმაზე ღირხარ თუ არა იმ თანხად (რაოდენ საშინლადაც არ უნდა ჟღერდეს), რომელიც შენზე უნდა დაიხარჯოს, პრობლემის მოგვარებაში უნდა დაიხარჯოს, პრობლემა კი ბოლომდე მოგვარებადი ხშირად არც არის, უბრალოდ ფულს ამ პრობლემის დროში გაწელვაში იხდი, ამ ”პრობლემას” კი შენი სიცოცხლე ქვია.
და რა არის რეალობა, რეალობა არის ის, რომ შენ ხვდები დიაგნოზი დასმულია (განაჩენი გამოტანილია), დარჩენილი წლების მანძილზე იზრუნებ მხოლოდ იმაზე რომ როგორმე ცხოვრების თუნდაც 1 თვეც იჩუქო, ეგუები იმას, რომ ალბათ, რომელიმე ორგანოსთან გამოთხოვებაც მოგიწევს, კლინიკა სახლივით იქნება, დარჩენილი ფული მოხმარდება მხოლოდ წამლებს და კლინიკაში სიარულს და ყველა მომავალ სიხარულს ექნება დეპრესიული ფონი.
თუ კლინიკა, რომელშიც იწყებ მკურნალობას ქ.თბილისის ”ონკოლოგიური საავადმყოფოა” (ლისის ტბა), მოგიწევს სიარული, შენობაში, რომელსაც ადრე მხოლოდ შეპარვით უყურებდი, ფიქრობდი იმაზე, თუ რა საშინლად გამოიყურებოდა შორიდან მთაზე წამოჭიმული ნაცრისფერი შენობა, ხვდები, რომ ის პაციენტები, რომლებიც ამ კლინიკაში დადიოდნენ და შენგან გულწრფელ სიბრალულს იმსახურებდნენ (ყოველი ახალგარზდის დანახვაზე ფიქრობდი, რა ახალგაზრდაა და ნეტავ რა სჭირს), უკვე აღარაფრით განსხვავდებიან, შენც ერთ-ერთი იმათგანი ხარ, იგივე მზერით აწი სხვები შემოგხედავენ და ის შორეული შიშის მომგვრელი შენობა არც თუ ისე შორეული იქნება.
და მაინც როდესაც ამ დიაგნოზს ვხედავ ძალაუნებურად ყოველთვის პაციენტის ასაკის გრაფისკენ ვაყოლებ თვალს, ვიცი, რომ სიცოცხლე ყველას უნდა, თუმცა როდესაც ასაკში 19 წელი წერია, განსაკუთრებული საშინელების შეგრძნება მეუფლება.
რა თქმა უნდა ეს ჩემი გადასახედიდან დანახული ონკოლოგიური პაციენტის ცხოვრებაა, რა თქმა უნდა არსებობს შემთხვევები, როდესაც სრული გამოჯანმრთელებაა შესაძლებელი და აქ ყველაზე ცუდი ვარიანტია აღწერილი. ადრე მეგონა, რომ ეს დიაგნოზი ახალგარზდა ადამიანებში უკიდურესად დიდ იშვიათობას წარმოადგენდა, ბოლო პერიოდში კი ძლიან ბევრი ახალგაზრდა ადამიანის, ფორმა 100ა ვნახე დიაგნოზის გრაფაში მოკლე ჩანაწერით Cr. სწორედ ამიტომ გამიჩნდა სურვილი ალბათ ეს პოსტი დამეწერა.
ერთხელ მეც მივაკითხე ლისის ტბაზე ამ ნაცრისფერ შენობას, კიბეები შესაძლო პაციენტის სტატუსითაც ავიარე (შუა კიბეზე სუნთქვა შემეკვრა), თუმცა საბედნიეროდ იქიდან გამოსულს ხელში Cr.-იანი ცნობა არ მეჭირა.
Advertisements

6 thoughts on “თქვენი დიაგნოზია ”კიბო”

  1. tina

    მას შემდეგ ორი წელი გავიდა…ამ დღეებს მე ნაჩუქარ დღეებს ვეძახი,ახლაც კი სუნთქვა მეკვრის იმ დღეების გახსენებისას…როცა მორფოლოგიური პასუხი მოიტანა ჩემმა მეუღლემ და ყველანაირად ცდილობდა ჩემთვის არ ეჩვენებინა,შევხედე სახეზე და პასუხი იქ დავინახე,აქეთ გასამხნევებელი გამიხდა,”ნუ გაშინია ეს საბოლაო განაჩენი არ არის!”-დავამშვიდე მეუღლე თვითონ დასამშვიდებელმა,შვილები უფრო ყურადღებიანები და ალერსიანები გახდნენ, უფროსმა დამ ჩემს გადასარჩენად ყველაფერი გააკეთა, ახლა ჯერე კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი…გომელაურის სიტყვებს გავიმეორებ:………..არ, ვაპირებ მე ჯერ არსად წასვლას!

    Like

    1. ძალიან მიჭირს პასუხის გაცემა. ალბათ წარმოდგენაც არ მაქვს რთულია ეს ყველაფერი რეალობაში. ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდი შეხება მაქვს სამედიცინო სფეროსთან და ამ დიაგნოზიან ადამიანებთა, ამან მაიძულა დავფიქრებულიყავი ამ თემაზე. მთელი გულით გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდ ხანს სიცოცხლეს თქვენს ოჯახთან ერთად.

      Like

      1. ეს კომენტარი თითქმის შვიდი წლის წინ დამიწერია…მოუცლელობის გამო ვეღარ ვახერხებ აქ შემოსვლას.ყოველთვის მახსოვხარ მიყვარს შენი ბლოგის კითხვა,ჩემზე კი გეტყვი,რომ კარგად ვარ,მინდა ყველა გავამხნევო ვისაც ეს დიაგნოზი აქვს ფორმა 100- ში,ეს არაა სასიკვდილო განაჩენი!

        Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s