ტერმინალური სტადია


ტერმინალური სტადია – უკურნებელი დაავადების ან მდგომარეობის სიკვდილისწინა სტადია.

რამოდენიმე დღის წინ მქონდა ზუსტად ერთი შემთხვევა, როდესაც პაციენტი გავუშვი ”ონკოპრევენციის ცენტრში” დასაწოლად და მის ახლობლებს ვუთხარი, რომ იქვე შეაფასებდნენ მის მდგომარეობას და თუ ეს არის ტერმინალური სტადია, მაშინ მოთავსდებოდა აღნიშნულ ცენტრში.
რას შეიძლება გრძნობდეს ადამიანი, რომელსაც სტაციონარში აწვენენ, იმიტომ რომ მისი მდგომარეობა მკურნალობას აღარ ექვემდებარება, შეფასებულია, როგორც ე.წ. ”ტერმინალური სტადია”, და მიდის კლინიკაში არა იმიტომ, რომ უმკურნალონ, ან იმიტომ რომ გადარჩენის 1% მაინც აქვს, არამედ იმიტომ რომ კვდება და უბრალოდ მისი სიკვდილი შედარებით უნდა გაამარტივონ. მიმართავ კლინიკას საიდანაც იცი, რომ გამოგწერენ მხოლოდ სიკვდილის შემდეგ (ან იმისთვის, რომ სახლში გარდაიცვალო) და ეს შენი ცხოვრების უკანასკნელი სტადიაა. ადამიანი იმედს ალბათ არასოდეს კარგავს, სადღაც მაინც სჯერა იმის, რომ შესაძლოა ჯერ კიდევ არ დამთავრებულა ყველაფერი, თუმცა ობიექტურად ყველაფერი ზუსტადაც, რომ დამთავრდა.
ან გწერენ კლინიკიდან, გეუბნებიან, რომ მკურნალობას აღარ ექვემდებარები და გინიშნავენ მხოლოდ ძლიერ ტკივილგამაყუჩებლებს, აღარაფრის მიღებას და ცდას აზრი აღარ აქვს, მხოლოდ ტკივილგამაყუჩებლები.

 

 

 

როდის ჩნდება ფიქრი ევთანაზიაზე? ეს ნიშნავს, რომ ადამიანმა საბოლოოდ დაკარგა იმ 1%-ის იმედიც და გადაწყვიტა, რომ დიდი ტანჯვით სიკვდილს ურჩევნია მშვიდად (რამდენადაც ეს შესაძლებელია) და თავისი გადაწყვეტილებით დაასრულოს ყველაფერი?
თუ ევთანაზიის შემთხვევაში რელიგიურ ფაქტორს უბრალოდ დავივიწყებთ საინტერესოა რის გამო იღებს ადამიანი ამ გადაწყვეტილებას, მიდის კლინიკაში და ხელს აწერს საკუთარ სასიკვდილო განაჩენს (მიუხედავად იმისა, რომ ის მაინც მოკვდება), ეს ტკივილისგან განთავისუფლების მცდელობაა? თუ შიშისგან იმის წინაშე, რომ იცი ძალიან მალე მაინც მოკვდები და მუდმივ შიშში ყოფნას გირჩევნია ყველაფერს თავად აკონტროლებდე? ანუ როდესაც იცი, რომ რაღაც ცუდი აუცილებლად უნდა მოხდეს, გირჩევნია რაც შეიძლება სწრაფად ჩაიაროს ამ ცუდმა, ვინაიდან ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ამ მოვლენას ელოდები შესაძლოა კიდევ უფრო დიდი საშინელებაა ვიდრე თავად ის მოვლენა (ალბერ კამიუს ”უცხო”-ში კარგადაა ბოლოში აღწერილი ის თუ როგორ ელოდება ადამიანი სიკვდილს და ყოველი დღე, რომელსაც ის დამატებით ცხოვრობს მხოლოდ ტანჯვაა და მეტი არაფერი).
 

 

 

ასევე არსებობს მოვლენების განვითარების მეორე ვარიანტიც, როდესაც თავს მშვენივრად გრძნობ, 1 წუთითაც არ ელოდები სიკვდილს, მთელ დღეს ეზოში ატარებ, მანქანას რეცხავ, კარგ ხასიათზე ხარ და ვერაფრით დაგაჯერებს ვერავინ იმას, რომ ზუსტად ამაღამ დაგემართება გულის შეტევა, ხვალ აღარასოდეს გათენდება და დილით ლიფტთან განცხადება იქნება გამოკრული იმის შესახებ, რომ შენ გარდაიცვალე.
საბოლოოდ მაიც როგორ ჯობია გამოგიტანონ განაჩენი, გითხრან, რომ ესაა ”ტერმინალური სტადია”, თავად გადაწყვიტო რა და როგორ, თუ უბრალოდ ხვალინდელი დღე აღარ გათენდეს?!
Advertisements

2 thoughts on “ტერმინალური სტადია

  1. ძალიან საინტერესო თემაა ევთანაზია… ადრე ვუყურე იგივე სახელწოდების ფილმს და დავინტერესდი ამ თემით…
    მე მაგალითად მირჩევნია “გამომიტანონ განაჩენი”… თუ რამე მჭირს და ხვალ ვკვდები ეს წინასწარ მინდა ვიცოდე.. მაინტერესებს როგორ მოვიქცევი 🙂 რისი გაკეთება მომივა აზრად პირველ რიგში 🙂 თუმცა ევთანაზიაზე თანახმა არასდროს ვიქნებოდი ალბათ ისევ რელიგიიდან გამომდინარე..

    Like

  2. ევთანაზიაზე ალბათ მეც პირველ რიგში რელიგიური შეხედბულებიდან გამომდინარე ვერ დავთანხმდები, თანაც მსგავსი გადაწყვეტილების მიღება მაინც საკმაოდ ძნელია, როგორი დარწმუნებულიც არ უნდა იყო, რომ ძალიან მალე მაინც მოკვდები.
    რაც შეეხება განაჩენის გამოტანას და წინასწარ ცოდნას, რომ მალე მოკვდები, ამ შემთხვევაში ნამდვილად არ ვიცი როგორ მოვიქცეოდი, ალბათ ამაზე წინასწარ მსჯელობა ძალიან ძნელია, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ გავაკეთებ, ვერც ცხოვრებით ტკბობას შევძლებ ვინაიდან ტკბობა და სიკვდილი ერთად რაღაც ვერ წარმომიდგენია და სავარაუდოდ უდიდეს დეპრესიაში ვიქნები ბოლო პერიოდის განმავლობაში 🙂

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s