ინტერვიუ ეგზორცისტთან (მღვდელი ჰალორანი)


1988 წლის ინტერვიუ მამა ჰალორანთან, რომელმაც მამა ბოულდერნთან ერთად ჩაატარა ეგზორციზმი სენტ ლუისში.

მამა უოლტერ ჰალორანი:

”ბავშვი ვარდებოდა კრუნჩხვებში და ხდებოდა ძალიან აგრესიული.”-განაცხადა უოლტერ ჰალორანმა St. Louis Post-Dispatch-თან ინტერვიუში – ”ამიტომ მამა ბოულდერნმა მთხოვა წავყოლოდი მას და მასთან ერთად ჩამეტარებინა ეგზორციზმი. დიახ ბავშვმა რიტუალის დროს გამიტეხა ცხვირი.”

ჟურნალისტი: რა იყო თქვენთვის ყველაზე გამაოგნებელი ფენომენი, მოვლენა, რომელსაც ეგზორციზმის ჩატარების პერიოდში შეესწარით?

უოლტერ ჰალორანი: ვფიქრობ ეს იყო ნიშნები ბავშვის ტანზე. არ ვფიქრობ, რომ ის რაც ბავშვის ტანზე ისახებოდა, შესაძლებელია თვითდაშავების შედეგი ყოფილიყო, ნიშნები, ნაკაწრები, სიტყვები, ციფრები და ა.შ. ჩნდებოდა ბავშვის ტანზე, სისხლიანი ჭრილობების სახით. როდესაც დემონმა საბოლოოდ შეიპყრო ბავშვი, ისეთი შეგრძნება გვეუფლებოდა თითქოს უკვე აღარაფრის შეცვლა აღარ შეიძლებოდა და საშველი არ იყო.

როდესაც ბავშვი კრუნჩხვაში ვარდებოდა ძალიან საშიში რამ შეიძლება მომხდარიყო, ის კი ვერ აცნობიერებდა ვერაფერს და ვერც იმ საფრთხეს, რომლის წინაშეც იდგა. ალბათ სწორედ ამან მოახდინა ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება, იმან თუ როგორი უძლური შეიძლება გახდე რაღაც ძალის წინაშე.

ჟურნალისტი: თქვენ გახდით მოწმე ოთახში ნივთების დამოუკიდებლად გადაადგილების ან მოძრაობის?

უოლტერ ჰალორანი: დიახ. ერთ-ერთ ღამეს ბავშვის საწოლთან ვიყავი დაჩოქილი, საწოლი კი ხტუნავდა ზევით-ქვევით, კომოდზე მდგარი ნაკურთხი წყლის ჭურჭელიც გადმოვარდა და სანტიმეტრებში ამცდა.

ჟურნალისტი: თუ გახსენდებათ, რომელიმე კონკრეტული ლოცვა, რომელზეც დემონი განსაკუთრებულად რეაგირებდა?

უოლტერ ჰალორანი:  იყო ფრაზები და რამოდენიმე ელემენტი, რომელზეც ბავშვი განსაკუთრებულად რეაგირებდა. როდესაც მამა ბოულდერნი ლოცვის დროს ახსენებდა ქრისტეს, უფალს, ან იესოს, ბავშვი ძალიან აჟიტირებული ხდებოდა, იგივე რეაქცია ჰქონდა ნაკურთხ წყალზე და წმ. მთავარანგელოზ მიქაელის ხსენებაზეც. ზოგი ლოცვა მოითხოვს ნაკურთხი წყლის შესხურებას, და ამ დროს როლანდი საშინლად აგრესიული ხდებოდა, იქნევდა ხელებს და ა.შ.

ჟურნალისტი: თქვენ ნახეთ ფილმი ”ეგზორცისტი” (აღნიშნული ფილმი სწორედ ამ რეალურ ისტორიაზეა გადაღებული. ფილმს ძალიან დიდი რეზონანსი მოყვა.)?

უოლტერ ჰალორანი: კი ვნახე ფილმი მაშინვე როგორც კი გამოვიდა. ფილმის სანახავად მამა ბოულდერნთან ერთად წავედი, ვფიქრობ, რომ ეს იყო მორიგი, ტიპიური ჰოლივუდური ფილმი, რომელიც იმისთვის იყო შექმნილი, რომ ხალხს მაქსიმალურად შეშინებოდა და კინოთეატრებიდან უხეშად, რომ ვთქვათ კივილის ხმა გასულიყო.  ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი, ფილმი იყო სრულიად გაუგებარი და ზედმეტად გადატვირთულიმ იგივეს ფიქრობდა მამა ბოუდერნიც. მან ფილმის განმავლობაში არა ერთი უარყოფითი კომენტარი გააკეთა. ვიფიქრე კინოთეატრიდან გამოგვყრიდნენ.

ჟურნალისტი: ანუ სინამდვილეში ფილმში აღწერილი ბევრი ფაქტი არ მომხდარა?

უოლტერ ჰალორანი: არა, ეს უბრალოდ სასაცილო იყო. ფილმში ძალიან დიდი რაოდენობით სისულელე იყო ჩამატებული.

ჟურნალისტი: ეგზორციზმის რიტუალის ჩატარების განმავლობაში მარხულობდით?

უოლტერ ჰალორანი: მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არა, თუმცა მარხვას ვიცავდი.

ჟურნალისტი: პურით და წყლით?

უოლტერ ჰალორანი: არა ძირითადად ყავას ვსვამდი რამოდენიმე ნაჭერ გახუხულ პურთან ერთად.

ჟურნალისტი: მამა ბოუდენრიც მარხულობდა?

უოლტერ ჰალორანი: ძირითადად კი, თუმცა მუდმივად ვერ ახერხებდა ვინაიდან ძალიან იფიტებოდა (ეგზორციზმი 6 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა).

ჟურნალისტი: რამდენი წლის იყავით მაშინ?

უოლტერ ჰალორანი: 28 წლის.

ჟურნალისტი: ამ ისტორიაზე ფიქრისას კიდევ რა გახსენდებათ?

უოლტერ ჰალორანი: მოსანათლად რომ მიგვყავდა (ეს პირობითად იყო საჭირო, ვინაიდან პატარაობაში უკვე მონათლული იყო ლუთერანულ ეკლესიაში), მანქანაში ვერ ვაჩერებდით, მისი ბიძა იჯდა საჭესთან და რულს სტაცებდა, სანამ ეკლესიამდე მივედით დავეჯახეთ სატელეფონო ჯიხურს, სხვა მანქანებს და ა.შ. ნათლობის დროსაც ძალიან აგრესიული იყო, მე მიწევდა მისი დაჭერა, თუმცა ეს ძალიან რთული იყო. როდესაც მამა ბოუდერნი მიუახლოვდა მას, მან მღვდელს შეაფურთხა. 15-20 წუთი დაგვჭირდა, რომ როგორმე დაგვემშვიდებინა.

ჟურნალისტი: გეშინოდათ, რომ შეიძლება ეს სიცოცხლის ფასად დაგჯდომოდათ?

უოლტერ ჰალორანი: არა, სიმართლე გითხრათ ამის ნაკლებად მეშინოდა. მაგრამ გამუდმებით ვფიქრობდი რაღა მე? რატომ მოვხვდი მე ამ ისტორიაში. ერთ დღეს ბავშვმა გვთხოვა გავჩერებულიყავით, გაიხადა პიჟამო, სხეულის ზედა ნაწილი სულ სისხლში ჰქონდა, ნაკაწრები, ნიშნები და ა.შ. მან გვითხრა ”შემომხედეთ, მე ამის ატანა არ შემიძლია!”

ჟურნალისტი: თქვენი აზრით ეს ისტორია არის ჩვენი რწმენის მტკიცებულება და იმის, რომ დედამიწაზე იბრძვის ორი ძალა?

უოლტერ ჰალორანი: დიახ, და ვფიქრობ ამიტომ ვარ ასე იმედგაცრუებული ფილმით.

დასასრული

პ.ს. ვისაც ფილმი გაქვთ ნანახი დამეთანხმებით, რომ იქ რბილად რომ ვთქვათ ყველაფერი ძალიან გადამლაშებულია, რაც ცალსახად ქმნის შეგრძნებას, რომ ეს რეალობისგან ძალიან შორს დგას, მომენტები სასაცილოც კია. თუმცა ისტორია, რომელიც საფუძვლად დაედო ფილმს ალბათ სიცილის სურვილს ნაკლებად იწვევს.

Advertisements

11 thoughts on “ინტერვიუ ეგზორცისტთან (მღვდელი ჰალორანი)

  1. ეს ის ფილმია 1973 წლის? მახსოვს ამ ფილმა ძალიან იმოქმედა ჩემზე… ყველაზე ძლიერ ფილმად ამ თემზე მაინც “ემილი როუზის ეგზორციზმი” მიმაჩნია…

    Like

    1. გეთანხმები ემილი როუზის ეგზორციზმი, ამ თემაზე გადაღებულ ფილმებში საუკეთესოა, თან მოვლენებიც ნაკლებადაა დამახინჯებული, ორჯერ მაქვს ნანახი და ძალიან იმოქმედა, თუმცა რაც რეალური აუდიო მასალები მოვისმინე და დოკუმენტური ფილმი ვნახე ამ საკითხზე, ამის შემდეგ დამემართა ”გადახრა” ეგზორციზმის თემაზე, მიუხედავად იმისა, რომ იმ ჩანაწერების მოსმენის შემდეგ რამოდენიმე ღამე არ მეძინა 🙂 სხვათაშორის, ანელიზ მიშელის (ემილი როუზის) შემთხვევას 1973 წელს გამოსულ ”ეგზორცისტთანაც” აკავშირებენ, განიხილება ვერსია, რომ ამ ფილმის ნახვის შემდგომი რეზონანსი იყო ანელიზ მიშელის ისტორიაც.

      Like

  2. და რატომ დაინტერესდი ისე ამ ტემით?
    მე პირადად შენგან გავიგე საერთოდ ესეთი რაღაც თუ არსებობდა და ერთი ჩვეულებრივი კიტხვა დამებადა: ჩვენი,მართლმადიდებლური ეკლესია რას ფიქრობს ამ საკითხთან დაკავშირებით?

    Like

    1. ამ თემით დავინტერესდი ემილი როუზის ეგზორციზმის რეალური ისტორიის გაცნობის შემდეგ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოვისმინე აუდიო მასალა, ვნახე ფოტოები, ინტერვიუ მღვდლებთან და ა.შ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ თემამ ძალიან ჩამითრია. რაც შეეხება მართლმადიდებლობას, რა თქმა უნდა ისიც სცნობს ეშმაკით შეპყრობას (სახარებაშიცაა აღწერილი როგორდ დევნის ეშმაკს ქრისტე ადამიანისგან), თუმცა ის რიტუალი, რომელიც აღწერილი მაქვს წინა პოსტებში არის კათოლიკური (რომაული), ჩვენთან ეგზორციზმს წარმოადგენს “კვეთებული”, თუმცა დეტალებს ნაკლებად ვიცნობ. კვეთებულს, როგორც ვიცი კითხულობს მამა აკაკი მეტეხის ტაძარში.

      Like

  3. მართალი გითხრა, ძალიან გამიხარდა ეს პოსტი რომ ვნახე, დიდი ხანი მეც ვეცნობოდი მასალებს და აუდიოჩანაწერების მოსმენის შემდეგ დავფიქრდი, ღირდა თუ არა საერთოდ შეხება ამ თემასთან. კარგია, რომ დაწერე ამის შესახებ 🙂

    P.S. მე როგორც ვიცი, ემილი როუზის ეგზორციზმი Anneliese Michel -ის ისტორიას ეხება. რაც შეეხება “ეგზორცისტს” მისი მეორე ნაწილიც არის გადაღებული , უფრო სწორად ეს არის მეორე, პირველი მღვდლის აფრიკის დროინდელი ისტორიაა და საშინელებათა ჟანრის კლასიკური პერიოდის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია 🙂 არა, მაინც მაგარია რო დაწერე .. Guys, I’m not alone :))

    Like

    1. ამ თემასთან შეხება და მითუმეტეს თემის ასე ქექვა ალბათ რთულია და თუ ფსიქოლოგიურად გრძნობ, რომ უბრალოდ ვერ შეძლებ უნდა შეეშვა, თავიდან რამოდენიმე ღამის განმავლობაში ვერ ვიძინებდი, ბოლო პერიოდში კი საერთოდ აღარ მოქმედებს, ამიტომ მშვიდად ვაგრძელებ ამ თემის ირგვლივ მაქსიმალურად დიდი ინფორმაციის მოგროვებას, თუმცა ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომია საკმაოდ მწირია. ამ თემაზე გადაღებული ფილმებიდან ჩემი აზრით საუკეთესოა ემილი როუზის ეგზორციზმი, ეგზორცისტი 1 და ეგზორცისტი 2-ით დიდად არ აღვფრთოვანდი, მითუმეტეს არ მიყვარს, როდესაც ფილმი რეალურ ფაქტებს ამახინჯებს. ამავე თემაზეა ფილმი The Unborn (2009), Paranormal Activity ფილმში Stigmata რამოდენიმე საინტერესო ეპიზოდია ამ საკითხზე 🙂

      Like

  4. exla vuyure “emili rouzis egzorcizms” da imis mere ar gavcherebulvar, yvelaferi gadavqeqe, rac am movlenas exeba internetshi. postic davwere da mere shens blogs movageni, bevri saintereso ragac gavige.
    memgoni dgeidan mec chamitria am fenomenma..

    Like

  5. me

    SIYVARULOVNA, RATOM DAINTERESDIT RA KITXVAA? COTA GANATLEBULI RO IYO SHEN MARTMADIDEBLUR RELIGIASHI GECODINEBODA RO ES MARTMADIDEBLOBASHIC XDEBA, DA AQAC TARDEBA EXORCIZMI, DA ROMELIME ISTORIIT DAINTERESEBA CODVA ARAA RO ICODE DA VABSHE ES XALXI RATOM UKRDZALAVS TAVIS TAVS IMAS RASAC EKLESIA DA MGVDLEBI AR KRDZALAVEN, TVITONVE IDZAXIAN MGVDLEBI RO ES XALXI ISET RAGACEEBS UKRDZALAVSO TAVIS TAVS RASAC CHVEN AR VKRDZALAVTO

    Like

  6. me

    ANNELIESE MICHELZE ARIS KINO EXORCIZM OF EMILY ROSE DA KIDE ARIS KINO REQUIEMI, YVELAZE GASAKVIRI IS IYO CHEMTVIS RO MEC EGRE DZAAN CHAMITRIA ANNELIESE MICHELIS ISTORIAM DA DAVIWYE MAGAZE SHEGROVEBA INFORMACIIS XODA SHEVUKVETE ES DISKI “REQUIEMI” ROMELIC INTERNETSHI VER VNAXE, MEORE DGES UNDA MOETANAT DISKID A OR KVIRASHI MOITANES, AMOVITANE SAXLSHI DA KOMP GAMIPUCHDA RO CHAVRTE, MERE CHAVEDI INTERNET KAPESHI DA YVELA KOMPMA GACHEDA SADAC CHAVRTE, SHEMDEG SHEVEDI MAGAZIASHI SAIDANAC VIYIDE ES DISKI DA VUTXARI RO CHEDAVSTQO DA OCI TUTI AR MCALIAO DAMELODEO, GAMOVEDI OC TUTSHI SHEVEDI DA SHUQEBI GAMOIRTO, MEORE DGES MIVEDI CHARTO DA DISKI CHVEULEBRIVAD MUSHAOBDA, ISEV SHEVEDI SXVA INTERNET KAPESHI DA ARSAD AR CHAIRTO, MERE AMOVEDI SAXLSHI DZMAKACMA GADMOITANA SIDIRUMI DA YVELA DISKI CHAIRTO MAGIS GARDA, SHEMDEG AITANA SAXLSHI SADAC SU AXALI KOMPI AQVS DA UCBE KOMPI GAPUCHDA, MARA BOLOS DA BOLOS GOGOM GAMOMIGZAVNA SKYPEHSI EG KINO DA ROGORC IQNA VUYURE: ) GAMOVSHTERDI IMDENI XANI VCHALICHOBDI RO EG KINO MENAXA , MARA CUDIA RO RAGACNAIRAD MOKLED MTAVRDEBA : ))

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s