სამსახური Vs. ციხე


ციხეში: თქვენი დროის უმეტეს ნაწილს ატარებთ დაახლოებით 10 კვ. მეტრის საკანში.

სამსახურში: თქვენი დროის უმეტეს ნაწილს ატარებთ 2 კვ. მეტრის სივრცეში მაგიდასთან.

ციხეში: გაქვთ სამჯერადი კვება უფასოდ.

სამსახურში: მთელი დღის განმავლობაში გეძლევათ ჭამის საშუალება მხოლოდ ერთხელ და ამაში ფულს იხდით.

ციხეში: კარგი ქცევისთვის იღებთ თავისუფალ დროს ან სეირნობის უფლებას.

სამსახურში: კარგი ქცევისთვის მეტ სამუშაოს იღებთ.

ციხეში: დაცვა გიღებთ კარებს.

სამსახურში: უნდა გაატაროთ ბარათი და ყველა კარები თავად უნდა გააღოთ.

ციხეში: შეგიძლიათ უყუროთ ტელევიზორს და იკითხოთ წიგნები გასართობად.

სამსახურში: წიგნების კითხვისა და ტელევიზორის ყურებისთვის გაგანთავისუფლებენ სამსახურიდან.

ციხეში: საკანში გაქვთ თქვენი ტუალეტი.

სამსახურში: უნდა ისარგებლოთ საზოგადოებრივი მოხმარების ტუალეტით.

ციხეში: თქვენს ოჯახის წევრებს და მეგობრებს აქვთ უფლება მოვიდნენ თქვენს სანახავად.

სამსახურში: თქვენს ოჯახის წევრებს და მეგობრებს ტელეფონითაც ვერ დაელაპარაკებით.

ციხეში: ყველა თქვენს ხარჯს და გადასახადს იხდიან სხვები.

სამსახურში: თქვენ გიწევთ სამსახურამდე მისვლის ყველა ხარჯის გადახდა და თან ხელფასიდან გექვითებათ ის ფული, რომლითაც სახელმწიფო პატიმრებსაც ინახავს.

აბა რომელი ჟღერს უკეთესად?!

წყარო: უცნობია

Advertisements

2 thoughts on “სამსახური Vs. ციხე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s