სამხედრო გამონათქვამები


”ზოგადად არ არის რეკომენდებული იმ ტერიოტრიაზე დაშვება, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დაბომბეთ” – აშშ-ს საჰაერო სამხედრო ძალების ინსტრუქცია

”თუ ხედავთ, რომ  გამნაღმველი მორბის, გაიქეცით მასთან ერთად” – აშშ-ს საჰაერო ძალების სახელმძღვანელო

”ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება გქონდეს ზედმეტად ბევრი საწვავი, თუკი იწვით”

”როდესაც ორძრავიანი თვითმფრინავის ერთი ძრავა გამოდის მწყობრიდან, 1 ძრავით თქვენ ყოველთვის შეძლებთ მიაღწიოთ აფეთქების ადგილამდე”

“საჭიროების გარეშე არაფერს შეეხოთ. უფრთხილდით ლამაზ გოგონებს საცეკვაო დარბაზებში და პარკებში, რომლებიც შეიძლება აგენტები იყვნენ. ასევე უფრთხილდით ველოსიპედებს, რევოლვერებს, უნიფორმებს, მკვდარ ცხენებს, და ქუჩაზე მწოლიარე მამაკაცებს – ისინი იქ შემთხვევით არ არიან.” – საბჭოთა კავშირის ქვეითი ჯარის სახელმძღვანელო.

“ამერიკის დოქტრინის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ამერიკელები არ კითხულობენ საკუთარ სახელმძღვანელოებს და თავს არ თვლიან ვალდებულად მიყვნენ დოქტრინას.” – საბჭოთა კავშირის უმცროსი ლეიტენანტის დღიურიდან

”შენ, შენ და შენ, ჩავარდით პანიკაში! დანარჩენები გამომყევით.”

”თუ ეს სისულელეა, მაგრამ მუშაობს. მაშინ ეს სისულელე არ არის.”

”გუნდური მუშაობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს აძლევს მტერს საშუალებას სხვას ესროლოს.”

”ეცადე გამოიყურებოდე ნაკლებად მნიშვნელოვნად, მტერს  შეიძლება ტყვიების დეფიციტი ჰქონდეს.”

”მეგობრული ცეცხლი – არ არსებობს.”

”მტერი თავდასხმას იწყებს მხოლოდ ორ შემთხვევაში: როდესაც ის მზადაა და როდესაც შენ არ ხარ მზად.”

”იდეალური გეგმა არ არსებობს.”

”ნებისმიერი რამ რასაც გააკეთებ შეიძლება შენი სიკვდილის მიზეზი გახდეს, არაფრის კეთების ჩათვლით.”

”მხარე, რომელსაც ყველაზე უბრალო უნიფორმა აქვს, იგებს.”

”ყოველთვის, როდესაც კარგავ კონტაქტს მტერთან, გაიხედე ზურგს უკან.”

”იმაზე დიდ კმაყოფილებას ვერაფერი მოგანიჭებს, როგორც ის როდესაც გესვრიან და  აგაცილებენ.”

”თუ შენს სერჟანტს შენი დანახვა შეუძლია ე.ი. მტერიც გხედავს.”

მან გვითხრა ”გამხნევდით, შესაძლოა უარესიც ყოფილიყო.” ჩვენ გავმხნებდით და მდგომარეობა გაუარესდა.

ზურგჩანთის კანონები:

1. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ეკონომიურად ლაგდები, ზურგჩანთა ყოველთვის ზედმეტად პატარაა.

2. არ აქვს მნიშვნელობა იმას თუ რამდენად პატარაა ზურგჩანთა, ის ყოველთვის ზემდტად მძიმეა.

3. არ აქვს მნიშვნელობა იმას თუ რამდენად მძიმეა ზურგჩანთა, მასში არასოდეს იქნება ის რაც გჭირდება.

4. არ აქვს მნიშვნელობა იმას თუ რა გჭირდება, ეს ნივთი ყოველთვის ძირშია.

”იმაზე თუ რამდენად ცუდად შეიძება განვითარდეს მოვლენები ლიმიტი არ არსებობს.”

”ჩვენი ბომბები, ჩვენივე კოლეჯის სტუდენტებზე ჭკვიანები არიან, მათ კუვეიტის პოვნა მაინც შეუძლიათ” – უიტნი ბრაუნი

და ბოლოს:

”შეუერთდი ჯარს, იმოგზაურე ეგზოტიკურ ადგილებში, გაიცანი ახალი ადამიანები და მოკალი ისინი.”

Advertisements

6 thoughts on “სამხედრო გამონათქვამები

  1. davidmedia

    განსაკუთრებით ამერიკელების ფრაზები მომეწონა, მაგრები არიან რა.

    ”შეუერთდი ჯარს, იმოგზაურე ეგზოტიკურ ადგილებში, გაიცანი უცნაური ადამიანები და მოკალი ისინი,” – :))))))))

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s