ყიჟინა ახლად დაქორწინებულთათვის


არასოდეს შეიფარო, ტბის პირას ნაპოვნი ნახევრად გაყინული გველი, როგორი საცოდავიც არ უნდა იყოს, შემდეგ როგორც არ უნდა ინანო პრეტენზიები არავითარ შემთხვევაში არ მიიღება და პრინციპში არც არაფერს შეცვლის.
მთელი სამეზობლო გამოწყობილა თეთრებში, და ქაღალდისგან მტრედებს აკეთებენ, ყვავილებითაა ყველაფერი მორთული. და შენ უნდა გაიქცე, ისინი ვერ იტანენ როდესაც ზედმეტად ჩუმად ხარ, თუმცა ყოველთვის სასაცილოა, მანამდე დაიკეტო სანამ რამის ყიდვას მოასწრებენ. და მაინც ვფიქრობ, რომ ვარდების გასაგზავნად იდეალური დროა.

ჩემი ჭიქის ძირზე ყველაფერი გაშავდა, თავში საწამლავი მაქვს, მაქვს შოკოლადი და პური და შესაძლოა ამ ოთახიდან აღარ გავიდე, რა მაგარი იქნებოდა პარიზში კიდევ ერთხელ დაბრუნება. ეს ყველაფერი შეიძლებოდა სიმართლეც ყოფილიყო, კოქტეილი და შხაპი კი საუკეთესო გამოსავალია.
ვფიქრობ ხვდები, რომ ჩვენ გვაქვს ბევრი ალტერნატივა შენი დროის გამოყენებასთან დაკავშირებით და თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, შენ მიიღებ ბონუსს რომელსაც იმსახურებ, იმ ექიმებისგან, რომლებსაც ჩვენ ვენდობით.
აუზში ზვიგენია და ხეზე ჯადოქარი, გიჟი მოხუცი მეზობელი, რომელიც მითვალთვალებს, ფანჯრის რაფაზე შავი დიდი ყვავი ზის, და კედლის კაწვრის ხმა ისმის.

წადი ჩინურ უბანში, შეუკვეთე საჭმელი, შეუკვეთე ბედის პეჩენია და ის გეტყვის  როგორც ვგრძნობ თავს.
ერთ დღეს შენც ისევე გენდომება ჩემთან ყოფნა, როგორც მე მინდა ახლა, მაგრამ მე უკვე წასული ვიქნები ვიღაც სხვასთან ერთად. დღეს და ღამეს ბოლთის ცემაში გაატარებ, კარგად არაფერი წავა, და იქნები სასოწარკვეთილი.
თევზები დაფრინავენ, ჩიტები ცურავენ, ვარსკვალევბი ჩანს დღის შუქზე და ღამეს მზე ანათებს.
უნდა ვეცადო, რო კარგი ვიყო, სამუდამოდ, ამინ. ხეზე დავაკაკუნებ და იმედს ვიქონიებ, რომ აღარ გამომიჭერენ.
ერთადერთი რაც უნდა გავაკეთო საამისოდ არის დაძინება.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s