ეგზორციზმის რეალური ისტორია 1949 წ. სენტ ლუისი


ეს დაიწყო 1949 წლის იანვარში, 13 წლის ბიჭი როლანდი (მისი კონფიდენციალობის დასაცავდ პრესაში მოიხსენიებოდა როგორც რობი), რომელიც ცხოვრობდა მშობლებთან და ბებიასთან ერთად მერილენდის შტატში, ქ. რენიერში, ძალიან ახლოს იყო დეიდასთან, რომელიც ხშირად სტუმრობდა მათ ოჯახს სენტ ლუისიდან (მისური). დეიდა იყო მედიუმი და აცხადებდა, რომ მას შეეძლო ურთიერთობა სულების სამყაროსთან. დეიდამ რობი არა მარტო ძალიან დააინტერესა ამ საკითხით, არამედ ასწავლა სპირიტიზმის დაფის (Ouija board)-ის გამოყენებაც.

დეიდა ძალიან უცბად გარდაიცვალა იმავე წლის 26 იანვარს, როლანდი (რობი) კი აქტიურად განაგრძობდა აღნიშნული დაფის გამოყენებას მასთან და სხვებთან საკომუნიკაციოდ. მალევე ძალიან უცნაური მოვლენები დაიწყო სახლში. ისმოდა დაცემის და კედლის კაწვრის ხმები, თუმცა მღრღნელების რაიმე სახის კვალის მიგნება სახლში ვერ მოხერხდა. ცოტა ხანში მოვლენები კიდევ უფრო დაიძაბა და უფრო უცნაური გახდა. ბიჭის ოთახში ნივთები თავისით მოძრაობდნენ და საწოლი, რომელზეც იწვა ყველანაირი მიზეზის გარეშე იწყებდა ქანაობას და ჯანჯღარს. ოთახში იესო ქრისტეს სურათიც (ხატი) შესამჩნევად იწყებდა მოძრაობას. თავიდან ოჯახის წევრებს ეგონათ, რომ ბავშვი იგონებდა ყველაფერს და ეს მხოლოდ მისი ცელქობა იყო, თუმცა ვინაიდან მოვლენები არ შემცირდა, მათაც დაიწყეს იმის დაჯერება, რომ ეს ყოველივე რეალურად ხდებოდა. ოჯახმა იფიქრა, რომ გარდაცვლილი დეიდა ცდილობდა მათთან კონტაქტში შესვლას, ისინი ”ესაუბრნენ” მას და სთხოვეს რაიმე ნიშანი მიეცა მათთვის. ღამღამობით როლანდს ესმოდა კაწვრის ხმა საწოლის ქვეშიდან და ხშირად იტანჯებოდა კოშმარებით. მალევე ბავშვის მდგომარეობა შიეცვალა გახდა ნერვიული, აგრესიული, იყო მუდმივად გაბრაზებული. ვინაიდან ბავშვის სულიერი მდგომარეობა ასე სწრაფად იცვლებოდა, ოჯახმა მოიწვია ლუთერანი მღვდელი.

მღვდელი შულცი რამოდენიმე ღამის განმავლობაში აკვირდებოდა ბავშვს, რის შედეგადაც ის გახდა მოწმე იმისა, რომ როლანდი მთელი ღამის განმავლობაში სასტიკად იტანჯებოდა, ხევდა თეთრეულს და იკრუნჩხბოდა. ვინაიდან პასტორი შულცი იყო ლუთერანი, ის ამგვარ საკითხებს ძალიან სკეპტიკურად უდგებოდა. მისივე რჩევით როლანდი  ოჯახმა მიიყვანა მერილენდის შტატის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოსკვლევად. ბავშვს ჩაუტარდა ყველანაირი გამოკვლევა ორჯერ, თუმცა ვერანაირი გადახრა ვერ დადგინდა. ბავშვის მდგომარეობა კი მძიმდებოდა, ის მთელი ღამის განმავლობაში თითქოს აგონიაში იმყოფებოდა, იკრუნჩხებოდა. მალევე ბავშვს ტანზე გაუჩნდა ნაკაწრები და სწორედ ამის შემდეგ პასტორმა შულცმა გადაწყვიტა, რომ ეს იყოს კათოლიკეების საქმე, ვინაიდან ლუთერანები არ ცნობენ ეშმაკით შეპყრობას და ეგზორციზმს.

როლანდმა და მისმა მშობლებმა მიაკითხეს რეინერის ეკლესიას. მღვდელთან საუბრისას, როლანდი საუბრობდა მისთვის სრულიად უცხო ხმით და შეურაცხყოფას აყენებდა მღვდელს. საუბრისას ოთახში ძალიან აცივდა. მღვდელი ჰიუსი თავიდან სკეპტიკურად განეწყო საკითხისადმი, თუმცა საუბარში როლანდმა მას ლათინურად მიმართა და დაიწყო ამ ენაზე ლაპარაკი, 13 წლის როლანდმა კი ეს ენა არ იცოდა. შეძრწუნებულმა მღვდელმა, მიმართა ქალაქის ეკლესიის წინამძღვარს ეგზორციზმის ჩატარების მოთხოვნით. მღვდელი დარწმუნებული იყო იმაში, რომ როლანდი შეპყრობილი იყო ეშმაკით. საქმის მასალების, ფაქტების და სამედიცინო დასკვნების გაცნობის შემდეგ კარდინალმა ო’ბოილმა თანხმობა გასცა ეგზორციზმის ჩატარებაზე.

როლანდი წაიყვანეს ჯორჯთაუნის ჰოსპიტალში სადაც მღვდელმა ჰიუსმა დაიწყო ეგზორციზმი. როლანდი ძალიან აგრესიული გახდა, ხტუინავდა, ყვიროდა და შეურაცყოფას აყენებდა მღვდელს. მიუხედავად იმისა, რომ 13 წლის ბავშვი დაბმული იყო საწოლზე (ეგზორციზმის დროს ხშირად დგება ამის საჭიროება, თუკი მსხვერპლი აგრესიულია), როლანდმა გაწყვიტა ჯაჭვი, რომლითაც სერიოზული ზიანი მიაყენა მღვდელს მარცხენა მხრიდან მაჯამდე. მის ჭრილობას დაახლოებით 100 ნაკერი დასჭირდა.  მღვდელმა შეწყვიტა ეგზორციზმი და აღარც განუახლებია. ამის შემდეგ როლანდი შედარებით დამშვიდდა, არც განვითარებული მოვლენები ახსოვდა და შესაბამისად სახლში დაბრუნდა.

ოჯახის ნათესავი, რომელიც სენტ ლუისის უნივერსიტეტში სწავლობდა, აღნიშნულ საკითხზე გაესაუბრა ერთ-ერთ მღვდელს (ეკლესიის წინამძღვარს), რომელიც თავის მხრივ დაუკავშირდა მამა ბოუდერნს.

შესაბამისად აღნიშნული 2 მღვდელი და ახალგაზრდა მღვდელი უოლტერ ჰალორანი 1949 წლის 9 მარტს მივიდნენ როლანდთან სასაუბროდ. მათ დააფიქსირეს ბავშვის მუცელზე ზიგზაგისებური ნაკაწრები და მოწმენი გახდნენ ყველა აუხსნელი მოვლენის, რომელიც ხდებოდა ბავშვის ოთახში. მღვდლებმა მიმართეს კარდინალ რიტერს რათა მიეღოთ ეგზორციზმის ჩატარების უფლება. კარდინალი გაეცნო მტკიცებულებებს, მათ შორის სამედიცინო დოკუმენტაციასაც და თანხმობა გასცა ეგზორციზმის ჩატარებაზე 16 მარტს.

როგორც კი მღვდლებმა დაიწყეს ეგზორციზმის ჩატარება, როლანდი მაშინვე აგრესიული გახდა., ღმუოდა, იკრუნჩხებოდა. მის მუცელზე გაჩნდა ახალი ნაკაწრები. როლანდი ლანძღავდა მღვდლებს და იცინოდა.

იმისთვის, რომ როლანდს საკუთარი თავისთვის არ მიეყენებინა ზიანი და ასევე ოჯახის წევრებიც შედარებით დაცულები ყოფილიყვნენ, ბავშვი მოათავსეს ჰოსპიტალის ფსიქიატრიულ განყოფილებაში.

(ფსიქიატრიული საავადმყოფოს ფოტო, სადაც როლანდი გადაიყვანეს)

მამა ბოუდერნ იქ აგრძელებდა ეგზორციზმს. იგი აკეთებდა ჩანაწერებს ამასთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ მომავალში დახმარებოდა თავისი გამოცდილებით სხვა იგივე მდგომარეობაში მყოფ მღვდლებს. მღვდელმა ეგზორციზმი დაიწყო რომაული რიტუალის სტანდარული ლოცვებით, როლანდი ყვიროდა, და იკრუნჩხებოდა ტკივილისგან. ღმერთის ნებისმიერი ხსენების დროს ახალი ნაკაწრები ჩნდებოდა ბავშვის მუცელზე და მკერდზე. მღვდლის დღიურში არის ასეთი ჩანაწერი, დემონი ეუბნება მას: ”მე ვარ ჯოჯოხეთში, მე გხედავ შენ, შენ ჯოჯოხეთში ხარ და 1957 წელია”. როგორც ჩანს ამან საკმაოდ დიდი ეფექტი მოახდინა მღველზე. ბავშვი აფურთხებდა ოთახში მყოფ ადამიანებს. ”ის დაახლოებით ოთხი ფუტის დაშორებით იმყოფებოდა ყველა ოთახში მყოფისგან, თვალები დახუჭული ჰქონდა თუმცა ახერხებდა იმას, რომ ყველას აფურთხებდა სახეში” – ამბობდა ჰალორანი. ლოცვები გრძელდებოდა მთელი ღამე, გათენებამდე, შემდეგ როლანდი იძინებდა. მისი მდგომარეობა მძიმდებოდა. ბავშვი ლანძღავდა ოთახში მყოფებს, წყევლიდა, ყვიროდა და ოთახში მყოფ მამაკაცებზე სექსუალური ხასიათის მითითებებს აკეთებდა.

(ეს არის ფოტო იმ დღიურის, რომელსაც წერდა მღვდელი ამ შემთხვევასთან დაკავშირებით)

ერთ-ერთი ეგზორციზმის ღამეს, როდესაც მღვდლება დაიჩოქეს მის თავთან, რათა ელოცათ მან ცხვირი გაუტეხა მამა ჰალორანს. ის ავრცელებდა მღვდლებზე ისეთი კომპრომატული ხასიათის ინფორმაციებს, რომლებიც მას არ შეიძლება ცოდნოდა. თუმცა დილაობით ბავშვი საკმაოდ ნორმალურად იქცეოდა, ეძინა და ამბობდა, რომ არაფერი ახსოვდა იმის შესახებ თუ რა მოხდა ღამით.

თუმცა ეგზორციზმი უკვე ჩიხში შედიოდა, შედეგი არ ჰქონდა, მღვდები დამატებით ლიტერატურას ეცნობოდნენ ეშმაკით შეპყრობის შესახებ. ბოუდერნი გაეცნო 1870 წლის ეგზორციზმის შემთხვევას, რომელიც ასე თუ ისე გავდა, როლანდის სიტუაციას და შეიმუშავა ახალი სტრატეგია. 18 აპრილის ღამეს ეგზორციზმის რიტუალი განახლდა. ბოუდერნმა აიძულა როლანდს გაეკეთებინა ყელზე რელიგიური სიმბოლოები და ხელში დაეჭირა ჯვარცმა. უცბად, როლანდი აღივსო სინანულით და დაიწყო კითხვების დასმა იმასთან დაკავშირებით თუ რას ნიშნავდა ესა თუ ის ლათინური ლოცვა, თუმცა მღვდელბი პასუხს არ სცემდნენ (ეგზორციზმის რიტუალში ზოგადად მიღებულია, რომ თუკი დემონი აგრესიით ვერაფერს აღწევს ის ცდილობს გახდეს დამყოლი და თავი მოაჩვენოს ისე თითქოს ნანობს ან საერთოდ აღარ არის იქ, თუმცა ამ დროს რიტუალი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეჩერდეს). მღვდელმა უბრძანა მას ეთქვა თავის სახელი და დრო როდესაც დატოვებდა ბავშვს (ესეც რიტუალის ერთ-ერთი გადამწყვეტი ნაწილია), როლანდს უცბად ისევ საშინელი აგრესია მოეძალა, ხუთი ადამიანი აკავებდა მას, ის კი ყვიროდა, რომ იყო ”დაცემული ანგელოზი”, ამასობაში მღვდელი აგრძელებდა რიტუალს. საათების განმავლობაში მღვდელი კითხულობდა ლოცვებს და უბრძანებდა მას ეთქვა სახელი, ბოლოს როლანდმა ხმამაღალი, მამაკაცური ხმით თავი წარადგინა: ”წმ. მიქაელი, მთავარანგელოზი”, ეს ხმა ბრძანებდა, რომ დემონს დაეტოვებინა ბავშვი. ამის შემდეგ ბავშვი ჩავარდა კრუნჩხვებში, დაეწყო სპაზმები. ცოტა ხანში კი სრულიად გაჩუმდა, შემდეგ წამოჯდა და სრულიად ნორმალური ხმით დაიწყო საუბარი, ბავშვი ამბობდა, რომ ნახა მთავარანგელოზი მიქაელი, ცეცხლოვანი მიახვილით, რომელმაც განდევნა ეშმაკი (ქრისტიანობაში ცნობილია, რომ მთავარნგელოზი მიქაელი ებრძვის ეშმაკს და ბოლოს ამარცხებს მას).

ამის შემდეგ 12 დღეში, როლანდი მშობლებთან ერთად სენტ ლუისიდან დაბრუნდა მერილენდში. 1949 წლის მაისში მან წერილი მისწერა მამა ბოუდერნს, იმის შესახებ, რომ ის კარგად იყო, ყავდა ახალი ძაღლი და თავს ბედნიერად გრძნობდა. როლანდი ბოლომდე ცხოვრობდა მერილენდის შტატში, ყავდა სამი შვილი.

მამა ბოუდერნი ცხოვრების ბოლომდე დარწმუნებული იყო, რომ მოვლენები, რომლებშიც ის იღებდა მონაწილეობას იყო სრულიად რეალური და საქმე ეშმაკით შეპყრობასთან ქონდათ, ის აცხადებდა, რომ ამის არა ერთი მოწმე არსებობს.

საბოლოოდ კათოლოკურმა ეკლესიამ გააკეთა დასკვნა, რომ ეს იყო ”ეშმაკით შეპყრობის ფაქტი”. როგორც მამა ნიკოლა აცხადებს, აღნიშნულ დასკვნაზე ხელს აწერს 41 ადამიანი, რომლებმაც თავად იხილეს ყველა აუხსნელი მოვლენა. ბევრი აცხადებს, რომ როლანდს ჰქონდა ფსიქიური აშლილობა და ეშმაკით შეპყრობა არაფერ შუაშია, თუმცა ყველა ვინც ამას აცხადებს, არის ადამიანი, რომელსაც უშუალოდ ამ შემთხვევასთან შეხება არასოდეს ჰქონია.

ამ ისტორიაზეა გადაღებული ძალიან ცნობილი ფილმი ”ეგზორცისტი”, რომელიც გამოვიდა 1973 წელს.

შემდეგ პოსტში შემოგთავაზებთ ინტერვიუს მამა ჰალორანთან, რომელიც მამა ბოუდენთან ერთად ატარებდა ეგზორციზმს.

Advertisements

3 thoughts on “ეგზორციზმის რეალური ისტორია 1949 წ. სენტ ლუისი

  1. ვგიჟდები შენს ამ რუბრიკაზე რააა.
    და კვლავ მინდა რომ ჩემს ბლოგზეც იდოს ეს სტატია = ))) როგორც წინა. იმედია წინააღმდეგი არ ხარ

    Like

  2. გამოხმაურება: ეგზორციზმის რეალური ისტორია 1949 წ. სენტ ლუისი (via Finiki’s Blog) | Siyvarulovna's Blog

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s