წესები ქალებისთვის


მამაკაცების მიერ შემუშავებული წესები ქალებისთვის, ყურადღება მიაქციეთ ნუმერაციას, თავისი მნიშვნელობით ყველა კანონი # 1-ია. 🙂

1. ზოგჯერ ჩვენ არ ვფიქრობთ თქვენზე, შეეგუეთ ამ იდეას.

1. არასოდეს შეიჭრათ თმა, არასოდეს. გრძელი თმა ყოველთვის უფრო მიმზიდველია. ერთ-ერთი უსერიოზულესი მიზეზი იმისა, რომ კაცები თავს იკავებენ ცოლის მოყვანისგან არის ის, რომ გათხოვების შემდეგ ქალები იჭრიან თმას, კაცს კი უკან დასახევი გზა აღარ აქვს.

1. შოპინგი არ არის სპორტი. და არა ჩვენ არასოდეს ვიფიქრებთ სხვანაირად.

1. ტირილი არის შანტაჟი.

1. ითხოვეთ ის რაც გინდათ. უფრო ნათლად, რომ ჩამოვაყალიბოთ: დახვეწილი მინიშნებები არ მოქმედებს! ძლიერი მინიშნებები არ მოქმედებს! ნათელი მინიშნებები არ მოქმედებს! უბრალოდ თქვით რა გინდათ!

1. გვიჭირს თარიღების დამახსოვრება. დაბადების დღეები, ქორწინების წლისთავი და სხვა ღირსშესანიშნავი თარიღები მონიშნეთ კალენდარზე, და რამოდენიმე დღით ადრე შეგვახსენეთ.

1. კაცების უმრავლესობას დაახლოებით 3 წყვილი ფეხსაცმელი აქვს. რატომ გადაწყვიტეთ, რომ ჩვენ ყველაზე კომპეტენტურები ვიქნებით იმ საკითხში თუ 30 წყვილი ფეხსაცმლიდან, რომელი მოუხდება თქვენს კაბას.

1. დიახ და არა სრულიად მისაღები პასუხებია თითქმის ყველა კითხვაზე.

1. მოგვაკითხეთ პრობლემით მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მისი გადაწყვეტა გჭირდებათ, თანაგრძნობისთვის დაქალები არსებობენ.

1. თავის ტკივილი 17 თვის განმავლობაში პრობლემაა. მიაკითხეთ ექიმს.

1. ნებისმიერ რამ რაც ვთქვით 6 თვის წინ არ გამოიყენება არგუმენტებში და საერთოდ ჩვენს ნათქვამს ხანდაზმულობის ვადა გასდის 7 დღეში.

1. თუ თქვენ არ იცვამთ Victoria’s Secret-ის გოგონებივით, ნუ მოელით ჩვენგან, რომ მოვიქცევით საპნის ოპერის გმირებივით.

1. თუ ფიქრობ, რომ მსუქანი ხარ, ე.ი. ხარ. ამ კითხვას ჩვენ ნუ დაგვისვამთ, უარს ვაცხადებთ პასუხის გაცემაზე.

1. თუ ის რაც ჩვენ ვთქვით, შესაძლოა ინტერპრეტირებულ იქნას ორნაირად და ერთ-ერთი ინტერპრეტაცია თქვენ ნერვებს გიშლით, გარწმუნებთ, რომ ჩვენ მხედველობაში გვქონდა ნათქვამის მეორე ინტერპრეტაცია.

1. ნებისმიერ დროს, როდესაც რაიმე გაქვთ სათქმელი, თქვით რეკლამის დროს.

1. ურთიერთობა არასოდეს იქნება ისეთი, როგორიც პირველი ორი შეხვედრის დროს იყო, შეეგუეთ ამას, გადახარშეთ და მოეშვით ამ საკითხზე დაქალებთან წკმუტუნს.

1. ჩვენ არ შეგვიძლია აზრების კითხვა და არც არასოდეს შეგვეძლება. ამიტომ ამ ნიჭის უქონლობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ გვაინტერესებთ.

1. თუკი გეკითხებით რა მოხდა? და გვპასუხობთ – არაფერი, ჩვენ ვიქცევით ისე, ვითომ არაფერი არ მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით ეს არ არის სიმართლე.

1. თუ სვამთ კითხვას, რომელზეც არ გსურთ პასუხის მოსმენა, გაითვალისწინეთ, რომ მიიღებთ პასუხს, რომლის მოსმენაც არ გინდოდათ.

1. როდესაც სადმე მივდივართ ერთად, ნებისმიერი რამ რაც გეცმევათ იქნება მშვენიერი. მართლა.

1. ეს არც თქვენს და არც ჩვენს ინტერესებში არ არის რაიმე სახის ტეტსის ერთად გაკეთება. არა არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ტესტზე იქნება საუბარი.

1. ყველა მამაკაცი ხედავს 16 ფერს, ისევე როგორც Windows default settings, მაგალითად მხსალი ხილია და არა ფერი.

1. თქვენ შეგიძლიათ გვთხოვოთ რამის გაკეთება ან გვითხრათ როგორ გინდათ რომ გაკეთდეს, და არა ორივე. თუ თქვენს ჩვენზე უკეთ იცით რა როგორ უნდა გაკეთდეს, გააკეთეთ თქვენ თვითონ!

1. ძალიან დიდი მადლობა, ამის წაკითხვისთვის, დიახ, ვიცი, რომ ღამე ტახტზე დაწოლა მომიწევს, თუმცა იცოდით, რომ ამას ჩვენ არ ვაპროტესტებთ? 🙂

წყარო: http://www.funny-city.com

Advertisements

31 thoughts on “წესები ქალებისთვის

  1. მოვიხიბლე :დ

    მაგრამ არ ვიცოდი თუ გრძელი თმები უყვართ კაცებს, როგორც წესი უმეტესობისთვის ეს სულერთია :დ

    Like

  2. ამაში
    ჩვენ არ შეგვიძლია აზრების კითხვა და არც არასოდეს შეგვეძლება. ამიტომ ამ ნიჭის უქონლობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ გვაინტერესებთ.

    Like

    1. სალ, გოგო ხარ არა?! მე როგორც მამაკაცს, მენდე, რომ 90% შემთხვევაში დაახლოებით ასეთი დამოკიდებულება გვაქვს (ნუ ეხლა რეკლამის რდოს ილაპარაკეო და მასეთ კრეტინობებზე არ ვახდენ აქცენტირებას) :))

      Like

  3. finiki
    შენ წარმოდგინე და შემიძლია
    🙂

    და არისმ აქ გასაკვირი? ყველა რიბიანი ბიძა ხო არ ვართ რომელსაც ცოლსიგან მხოლოდ ლბოიოს გაცხელება უნდა?!
    ყველას ერთ ქვაბში ნუ გვხარშავთ!
    😀

    Like

  4. მშვენიერი იყო, მაგრამ არ მითხრა ეს ჩემი მოგონებულიაო, წყარო მიაწერე თუ არ გაგიჭირდება, პლაგიატობაცაა და პლაგიატობაც, პატივი ეცი ამის დამწერ-მამფიქრებელს. :)) (nothing personal)

    Like

      1. ჰაჰჰჰაჰა!! მშვენიერი გამონათქვამია :)) მაგრამ წყაროს დამალვაში იმის არმითითება კი არ იგულისხმება, თუ საიდან დააფეისთე ესა თუ ის იდეა, არამედ ის, რომ უკვე არსებული და ჩამოყალიბებული იდეა “პოდსტროიწ პოდ სებია”, ისეთი ახლებური სახე მისცე, რომ ეჭვიც არავის შეეპაროს მის “შენეულობაში” :))) იფ, რამდენი ვიბოდიალე :)))

        Like

  5. მართლაც რომ უმეტესობა სიმართლეა.სამწუხაროდ :შ
    რა პრაქტიკოსი და პრგამტულები ხართ :შ ჩვენ კი ვამბობთ “კი” და ვგულისხმობთ “შეიძლება”, ვამბობთ “შეიძლება”და ვგულისხმობთ “არა”.)

    გრძელი თმა მაქვს :სუნ:

    პ.ს. ტახტზე გადაგაგდეს ეს რომ წაიკიტხეს/ :დდდ

    Like

  6. elle

    ar arsebobs “gansakutrebuli ” mamakaci
    ubralod arsebobs -chkviani mamakaci- romelmac icis rogor shenigbos qalebisatvs gaugebari aspektebi… 🙂 da saertod
    idealuri urtiertobistvis sakmarisia, rom qali UFRO ugebdes mamakacs vidre uyvardes is, xolo mamakacs qali UFRO unda UYVARDES da ARC KI cdilobdes mis gagebas.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s