მატარებელში


მატარებელში რომ ჩავჯექი პირველი რაც გავიფიქრე ის იყო ნეტავ, როდის ჩართავენ კონდიციონერს მეთქი, ვოცნებობდი იმაზე რომ სიცხისა და უჰაერობისგან უცებ გული არ გამჩერებოდა. 5 წუთი იყო დარჩენილი გასვლამდე და ჩვენი კუპის მეოთხე მგზავრი არ ჩანდა, იმედი მქონდა რომ არც გამოჩნდებოდა და სამნი ვიმგზავრებდით მშვიდად, თუმცა ბოლო წუთს გამოჩნდა ხანში შესული კაცი პარკით, რომ შემოვიდა აშკარად სახეზე დაეწერა, რომ ძალიან არ გაუხარდა ჩვენ რომ შევრჩით ხელში, პრინციპში არც ჩვენ ვიყავით ამ ფაქტით ბედნიერები და როგორც კი კუპიდან გავიდა გამცილებელს ვკითხეთ ხომ არავინ იყო ვაგონში ისეთი ვისაც ჩვენს კუპეში გადმოსვლა უნდოდა, ასეთი მხოლოდ ბავშვიანი ქალი იყო, ვინაიდან სხვა გზა არ გვქონდა დავთანხმდით, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის ტირილის ფონზე ჯოჯოხეთურ სიცხეში მთელი ღამე მატარებლით მგზავრობა არ მხიბლავდა.

ზუსტად 22:15 სთ.ზე დაიძრა მატარებელი და ცოტა ხანში ვიგრძენი, რომ კონდიციონერი იწყებდა მუშაობას და თავი ”ბედნიერად ვიგრძენი”. იქიდან გამომდინარე, რომ კუპეში ბავშვი იყო და შესაბამისად ვერც ვილაპარაკებდით, ყველამ გადავწვიტეთ დაწოლა, მე იმდენად მეზიზღება მატარებლის თეთრეული, ლეიბები, ბალიშები და ა.შ., რომ ავძვერი მეორე სართულზე და ეგრევე წამოვწექი, თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ ბალიში მაინც მჭირდებოდა და დიდი ზიზღით დავდე თავი, იმდენად დაღლილი ვიყავი, რომ იმედი მქონდა ჩამეძინებოდა. ნუ რა თქმა უნდა არ დამეძინა და მოსაწევად რამდენჯერ გავედი არ ვიცი, ბოლოს დავწექი და გადავწყვიტე მაქსიმალურად ყველა ღონე მეხმარა და დამეძინა. დაწოლიდან ნახევარ საათში უკვე უსიამოვნო სიგრილე ვიგრძენი, კონდიციონერი პირდაპირ მე მიბერავდა, “კურტკა” ჩავიცვი, ილუზია შევიქმენი რომ ვთბებოდი. მთელი ვაგონი სავსე იყო ბავშვებით, ყველა მხრიდან გაუთავებელი ჯუჯღუნი და ტირილი ისმოდა, ენით აღუწერელი სიცხისა და უჰაერობის შემდეგ უკვე სასტიკად ყინავდა, თავი მედო ბალიშზე, რომელსაც ისეთი მატარებლის სუნი ასდიოდა რომ დღემდე ცხვირში მაქვს ის ”სურნელება”. დაახლოებით 1 საათში უკვე იმდენად მციოდა რომ მზად ვიყავი იქვე უპატრონოდ მიგდებული საზიზღარი უზეწარო ლეიბიც კი დამეხურა იმისთვის, რომ გავმთბარიყავი, მაგრამ ვერც ვინძრეოდი იმდენად ყინავდა და თან ისეთი გათიშული ვიყავი რომ ხმასაც ვერ ვიღებდი (სადღაც გავიფიქრე, რომ ალბათ ასეთია ჯოჯოხეთი).

მაქსიმალურად მივეკარი კედელს და მუხლები ცხვირთან მივიტანე, თუმცა შემდეგ წელზე შემცივდა. გაჩერებებზე კონდიციონერი ითიშებოდა და როგორც კი ვგრძნობდი, რომ მატარებელი გაჩერებას აპირებდა სიხარულის ცრემლები მომდიოდა. ცოტა ხანში მივხვდი, რომ ფეხები აშკარად მეყინებოდა და ვინაიდან სხვა გზა არ იყო ბალიში დავიფარე ფეხებზე. ბოლოსკენ უკვე მეშინოდა, რომ ამ ღამეს ცოცხალი ვერ გავათენებდი. მივხვდი, რას იგრძნობდა ცოცხალი ადამიანი მორგში. მივედი იქამდეც კი, რომ სერიოზულად ვეკითხებოდი საკუთარ თავს ნეტა ხომ არ მოვკვდები?! მორიგ გაჩერებაზე საიდანღაც ხმა შემომესმა ვიღაც ყვიროდა ლობიანიო, ყველაფერს გავცემდი იმისთვის, რომ ავმდგარიყავი და ის ლობიანი მეყიდა, თუმცა ხმის ამოღება ვერ მოვახერხე და წავიწკმუტუნე. მატარებელი ისევ დაიძრა და მე ისევ მაცივარში აღმოვჩნდი, ცოტა ხანში ვიგრძენი, რომ მარცხენა ხელში მგრძნობელობა დავკარგე, კერძოდ ორ თითს ვეღარ ვგრძნობდი, გიჟივით ვავარჯიშებდი ხელს, რომ სისხლის მოძრაობა აღმედგინა. სადღაც ღამის 4 საათისთვის გვერდზე კუპიდან ვიღაც ქალმა ბოლო ხმაზე იყვირა, გამორთეთ კონდიციონერი ვკვდებიო. სიხარულისგან ტირილი დავიწყე, ცოტა ხანში კონდიციონერი გამორთეს. დილით თვალი, რომ გავახილე რაც იმას ნიშნავდა, რომ ცოცხალი ვიყავი, თავი უბედნიერესად ვიგრძენი.
იმ ღამის შემდეგ (ანუ უკვე 5 დღეა) სიცხეს ვეღარ ვგრძნობ და ღამე საბანში გახვეულს მძინავს 🙂
Advertisements

4 thoughts on “მატარებელში

  1. აუ ვგიჟდები მატარებელზეეეეეეე. ძალიან მიყვარს. ალბათ იმიტომ რომ ზღვასთან ასოცირდება.
    ბოლოს შარშან ვიმგზავრე ახალი ვაგონით. ანუ იქ წოლისას ბალიში არ დამჭირვებია. ფუმფულა სკამები/სავარძლები იყო. არასდროს, არასდროს გამომიყენებია იქ საბნები,ლეიბები, და თეთრეული. ჩემოდანში ბოლოს ყოველთვის თეთრეულს ვდებ და თუ მაინც და მაინც დამჭირდა ამოღება ადვილია. ან გადასაფარებელი მიმაქვს ხოლმე = ) პატარა, მე რო მეყოს ისეთი.
    კონდიციონერი რომ არ იყოს გავგიჟდები. მაცივარი მიღცევნია ოფლში ბანაობას 😀 😀 დაა ტელევიზორი არ იყო შენთან? მე კი მქონდა მაგრამ მტელი ღამის განმავლობაში ალბათ 3-4 ჯერ აჩვენებს შერეკილები = ))
    კუპეში სავარაუდოდ კარგად უნდა გაერთო თუ შენი ასაკის ხალხთან ერთად მიხვდები. სამწუხაროდ არასდროს მქონია ბედნიერება რომ მარტო მემგზავრა მატარებლით

    Like

    1. გეთანხმები რომ ოფლში ბანაობას მაცივარი ჯობია, ოღონდ სიტყვებით ძნელია იმის აღწერა რა აუტანელი სიცივე იყო იმ ღამეს, სიცხის შეგრძნება დავკარგე საერთოდ 😀 მართლა მეგონა, რომ დილამდე ვერ მივატანდი 😀
      ტელევიზორი არ ყოფილა კუპეში 🙂 თუმცა ვინაიდან ბავშვს ეძინა მაინც უფუნქციო იქნებოდა ალბათ 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s